x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
დეტექტიური გამოცანები – II ნაწილი (პასუხები აქვს)
image


I. — როგორც იქნა მოხვედით, ინსპექტორო, — სიხარულით თქვა მიულერმა. — სასწრაფოდ გამათავისუფლეთ. ძალა აღარ მაქვს. ვიღაც არამზადა შემომივარდა წუხელ და ჩემი ცოლოს ძვირფასეულობა მოიპარა. მართალია, ყველაფერი დაზღვეული იყო, მაგრამ კარგი იქნება, თუ დამნაშავეს მანამდე იპოვით, ვიდრე ამის შესახებ ჩემი ცოლი შეიტყობს. ის ამჟამად ქალაქში არ იმყოფება.


image


მომიყევით ყველაფერი, რა და როგორ მოხდა? — სთხოვა ინსპექტორმა ვარნიკემ, რომელიც მიულერს თოკებისგან ათავისუფლებდა.

ეს საშინელება იყო, — ამოიკვნესა მიულერმა. — კეთილი სულის მტანჯველ მოლოდინში, რომელიც მე დამეხმარებოდა, საათი, საათს მიჰყვებოდა. დილით ადრე გავიგონე, თუ როგორ შემოაცურა ფოსტალიონმა გაზეთები, წერილებისთვის გაკეთებულ კარების ჭრილში. მე ყვირილი დავიწყე, ვთხოვე ფოსტალიონს, რომ პოლიციაში დაერეკა. სავარაუდოდ, სწორედ მან შეგატყობინათ მომხდარის შესახებ. და აი, თქვენ აქ ხართ.

ინსპექტორი ვარნიკე წუთით დაფიქრდა, ხოლო შემდეგ თქვა:

ცნობილია, თუ არა თქვენთვის, მიულერ, რა სასჯელი ელის ადამიანს, სადაზღვევო კომპანიის მოტყუების შემთხვევაში? და მხოლოდ თქვენ კი არ, თქვენი ცოლიც დაისჯება. ეს ხომ მან მიგაბათ, ასე მზრუნველად, სკამზე?


კითხვა: რატომ გადაწყვიტა ინსპექტორმა, რომ მიულერი იტყუებოდა (პასუხი სურათზეა)?



II. ინსპექტორი ვარნიკე აჩქარებული ნაბიჯით შევიდა მუზეუმში, სადაც მუზეუმის დირექტორი უკვე ელოდა:


image


— საერთოდ ვერ წარმომიდგენია, ბატონო ინსპექტორო, ვის რაში დასჭირდა XVII საუკუნის ბოკალი, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი გაყიდვა შეუძლებელია! გუშინ საღამოს ის ადგილზე იყო. ჩემს შემდეგ დარბაზში უცხო პირი არ შესულა. მე თავადვე დავკეტე კარები. მუზეუმს უკვე წლებია ცოლ-ქმარი ცეიზიგები ალაგებენ და რა თქმა უნდა, მათზე ეჭვს ვერ მივიტანთ.

— დიახ, ბატონო ინსპექტორო, წუხანდელი დასუფთავების დროს, ყველაფერი რიგზე იყო — დაადასტურა დირექტორის სიტყვები ბატონმა ცეიზიგმა.

ამის შემდეგ, ინსპექტორი წუთით ჩაფიქრდა და უეცრად ჰკითხა ცეიზიგს:

— რამდენი ხანია, რაც სამუზეუმო ექსპონატებს აგროვებთ?


კითხვა: როგორ მიხვდა ინსპექტორი ვარნიკე, რომ ბოკალი ცეიზიგებმა მოიპარეს? (სურათს დააკვირდით, პასუხის გასაღები მასზეა)



III. საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, კრიმინალისტებს, ვინმე მოლეს გამოაშკარავებას ცდილობდნენ, რომელიც ბოროტ შანტაჟებში იყო ეჭვმიტანილი. ის ადრეც იყო დაკავებული სამართალდამცავების მიერ, მაგრამ ფაქტზე დაკავება ვერ მოახერხეს. დაკითხვებზე ის კატეგორიულად უარყოფდა, ან საქმესთან, თავის რაიმე სახით კავშირს. ერთხელ, მოლემ ინსპექტორ ვარნიკეს თავად დაურეკა და სასწრაფოდ მასთან მისვლა სთხოვა. მას სურდა ინსპექტორისთვის ის წერილი ეჩვენებინა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, შანტაჟისტისგან მიიღო.


image


საწერ მაგიდასთან ვიჯექი, — დაიწყო მოყოლა მოლემ. — უეცრად გატეხილი მინის ხმა გაისმა, და აივნიდან ქვა შემოვარდა, რომელზეც წერილი იყო გამობმული. ქვა ლარნაკს მოხვდა, რომელიც აქ, მაგიდის კუთხეში იდგა. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს ვიღაცის სულელური ხუმრობა იყო. მაგრამ როდესაც წავიკითხე, მივხვდი, რომ საქმე ბევრად უფრო ცუდად იყო. აი, თავად ნახეთ: ეს წერილი იმ წერილებს ჰგავს, თქვენ რომ მაჩვენებდით დაკითხვაზე. მე უნდა აღვნიშნო, რომ ეს — ჩემი უდანაშაულობის დამაჯერებელი მტკიცებულება არის.

თქვენ საკუთარ თავს ძალიან ცუდი სამსახური გაუწიეთ! აი, ახალ კი ყველაფერი გარკვეულია. – თქვა ინსპექტორმა – ამრიგად, ჩვენ უკვე შეგვიძლია თქვენს უღირს საქციელს წერტილი დავუსვათ.


კითხვა: რა გარემოებამ მიიყვანა ინსპექტორი ამ დასკვნამდე (პასუხის გასაღები სურათზეა)?




პასუხები:


I. ნაპრალი კარების ქვედა ნაწილშია გაკეთებული და გაზეთები იქიდან ტუმბოზე ვერ მოხვდებოდა.

II. ცეიზიგების ოჯახი მათმა პროფესიონალურმა ჩვევამ დაღუპა. ბოკალის მოპარვის შემდეგ, მათ დამცავი ვიტრინის ნამტვრევები მოაგროვეს და გადაყარეს.

III. აივნის ფანჯრისკენ ნასროლი ქვა ისეთი ტრაექტორიით ვერ იმოძრავებდა, რომ ჯერ ფანჯარა გაეტეხა, ხოლო შემდეგ, ლარნაკი.

imageimageარხის სხვა სიახლეები:

დეტექტიური გამოცანები (პასუხები აქვს)


ყველაზე რთული გამოცანები – თქვენ თუ შეძლებთ მათ ამოხსნას? (პასუხები აქვს)


გამოცანები ხრიკებით – თქვენ შეძლებთ გამოცნობას? (პასუხები აქვს)


კატა და ძაღლი კოვიდვაქცინის ნაცვლად?!


მეცნიერებმა შუმერებისი ისტორიული სამშობლო აღმოაჩინეს


ამისთვის ქირურგი საჭირო არ არის! – მკერდის ზომის გადიდება და შემცირება სახლის პირობებში


ციყვი თავისი ფეხით მივიდა კლინიკაში სამკურნალოდ

0
405
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
405
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0