x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
ვინ არიან კურტიზანები და რით განსხვავდებიან სხვა ქალებისგან?

არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ყოველი წარმატებული კაცის უკან ქალი დგას. ნამდვილად, ბევრი სახელმწიფოს ისტორიულ განვითარებაზე უშუალო გავლენა იქონიეს ამ ქვეყნების მმართველების საყვარელმა ქალბატონებმა. ამასათან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხშირად ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. ამ ქალბატონებიდან ზოგიერთი კურტიზანი იყო. ასე რომ, ვინ არიან კურტიზანები და რატომ ჰქონდათ უსაზღვრო ძალაუფლება კაცებზე?


image


დღეს სიტყვა "კურტიზანი" გამოიყენება უარყოფით კონტექსტში და თავისი არსით წარმოადგენს "მეძავის" მსუბუქ ვარიანტს. არასწორი იქნება თუ ჩავთვლით, რომ კურტიზანი ეს არის მხოლოდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი.


რითი განსხვავდებიან კურტიზანები სხვა ქალებისგან?


ევროპაში, აღორძინების ეპოქაში კურტიზანებს ჰქონდათ ის ყოველივე, რის ნაკლებობასაც ჩვეულებრივი ქალები განიცდიდნენ – მამაკაცებზე ძალიან დიდი გავლენას ფლობდნენ, სარგბლობდნენ დამოუკიდებლობით და შეეძლოთ თავიანთი ფინანსების განკარგვა, იმ ქალებისაგან განსხვავებით რომლებიც თავიანთი ქმრების ნება-სურვილზე იყვნე დამოკიდებულნი. კურტიზანები – ლამაზები, ინტელექტუალურად განვითარებულები და ყველა შესაძლო ნიჭით დაჯილდოვებული ქალები, რომლებთანაც ურთიერთობის ქონა ნებისმიერი მამაკაცისთვის პრესტიჟს ნიშნავდა. ამიტომაც მათთან კავშირს ძირითადად მდიდარი და გავლენიანი ფენის ძლიერი სქესის წარმომადგენლები ამყარებდნენ. სამეფო ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, გამონაკლისს არ წარმოადგენდნენ. ისინი ხომ ანგარიშით ქორწინდებოდნენ, ხშირ შემთვევებში – საკუთარ ნათესავებზეც კი. იმ დროს მიუღებლ ტონად არ ითვლებოდა მამაკაცი ქორწინებაში ყოფილიყო ერთ ქალთან, ხოლო ოფიციალურ მიღებებზე გამოჩენილიყო აბსოლუტურად სხვა მანდილოსანთან.


image

კურტიზანები ჩვეულებრივი ქალებისაგან კიდევ იმით განსხვავდებოდნენ, რომ გარდა მამკაცებთან ურთიერთობისა, ისინი პარალელურად სხვა საქმითაც იყვნენ დაკავებულნი. ხშირ შემთხვევაში ისინი იყვნენ განათლებული ქალები კარგი ოჯახებიდან, ამიტომაც ძირითადად ხატავდნენ, უკრავდნენ, მიდრეკილება ჰქონდათ უცხო ენებისადმი და იყვნენ ძალიან ნიჭიერი მოცეკვავეები. ეს გარემოება, ერთის მხრივ ხელს უწყობდა მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას, ხოლო მეორეს მხრივ აფართოვებდა მათი ურთიერთობის არეალს, რითაც საშუალება ეძლეოდათ მომავალი მფარველი ეპოვათ.


ყველაზე ცნობილი კურტიზანი ქალები – ვინ იყვნენ ისინი?


კურტიზანები არა მხოლოდ ულამაზებდნენ ცნობილ მამაკაცებს ყოველდღიურობას, არამედ მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდათ ამა თუ იმ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ქვემოთ წარმოგიდგენთ ისტორიაში ყველაზე ცნობილ კურტიზან ქალბს:



თაისი (ძვ. წ. აღ IV ს.)


image


ათენელი კურტიზანი ქალი, ალექსანდრე მაკედონელის მფარველობის ქვეშ იყო; მას შემდეგ რაც მეფისა და მხედართმთავრის საყვარელ ქალად იქცა, თაისი სულ თან დაჰყვებოდა, საბრძოლო კამპანიებშიც კი. ერთხელ, პერსეპოლისში როდესაც ალექსანდრე თავის ამალასთან და თაისთან ერთად სპარსელებზე კიდევ ერთ გამარჯვებას ზეიმობდა დამარცხებული მეფის სასახლეში, სწორედ ჰეტერას მოუვიდა თავში აზრად, რომ "ბარბაროსებზე" შურიძიების მიზნით სასახლე გადაეწვათ. ეს მოვლენა იმ პერიოდის ბევრ ისტორიულ წყაროშია ნახსენები. განსაკუთრებით ხატოვნად დიოდორე სიცილიელი და პლუტარქე აღწერენ. თაისის სიტყვამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაკედონელზე, რომ არც კი დაფიქრებულა ანთებული ჩირაღდანი ისე ისროლა სასახლეში, მას არც თაისი ჩამორჩა და იგივე გაიმეორა. ცეცხლის ალი უზარმაზარ კედრის სასახლეს ერთიანად მოედო და დაიფერფლა. ყოველივე ზემოთხსენებულის მიუხედავად, ჰეტერა თაისზე ისტორიულ წყაროებში ძალიან მწირი ინფორმაციაა. შემდეგ კი ეგვიპტის მეფე პტოლემაიოს I სოტერს გაჰყვა ცოლად.


