x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ამაზე პასუხს ვინ აგებს?" - რას წერს კოტე მათითაშვილი

image


ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი ქვეყნაში მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და არსებულ სიტუაციაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, რომელთა არაკომპეტენტურობის გამო პასუხს გარდაცვლილები და მათი ოჯახები ყოველღიურად აგებენ: "პანდემიისას არაინფორმირებული ადამიანები ვაქცინაციას რაღაც პირად თემად მიიჩნევენ, “არ მინდა და რა მოხდა მერე”, აი რაღაც ემარტივებათ, არ უნდა.. უბრალოდ არ უნდა ... მეტი არაფერი ... სხვა აიცრება... აი ეს არის სწორედ რომ არშემდგარი და არც მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის და სრულიად უპასუხიმგებლო სისტემისა და მისი მმართველთა უცოდინრობის, გულგრილობის და სრული უპასუხისმგებლო ქმედებების ჯამური შედეგი, შედეგი რომელსაც სიცოცხლეები მიაქვს პასუხს ვინ აგებს? არავინ ... მხოლოდ გარდაცვლილი ადამიანები და მათი ოჯახები ... ასე გამოდის" - წერს კოტე მათითაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 247 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 74 პაციენტი კი გარდაიცვალა.



0
290
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
290