x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მუმია 4 ფილმი, რომელიც სტუდიამ გააუქმა
image„მუმია: აცტეკების აღზევება“ - ასე უნდა რქმეოდა მუმიის მეოთხე ნაწილს, ბრენდონ ფრეიზერის მუმიის სერიების გაგრძელებას.

სიუჟეტი უნდა განვითარებულიყო პერუში, სადაც ბრენდონ ფრეიზერის პერსონაჟი თავისი ოჯახით გადადიოდა საცხოვრებლად. იქ კი მას მოუწევდა აცტეკების იმპერატორის მუმიის წინააღმდეგ ბრძოლა.

აცტეკების იმპერატორის მუმიის როლზე მიწვეული იყო ანტონიო ბანდერასი, რომელიც სიამოვნებით დასთანხმდა ამ როლს. მაინცდამაინც დიდი მოწონებით არ სარგებლობდა მარია ბელოს მიერ შესრულებული ეველინის როლი, რადგან მაყურებლისთვის ეველენი მხოლოდ რეიჩელ უაიზი იყო და ითხოვდნენ მის დაბრუნებას, თუმცა მარია ბელოს კონტრაქტზე უკვე ხელი ჰქონდა მოწერილი, მაგრამ საბოლოოდ ფილმის გადაღება გაუქმდა მუმიის მესამე ნაწილის ძლიერ ჩავარდნის გამო და სტუდიის ბოსებმა აღარ ისურვეს რისკის გაწევა.

არნოლდ ვოსლუს პერსონაჟს - იმჰოტეპს, რაც შეეხება, იმჰოტეპი უნდა ყოფილიყო მუმიის მესამე სერიაში, რომელსაც მისი მიმდევართა ჯგუფი ისევ აღადგენდნენ მას მკვდრეთით, რომელიც იქნებოდა უკანასკნელი რესურსი დრაკონების იმპერატორის წინააღმდეგ ბრძოლის, მაგრამ არნოლდ ვოსლუს სცენარი არ მოეწონა და უარი განაცხადა მონაწილეობაზე.
ახლახანს კი ბრენდონ ფრეიზერმა განაცხადა, რომ ის ბრუნდება კინოინდუსტრიაში და მისი თაყვანისმცემლები დიდი სიხარულით შეხვდნენ მის ამ განცხადებას. 2017 წლის მუმიამ ტომ კრუზის მონაწილეობით, ვერ იპოვა თავისი მაყურებელი და ფილმმა დიდი კრახი განიცადა. სტუდიის პროდიუსერები კი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გააკეთონ პროექტი, სადაც დაბრუნდებიან ძველი მუმიის მსახიობები და მათ შორის რეიჩელ უაიზი ეველინის როლში. ბრენდონ ფრეიზერმა (რიკ ო’კონელი) და არნოლდ ვოსლუმ (იმჰოტეპი) დიდი ინტერესი გამოსთქვეს ფილმში დაბრუნებაზე. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.



ავტორი: ბესო ჭიკაიძე


შეგიძლიათ ნახოთ
0
87
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0