კლეოპატრა VII (ძვ. წ. აღ. 69-30 წწ.)


image


ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი. საკამათოა ის საკითხი, თუ რამდენად ლამაზი იყო ის, თუმცა ეს უდავოდ ჭკვიანი და ძალაუფლების მოყვარული ქალი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ეგვიპტეში საკუთარი მმართველობა შეენარჩუნებინა. მისი ყველაზე ცნობილი საყვარლები იყვნენ იულიუს ცეზარი და მარკუს ანტონიუსი.


ფეოდორა (ჩვ. წ. აღ. 500-548 წწ.)


image


დაიბადა ღარიბ ოჯახში. მისი მშობლები კონსტანტინეპოლის ცირკში მუშაობდნენ. მალე თავადაც გახდა მსახიობი და ამავდროულად კურტიზანი. ბედმა საჩუქარი გაუკეთა და შეახვედრა მომავალ იმპერატორ იუსტინეანე I. იმისათვის რომ დაქორწინებულიყვნენ, ძველი კანონის შეცვლა მოუწიათ. მას შემდეგ რაც ქმართან ერთად ძალაუფლება გაიზიარა, ფეოდორა ძლევამოსილ ქალად იქცა ბიზანტიის ისტორიაში


დიანა დე პუატიე (1490-1566 წწ.)


image


დიანა ჰენრიხ II საყვარელი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მასზე 10 წლით უფროსი იყო. ჰენრიხ II კორონაციის შემდეგ ის "ნამდვილ დედოფლად" იქცა, დაჩრდილა რა მეფის კანონიერი მეუღლე ეკატერინე მედიჩი. საფრანგეთში რენესანსული კულტურის გავრცელებას შეუწყო ხელი, მფარველობდა ხელოვნებას.


ანასტასია ლისოვსკაია (როქსალანა 1506 – 1558)


image


ცხოვრობდა დასვლეთ უკრაინაში, შემდეგ კი ტყვედ ჩავარდა. სტამბულში ის იყიდა იბრაჰიმ ფაშამ და სულთან სულეიმანს აჩუქა. როქსალანამ თავი ისე შეაყვარა სულთანს, რომ მისი პირველი ცოლი გახდა. ის პირველი ქალი იყო ისლამურ სამყაროში, რომელსაც პრაქტიკულად უსაზღვრო ძალაუფლება ჰქონდა.


მარკიზა დე პამპადური (1721 – 1764 წწ.)


image


ოფიციალურად მეფე ლუდოვიკო XV ფავორიტი 1745 წელს გახდა. მეფე ძალიან ზარმაცი და თავაშვებული იყო, მაგრამ მარკიზამ მოახერხა მისი კონტროლქვეშ მოქცევა და მალე უკვე თავად მართავდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ამას გარდა, ხელს უწყობდა მეცნიერების და კულტურის განვითარებას.


მარგარიტა ზელე (მატა ჰარი 1876-1917 წწ.)


image

ეგზოტიკური ცეკვების შემსრულებელი და კურტიზანი. ყველაზე ცნობილი ჯაშუში პირველი მსოფლიო ომის დროს. იყო გერმანიისა და საფრანგეთის ორმაგი აგენტი, თუმცა ის ამას ყოველთვის უარყოფდა. 1917 წელს მატა ჰარი საფრანგეთში დააპატიმრეს ჯაშუშობის ბრალდებით და სიკვდილით დასაჯეს.



ასევე დაგაინტერესებთ:


ეპიდემია, რომელიც ადამიანის ფსიქიკას ანადგურებს და კლავს


რა ემართება ადამიანის სულს გარდაცვალებიდან 9 დღის მანძილზე და რატომ არის ეს პერიოდი მისთვის მნიშვნელოვანი


ჭკვიანი ადამიანების 10 საერთო თვისება. თქვენც შედიხართ მათ რიცხვში?


მსოფლიოს ცნობილ ფიზიკოსთა მტკიცებით სიკვდილის შემდეგ ადამიანი სხვა პარალელურ სამყაროში აღდგება


შურისმაძიებელი მუმია ამენ რა - დაუჯერებელი ფაქტები


რა ხდება დიდი ბრიტანეთის ციხესიმაგრეებში


მკვლელი მანქანა


0
1127
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0