სიახლეები
გაუქმდეს კომუნალური გადასახადები 3 თვით და სხვები-ხატია დეკანოიძე სრულიად ვაქცინირებულებისთვის შეღავათების დაწესებას ითხოვს
2021, 26 აგვისტო, 19:08


მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი მკვლელი ხელისუფლებაა!
ენმ მოითხოვს:

სამედიცინო ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების გადამზადებას იმისთვის, რომ ექიმებს დაეხმარონ;

ვაქცინაციის პოპულარობისა და წახალისებისთვის - გაუქმდეს სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადები 3 თვით;

სრულად ვაქცინირებულებისთვის განახევრდეს ტრანსპორტის ფასი;

სოციალურად დაუცველ ვაქცინირებულებს დამატებით 1 თვის სოციალური დახმარება ჩაერიცხოთ;

სრულად ვაქცინირებულ პენსიონერებს, დამატებით მიეცეთ ნახევარი თვის პენსია;

სრულად ვაქცინირებულ თვითდასაქმებულებს გაუნახევრდეთ წლიური საშემოსავლო გადასახადი;

დაიწყოს მსჯელობა ბუსტერ დოზებზე.
წერს სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძე, ამასთანავე პოლიტიკოსი ეპიდემიოლოგებსაც მიმართავს და მოუწოდებს, წარმოადგინონ პროგნოზი, საით მიდის ქვეყანა და რა გველოდება უახლოეს პერიოდში.