x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მეცნიერებმა შუმერებისი ისტორიული სამშობლო აღმოაჩინეს

როგორც ცნობილია, შუმერული ცივილიზაცია 7–8 ათასი წლის წინ წარმოიშვა. მათი სახელმწიფო მესოპოტამიის სამხხრეთ ნაწილში, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე მდებარეობდა და როგორც კვლევებმა აჩვენა, ის უეცრად, ფაქტიურად, არსაიდან გაჩნდა.

შუმერები საკუთარ მოდგმას საგ–გიგ-ს («შავთავიანები») ეძახდნენ, ხოლო ქვეყანას – კენგის («კულტურული მიწა, ან დედამიწა»). ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ისინი შუამდინარეთში, ანატოლიიდან ჩავიდნენ, სხვების ამტკიცებით, – მათი ისტორიული სამშობლო ინდოეთი იყო და არიან ისეთებიც, ვინც შუმერებს კავკასიელებად მიიჩნევენ... თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ შუმერების ისტორიული სამშობლო ტაპრობანი იყო.


image


ფრა მაუროს და ფირი რეისის რუკებზე, ინდოეთის სამხრეთში, კუნძული ტაპრობანი მდებარეობს. ამ ადგილზე კუნძულის არსებობის ფაქტი, ძველთაგანვე იყო ცნობილი და მის შესახებ, თავის შრომებში, კერ კიდევ სტრაბონი (ძვ. წ. აღრ. 64-23 წწ.) წერდა. მეცნიერის ინფორმაციით, კუნძული ინდოეთიდან რამდენიმე დღის სავალზე მდებარეობდა, ხოლო სიდიდით, დაახლოებით ბრიტანეთის კუნძულების ხელა იყო (სიგრძე – 5 000 სტადია, სიგანე – 3 000 სტადია) და ის რამდენჯერმე აღემატებოდა შრი-ლანკას. დღეს რთული სათქმელია, არის, თუ არა, ეს უკანასკნელი ტაპრობანის ნაწილი, თუ ადრე ამ 2 კუნძულს საერთო არაფერი ჰქონდა (წვრილმასშტაბიან რუკებზე, ყველა კუნძულის დატანა არ ხდება და შესაძლებელია, შრილანკა ძველ რუკებზე ვერც მოხვედრილიყო).


image


მეცნიერთა მტკიცებით, სამხრეთ აზიაში ინდოევროპელი დამპყრობლების, – არიელების გამოჩენამდე (ძვ. წ. აღრ. XII ს.), ინდოსტანის ნახევარკუნძულზე დრავიდები ცხოვრობდნენ. მაგრამ, არც ისინი იყვნენ ამ ტერიტორიაზე აბორიგენები. დრავიდები, დღევანდელი ინდოეთის და მის სამხრეთით მდებარე კუნძულზე, ჩვენს ერამდე 2 ათასი წლით ადრე გამოჩნდნენ და როგორც ჩანს, სწორედ მათ შექმნეს პირველი ცივილიზაცია მდინარე ინდის აუზში, რომელსაც დღეს, პროტოინდურ ცივილიზაციას უწოდებენ. ასეთი ცივილიზაციები, იმ დროს, სხვაგანაც არსებობდა და ამ მხრივ, პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ხალხები, რომლებმაც ეს ცივილიზაცია შექმნეს, დედამიწის არცერთ ერს არ ენათესავებიან, შუმერების გარდა.
არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, ინდოსტანის ნახევარკუნძულზე მათი განსახლება სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით ხდებოდა და სავსებით შესაძლებელია, რომ ადრე ისინი ტაპრობანზე ცხოვრობდნენ. ამ მოსაზრებას ინდოეთის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ტამილების ლეგენდაც ამყარებს, რომლშიც ღმერთი შივას ხელმძღვანელობით, «დიდ გამოსვლაზეა» საუბარი. მათ მითოლოგიაში, ასევე ნახსენებია მიწები, რომელიც ოკეანემ შთანთქა...
თუ ეს სიმართლეა და დრავიდების სამშობლო მართლა კუნძული ტაპრობანი იყო, მაშინ აქ ისმის მეორე კითხვა: რა დაემართა მას? რა თქმა უნდა, მისი დაძირვის მიზეზი შეიძლება მიწისძვრა ან სხვა ბუნებრივი კატაკლიზმი ყოფილიყო. მაგრამ, ძველი ინდური ეპოსის – «რამაიანას» მიხედვით, სამხრეთში წარმოებულ ომში, «ზეციური იარაღის», «ცეცხლოვანი ეტლის» და სხვა იარაღის გამოყენების შესახებ არის საუბარ და აღწერილობის მიხედვით, ეს ყოველივე, ძალიან საეჭვოდ ჰგავს სარაკეტო–დაბომბვას, მათ შორის, ატომურ ან ბირთვულ აფეთქებებსაც კი. ამ უკანასკნელის მტკიცებულებად, მეცნიერებს მოჰენჯო-დაროს (ძველი ქალაქი დღევანდელი პაკისტანის ტერიტორიაზე, რომელიც შუმერულ-ეგვიპტური ცივილიზაციების პერიოდში, მდინარე ინდის ხეობაში არსებული ცივილიზაციის ცენტრი იყო. რედ.) მაგალითი მოჰყავთ, რომელიც მოსახლეობამ უეცრად მიატოვა. გარდა ამისა, ქალაქის შესწავლის დროს, მეცნიერებმა აღმოაჩინეს რაიონი, რომელშიც ერთმანეთზე დამდნარი აგურებია, რაც ამ ადგილზე და საერთოდ, ქალაქზე, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებაზე მეტყველებს.

