ჯანმრთელი კვება რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ კვირაში 1 დღე იშიმშილებთ? 2021, 26 აგვისტო, 17:23 თუ თქვენი ცხოვრების სტილი მთელი დღის მანძილზე კომპიუტერთან ჯდომაა, ფეხები კი სიარულისგან კი არა, არამედ სკამზე დიდხანს ჯდომისგან გტკივათ, მაშინ ნამდვილად უნდა სცადოთ სამკურნალო ერთდღიანი შიმშილობა. ანატომიის სასკოლო წიგნებში წაგიკითხავთ, რომ საკვები ადამიანის ნაწლავებს 2 დღის მანძილზე გადის, ამიტომ ჭამისგან ერთდღიან თავშეკავებას ნამდვილად ვერ უწოდებთ შიმშილს. კარგად ორგანიზებულ და ჩატარებულ განტვირთვის დღეს შეუძლებელია რაიმე სახის ზიანი მიაყენოს ორგანიზმს (თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები არ გაწუხებთ), სარგებელს კი საკმაო რაოდენობით მიიღებთ. თუ კვირაში ერთხელ განტვირთვის დღეს მოაწყობთ, ორგანიზმში გასაოცარ ცვლილებებს მალევე შენიშნავთ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს წყლის მიღება მნიშვნელოვანია. *განტვირთვიდან მეორე დღეს სარკეში თქვენი ანარეკლის დანახვა ნამდვილად გაგახარებთ: თქვენი კანი გახდება გლუვი და ნაზი. შემცირდება თვალის ქვეშ არსებული ე.წ. ჩანთები და სახის შეშუპება. *ერთ დღიანი შიმშილის შემდეგ ნაწლავები საკვებისგან სრულად გათავისუფლდება. ამის შემდეგ, საჭმლის მომნელებელი სისტემა საათივით ამუშავდება. *ამით გააქტიურებთ ტვინის მუშაობას, ახალი იდეებისა და სიტუაციიდან არასტანდარტული გამოსავალის პოვნის შესაძლებლობის სტიმულირებას მოახდენთ. ზოგიერთმა ადამიანმა შესაძლოა შემოქმედებითი უნარიც კი გამოამჟღავნოს.
ასევე დაგაინტერესებთ: ფილტვების ანთება – ამოცნობა პირველი სიმპტომებით ნეირობიოლოგი მარკ მეტსონი ხსნის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პერიოდული მარხვა რატომ განსხვავდება ამ ორი ქალბატონის ტვინი და რა საკვებს იღებდნენ ათწლეულების მანძილზე ფიქრობთ, რომ სწორედ იკვებებით? 5 შეცდომა, რომელსაც ჯანსაღი კვების დროს უშვებთ ამ ვიტამინის დეფიციტი იწვევს დაღლილობას, მხედველობისა და სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, სიმსუქნეს და არა მხოლოდ თითქმის არაფერს ჭამთ და მაინც ვერ ხდებით? – ენდოკრინოლოგი აგიხსნით რატომ რომელი ბუნებრივი ანტიბიოტიკებით უნდა გავიძლიეროთ ჯანმრთელობა და ავიმაღლოთ იმუნიტეტი? 485 6-ს მოსწონს
|