საქართველო “ცხოველთა ფერმის ერთერთი ღორი დაწინაურდა, დიდი მიღწევაა “სკოტნი დვორში” - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი 2021, 28 აგვისტო, 11:38 "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატს, გურამ მაჭარაშვილს სოციალურ ქსელში პასუხობს, რომელმაც ტელეკომპანია "იმედს", "ევროპული საქართველოსთვის" უფასო პოლიტიკური რეკლამის დაბლოკვასთან დაკავშირებით მხარი დაუჭირა: "ცხოველთა ფერმის ერთერთი ღორი დაწინაურდა. "სიძულვილის ენა" – გარტყმაში არ არის, რა არის სიძულვილის ენა, არაფერი წაუკითხავს, არაფერი უსწავლია, არავის გაუზრდია. ღორია და საუბრობს – ეგეც დიდი მიღწევაა "სკოტნი დვორში" - წერს ჩერგოლეიშვილი. უმრავლესობის წევრის თქმით, ხალხი სიძულვის ენით დაიღალა, შესაბამისად, მსგავსი შინაარსის ვიდეორგოლი საზოგადოებაში არ უნდა ტრიალებდეს: "ხალხი დაიღალა სიძულვილის ენით და რაღაც ნეგატიური ფონის შექმნით. არ უნდა გავიდეს ასეთი ტიპის ვიდეორგოლი საზოგადოებაში" – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში პოლიტიკურ რეკლამებზე საუბრისას. შეგახსენებთ, რომ "ტელეიმედმა" "ევროპული საქართველოს" წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა მასში არსებული "სიძულვილის ენის" გამო დაბლოკა, თუმცა ოპოზიციური პარტია ზემოაღნიშნული ტელეარხის მიერ განხორციელებულ ქმედებაზე თვალის დახუჭვას არ აპირებს და სამართლებრივი ზომების მიღებას გეგმავს.676 შეფასება არ არის |