საზოგადოებრივი რატომ უარყოფ ქრისტეს მისი სიყვარულით გაანტივაქსერებულ ადამიანთა დაცინვით 2021, 29 აგვისტო, 3:56 ყველაზე დიდი ნონსენსი და პარადოქსი ისაა, ხატებით გადაჭედილი სახლებიდან და კაბინეტებიდან რომ დასცინიან მათ, ვისაც ეჭვი აქვს, რომ ეს ყველაზე გლობალური პროცესი "ბიბლიური სცენარია", რომელსაც თავისი რეჟისორი ჰყავს.... ამ დაცინვით და გაკიცხვით სრულიად უარყოფენ ბიბლიას, უარყოფენ ახალ აღთქმას და უარყოფენ ქრისტეს.... ანუ ასეთი საქციელებიდან გამოდის, რომ სასაცილო ყოფილა ყველაფერი მეორედ მოსვლის შესახებ და რაც ბიბლიაში ნიშნებია მითითებული, ყველაფერი სისულელე ყოფილა!
მოდი, გაჟეჟილს გატეხილად თქმა ვარჩიოთ და მაშინ რაღა ყოფილა ქრისტიანული სარწმუნოება? რაღაა ქრისტიანობის არსი, თემა და იდეა? ეს თუ შემოვაცალეთ, რა რჩება ქრისტიანობის ძირითადი სახელმძღვანელოდან??? ა რ ა ფ ე რ ი ! ასეთებმა გაიტანონ ხატები, რაღა საჭიროა? ვისაც ოქრო-ვერცხლით მოჭედილი აქვს, ხელოვნების ნიმუშად დაიტოვებს და ცხადია, ვერ გაიტანს.... ან დაწერონ ახალი ბიბლია, სადაც ამოღებული იქნება შესაბამისი ტექსტი ქრისტეს მეორედ მოსვლაზეც, მეორედ მოსვლის ნიშნებზეც, ეშმაკის ნიშანზეც, დედა შვილს რომ ხელში ვერ აიყვანს, იმაზეც, არსად რომ აღარ გაგიშვ-შეგიშვ-გამოგიშვებენ, არსად რომ გამუშავებენ და საზოგადოებიდან ამოგრიცხავენ, იმაზეც!
ან მაშინ პირდაპირ და გატეხილად ვთქვათ, რომ ათეისტები ვართ და არანაირი ქრისტე არ არსებობს! რომ ქრისტე მხოლოდ ისტორიული პირია! რომელსაც როცა გვინდა და როგორც გვინდა, ინსტრუმენტად ვიყენებთ გარკვეული მიზნებისთვის! ვთქვათ და დავასვენოთ საწყალი იმ საფლავში, სადაც ათეისტებს ეგულებათ და ნუღა გავიხედავთ ზეცისკენ ხელებატოტინებულები!
თუ ბიბლიაში აღწერილი მეორედ მოსვლის მთელი პროცესი და შესაბამისი ნიშნები სასაცილოა, "თუ მკვდრეთით აღდგომა არ არსებობს, მაშინ ქრისტეც არ აღმდგარა, და თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი ქადაგება და ფუჭია თქვენი რწმენა" !!კორინთელთა წეერილებიდანაა,
ანტივაქსერთა ამ ნაწილის დაცინვა და განქიქება ათეისტებისგან არ გვიკვირს, მაგრამ ამ ხატებით მოჭედილ კაბინეტებში მსხდომებისგან და ეკლესიაში მუხლებგადატყავებული ადამიანებისგან საკვირველია
მოდით, გაარკვიეთ, ვისი უფრო გჯერათ!
მოდით, ან ღმერთს ემსახურეთ ან ბომონს!
ორი ბატონის სამსახურია ეგ, როგორც იქცევით! და მერწმუნეთ, ვერცერთს ვერ ასიამოვნებთ.
ჩემი დიდი პატივისცემა მათ, ვისაც ასე მთელი არსებით გწამთ და სიცოცხლეზე მეტად გიყვართ ქრისტე!
ბედნიერებო!
"ტრანსცენდენტურობა არის გონივრული შესაძლებლობა მსოფლიოს ობიექტების ცოდნის უფრო მაღალ დონეზე წვდომისა" იმანუილ კანტი!
85 1-ს მოსწონს
|