საქართველო კალაძეს კონკურენციას თბილისის მერობაზე ნიგერიელი არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ გაუწევს 2021, 26 აგვისტო, 13:42 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობისთვის ნიგერიელი ბიზნესმენი არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ იბრძოლებს.
არჩევნებზე თბილისის მერად მისი კანდიდატურა საარჩევნო სუბიექტმა „ჩვენი გაერთიანებული საქართველომ“ წარადგინა. როგორც ცნობილია, ნიგერიელი ბიზნესმენი 24 წელია რაც საქართველოში ცხოვრობს. ის თეოლოგია, ასევე დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ფლობს რამდენიმე ენას და ცდილობს, ქართველები და აფრიკელები ერთმანეთს გააცნოს. ჰყავს ქართველი მეუღლე და კარგად ფლობს ქართულ ენას.24 წელია, რაც თბილისში ცხოვრობს და ძალიან უყვარს „ვეფხისტყაოსანი“ იგი იბოს (ნიგერიის ერთ-ერთი კუთხე) მეფეა, იგი იბოს მეფედ საქართველოში ცხოვრების პერიოდში აკურთხეს.პარტია საარჩევნო ბიულეტენში 23-ე ნომერი იქნება. 185 4-ს მოსწონს
|