თუ ძველად, ბირთვული იარაღის არსებობას დავუშვებთ (იარაღი იმ დროს, ალბათ, უფრო მასშტაბურიც იყო), მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტაპრობანი ცივილიზაციებს შორის დაპირისპირებას შეეწირა და ასევე შესაძლებელია, რომ ის წარსულში, ლეგენდარული ლემურიას ნაწილიც ყოფილიყო.


image


გადმოცემის თანახმად, ლემურელებთან სწავლულები პლანეტა ვენერადან ჩამოდიოდნენ და მათ ქურუმებს კოსმოსურ საიდუმლოებებს უზიარებდნენ.

ლემურიელბი დიდ ქალაქებს აშენებდნენ, სამშენებლო მასალად კი, გრანიტს და მარმარილოს იყენებდნენ. მათ სახლებს ოთხკუთხედი ფორმა ჰქონდა, ხოლო თეთრი ქვით ნაშენი ტაძრები და სასახლეები დიდებულად გამოიყურებოდა.

მათ ბევრი ოქრო-ვერცხლი ჰქონდათ, მაგრამ ძვირფას მეტალებს მონეტების დასამზადებლად არ იყენებდნენ და მისგან, ძირითადად, სამკაულს და დეკორატიულ ნივთებს ამზადებდნენ. ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული ალმასიც და ამიტომ, ის ჩვეულებრივ შუშაზე მეტად არ ფასობდა. ცნობილია, რომ ყველაზე ფასეული ლემურელებისთვის, ფერადი ბუმბული იყო, რომელიც კონტინენტზე დიდ იშვიათობას წარმოადგენდა.

ლემურიელები იყენებდნენ მზის ენერგიას, რომელსაც მათ სახლებში სითბო და სინათლე შეჰქონდა. სიკვდილი მათთვის უფრო დიდ სამყაროში გადასვლად ითვლებოდა და ცნობილია, რომ ამას ისინი ხშირად აკეთებდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ არასრულყოფილ სამყაროში ცხოვრობდნენ. მათი უკმაყოფილების მიზეზი კი, ხშირი ბუნებრივი კატაკლიზმები იყო.

ლემურია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაიშალა და მისი ნაწილი ოკეანემ შთანთქა. მოსახლეობამ კი, ჯერ კონტინენტის დას. ნაწილს შეაფარა თავი, ხოლო შემდეგ, ერთი ნაწილი ამერიკაში და აზიაში გადავიდა საცხოვრებლად...

და ეს, ბევრად უდრო ადრე მოხდა, ვიდრე ჩვენს პლანეტას თავს მსოფლიო წარღვნა დაატყდებიდა და სავარაუდოდ, უძველესი ცივილიზაციის ნაშთები (პირამიდები, სფინქსი, მაჩუ-პიქჩუ, ნასკას გეოგლიფები, ოლიანტაიტამბო, ბაალბექი და სხვა ნაგებობები), რომლიც დღეს სხვადასხვა კონტინენტებზე გვხვდება, სწორედ ლემურიელების მიერ არის შექმნილი.

imageimageარხის სხვა სიახლეები:imageყველაზე რთული გამოცანები – თქვენ თუ შეძლებთ მათ ამოხსნას? (პასუხები აქვს)


გამოცანები ხრიკებით – თქვენ შეძლებთ გამოცნობას? (პასუხები აქვს)


კატა და ძაღლი კოვიდვაქცინის ნაცვლად?!


ამისთვის ქირურგი საჭირო არ არის! – მკერდის ზომის გადიდება და შემცირება სახლის პირობებში


ციყვი თავისი ფეხით მივიდა კლინიკაში სამკურნალოდ


ამას რომ მიხვდეთ, ქალად უნდა დაიბადოთ...


ფაქტები კოსმეტიკის შესახებ, რომელიც ყველა მანდილოსანმა უნდა იცოდეს


0
1168
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0