საზოგადოება კუნძულ ოუკის წყევლა - ლეგენდარული "ფულის ორმოს" ისტორია (+ვიდეო) 2021, 27 აგვისტო, 10:06 კუნძული ოუკი კანადის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარეობს და ის კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოს ინახავს. ადგილი კუნძულზე, ცნობილია, როგორც ფულის ორმო (ინგლის. Money Pit). იგი ურიცხვ ადამიანს იზიდავს, რომელთაც პასუხის მიღება სურთ. ერთნი ამტკიცებენ, რომ იქ განძია ჩაფლული, სხვები წმინდა გრაალს ახსენებენ, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ცდილობენ ჭეშმარიტებამდე მიღწევას, ორმო წყლით ივსება და საიდუმლოსთან მისასვლელს ბლოკავს, რასაც ზოგჯერ თავგადასავლების მაძიებლების სიკვდილიც მოსდევს. როგორც წესი, მცდელობები წყდება მას შემდეგ, როცა ადამიანები იღუპებიან ან თუ მათ სპონსორებს ფინანსები ეწურებათ. საიდუმლო კი აგრძელებს არსებობას და ლოდინს, ბოლოს და ბოლოს, როდის გახსნიან. როცა 1799 წელს, ახალგაზრდა დენიელ მაკგინისმა, კუნძულ ოუკზე, მიწაში მრგვალი ჩაღრმავება შეამჩნია, მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთ დამაინტრიგებელ იდუმალებას წააწყდა. მატერიკზე დაბრუნების შემდეგ, მან მეგობრებს სთხოვა, გაყოლოდნენ ორმოს შესასწავლად, რომელიც ხელოვნურად შექმნილს ჰგავდა. მეკობრეების ოქროს ხანის საუკუნეში, ამ რაიონში ხშირად შემოდიოდნენ მათი გემები, ამიტომ ახალგაზრდებს იმედი ჰქონდათ, რომ კუნძულზე განძს აღმოაჩენდნენ. თუ ჭორებს დავუჯერებთ, მეკობრემ და ცნობილმა კაპიტანმა, უილიამ კიდმა, სადღაც ამ რაიონში დამალა განძი, მანამდე, სანამ დაიჭერდნენ 1699 წელს. ამ ლეგენდით შთაგონებული ადამიანები საქმეს შეუდგნენ. ნახევარი მეტრის სიღრმეზე ისინი ქვის ფილას წააწყდნენ. მათი ვარაუდები, ორმოს ადამიანის ხელით შექმნის შესახებ, გამართლდა. მათ გადასწიეს ფილა, მაგრამ მის ქვეშ არაფერი აღმოჩნდა. გათხრების გაგრძელების შემდეგ, მათ ჰორიზონტალური ხის ძელები ნახეს. როგორც ჩანს ეს მაღარო იყო. ზუსტად სამი მეტრის შემდეგ კვლავ ხის ძელებს და დიდი რაოდენობით ტალახს წააწყდნენ. ხოლო კიდევ სამი მეტრის შემდეგაც რომ ხის ძელები ნახეს, დანებდნენ და სახლში დაბრუნდნენ. ჯგუფი პირველი მცდელობებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, კვლავ დაბრუნდა იმავე ადგილას. ამჯერად მათ ბიზნესმენი და რამდენიმე ფონდი ასპონსორებდა. მათ დაიწყეს გათხრა და ისევ სამი მეტრის შემდეგ ხის ძელები ნახეს. შემდეგ რაღაც ახალი აღმოაჩინეს: მძიმე ქვა გაურკვეველი წარწერებით. ლინგვისტმა ჯეიმს ლინიმ გაშიფრა აღნიშნული წარწერა. "ოცდაათი მეტრით ქვემოთ და ორი მილიონი ფუნტი, ეძებე და იპოვი"-იუწყებოდა ქვის ფილა. მეორე დღეს აღმოაჩინეს, რომ ორმო წყლით იყო დაფარული. ისინი შეეცადნენ გაეთხარათ პარალელური მაღარო, მაგრამ იმასაც იგივე ბედი ეწია. როცა სახსრები დაუმთავრდათ, განძის პოვნის იმედი კი გაუქრათ, სამუშაოები შეწყვიტეს. 1849 წელს, სხვა კომპანიამ გააგრძელა სამუშაოები იგივე მონაკვეთზე. თიხისა და ხის ნაჭრებს შორის აღმოჩენილ იქნა სამი ოქროს რგოლი. ამან გააღვივა იმედი, რომ ორმოს ფსკერზე განძი მართლაც იყო. თუმცა ამ კომპანიასაც ამოეწურა სახსრები და მუშაობა შეწყდა. საიდუმლო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დღესაც გამოუცნობი რჩება. წყლით სავსე გვირაბები, როგორც ჩანს, უკავშირდება მიწისქვეშა გვირაბების უფრო ფართო ქსელს და ყოველ ჯერზე, როცა ვინმე საკმაოდ ახლოსაა საიდუმლოს ამოხსნასთან, სისტემა წყლით ივსება და არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ნახონ რა არის სიღრმეში. გვირაბების ქსელიმაღაროს პირველი განშტოების მიახლოებითი გეგმაყველა კომპანიები, რომლებიც ცდილობდნენ ფსკერამდე მიღწევას, ან ფულადი სახსრები ეწურებოდათ, ან მუშას კარგავდნენ. ამიტომ ბევრი ფიქრობს, რომ ეს ადგილი დაწყევლილია. ერთ-ერთი, ვისაც კუნძულ ოუკის საიდუმლო იზიდავდა, ფრანკლინ რუზველტი იყო, მაგრამ ევროპაში ომის გამო ვერ შესძლო თავისუფალი დრო ამ საქმისთვის დაეთმო. ასე რომ, ფულის ორმოზე ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ადამიანს, რომელმაც ეს ორმო შექმნა, არ სურდა ვინმეს ეპოვნა ის, რაც იქ დამალა. და როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს იქნება ისე, როგორც ეს ადამიანი გეგმავდა.
იხილეთ შემდეგი სტატიები:საფლავში იმშობიარა: რა ნახეს არქეოლოგებმა ფინურ საგვარეულო აკლდამაში 18 ფოტო, რომელმაც მსოფლიო გააოცა ბარჰოუტი-საიდუმლოებით მოცული "ჯოჯოხეთის ჭა" იემენში (+ვიდეო) განადგურებული ქალაქის ნაშთები (ანაბარის პლატო, ციმბირი)? ცნობილ ალამუთის ციხეში (მე-9 ს.) უნიკალური საინჟინრო შედევრი აღმოაჩინეს გიგანტური ხვრელი იაკუტიაში, ევროპა უფსკრულის პირას და სხვ. რა მოხდებოდა, თუ დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გაყვანილ გვირაბში გავივლიდით მილიონერების დახურული კუნძული-სამოთხე, სადაც თქვენ არ გელიან (ვიდეო) ამ კუნძულზე მოხვედრილი ადამიანების გაქრობა დღემდე ვერ აუხსნიათ უჩვეულო საკურორტო დასახლება გუმბათოვანი სახლებით ირანის კუნძულზე 798 3-ს მოსწონს
|