ტექნიკური „არ ვაპირებ ექსპერიმენტული ვაქცინით აცრას“- მიზეზები, თუ რატომ გვესმის ადამიანთა დიდი ნაწილიდან ეს ფრაზა 2021, 26 აგვისტო, 1:50 სოცქსელებში უამრავი მეცნიერულად დაუსაბუთებელი ინფორმაცია ვრცელდება. ეს შეეხება როგორც SARS-CoV-2 ვირუსს და მის საშიშ ვარიენტებს, ასევე ვაქცინაციას. რაც მოსახლეობას აბნევს და ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმს ზრდის.
ამ ბოლო დროს დასავლეთის პრესაში პანდემიის თემაზე გამოქვეყნებული თითქმის ყველა ინფორმაცია შეეხება SARS-CoV-2 ვირუსის დელტა ვარიანტს. დელტა ვარიანტის გავრცელების შედეგებს ადარებენ ალფა (ბრიტანულ) ვარიანტს რომელიც დომინირებდა ევროპაში 2020 წლის ბოლოს 2021 დასაწყისში.
ჩვენ დღემდე არ ვიცით ზუსტად რომელი და/ან რამდენი ვარიანტი ცირკულირებს საქართველოში. არც ის ვიცით რომელი ვარიანტია დომინანტი. აპელირება იმაზე რომ გახშირებული შემთხვევები დელტა ვარიანტის მიზეზია, არის ვარაუდი რომელსაც საფუძვლად არ უდევს მეცნიერული კვლევა. PCR მეთოდით შეუძლებელია ვირუსის ვარიანტის ზუსტი იდენტიფიცირება. რომ გავიგოთ რომელი ვარიანტები ცირკულირებს საქართველოში, აუციებელია ყოვლდღიური ახალი შემთხვევებიდან, რანდომულად შერჩეული 20-25 ნიმუშის ახალი თაობის სექვენირების (NGS- New Generation Sequencing) მეთოდით გამოკვლევა. არ არის გამორიცხული რომ საქართელოში SARS-CoV-2 ვირუსის რამდენიმე ვარიანტი ცირკულირებდეს და დელტა არ იყოს დომინანტი.
ცალკე პრობლემაა ვაქცინებთან დაკავშირებული მითები და „მოსაზრებები“
„ვაქცინირებულები ისევე ინფიცირდებიან როგორც არავაქცინირებულები“
ისრაელში, შებას კლინიკაში (Sheba Hospital) თანამშრომლებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ ვაქცინაცია 78% -ით ამცირებს აცრილების ინფიცირებას არაცრილებთან შედარებით (ეს კვლევა ჩატარდა ისრაელში დელტა ვარიანტის გავრცელებამდე)
„თუ ვაქცინაცია ვერ მიცავს ინფიცირებისგან, რატომ უნდა ავიცრა?“
უპირველეს ყოვლისა უნდა განვასხვავოთ (ლაბორატორიულად დადასტურებული) ინფიცირება და ინფიცირების შედეგად გამოწვეული ავადმყოფობა. ინფიცირებულ ადამიანს შეიძლება კოვიდ-19 ის კლინიკური ნიშნები საერთოდ არ ჰქონდეს.
აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით ვაქცინაცია 25-ჯერ (!) ამცირებს კოვიდ-19 გამო ჰოსპიტალიზაციას, ასევე 25-ჯერ (!) ამცირებს სიკვდილობას.
„ვაქცინირებული და არავაქცინირებული ერთნაირად ავრცელებს ვირუსს“
ინგლისში, 365’000 ოჯახზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ ვაქცინირებულის მიერ არავაქცინირებული ოჯახის წევრების ინფიცირება 40%-50% ნაკლები იყო ვიდრე არავაქცინირებულის მიერ ოჯახის წევრების ინფიცირების შემთხვევები.
„არ ვაპირებ ექსპერიმენტული ვაქცინით აცრას“
ფაიზერ-ბიონტეკის ვაქცინა „ექსპერიმენტული“ იყო კლინიკური კვლევების პერიოდში. ამ კვლევების საფუძველზე, აშშ და ევროპის ფარმაცევტული ბაზრის მარეგულირებელმა ორგანიზაციებმა გასცეს „გადაუდებელი აუცილებლობის ავტორიზაცია".
დღეს ფაიზერ-ბიონტეკის კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინა „კომირნატი“ სრულფასოვნად არის ავტორიზებული აშშ-ს წამლისა და საკვების (FDA) სააგენტოს მიერ. დიდი ალბათობით ევროპული მარეგულირებელიც (EMA) მალე მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას.
225 2-ს მოსწონს |
ეხლა ჯარზე,ქართული ჯარი უნდა იყო ნებაყოფლობით და მთლიანად პროფესიონალებით დაკომპლექტებული. ის რესურსი,რაც დღეს იხარჯება ტრაქტრის ნაწილის დაცვაზე და ვიშკებზე აყუდებაზე,უნდა მოხმარდეთ საკონტრაქტოებს. უნდა მოხდეს 31 ქარხანაში არსებული ტექნოლოგიური ბაზის განვითარება და გაფართოება,სამხედრო ბიუჯეტი უნდა იქნას მიბმული მშპ ზრდაზე და ის უნდა შეადგენდეს მინ. 10% მთლიანი შიდა პოდუქტის,უნდა მოხდეს 27-45 წლამდე ჯარ გამოვლილი ადამიანების გადამზადება და მათზე უნდა გაიცეს ნებართვა იარაღის ფლობის შესახებ,უნდა მოხდეს 10 კვირიანი ბსთ კურსის მსგავსი რეზერვის გაკეთება,სადაც 18-27 წლამდე ადამიანები ყოველწელს გაივლიან წვრთნებს,უნდა მოხდეს თავდაცვის ძალებში ყველა ადამიანზე ნამსახურეობის მკაცრი მოთხოვნა,თავდაცვის მინისტრი არ უნდა იყო სამოქალაქო პირი და მისი არჩევა უნდა ხდებოდეს წოდების და დამსახურების მიხედვით,პრეზიდენტი ანუ მთავარსარდალიც ასევე უნდა იყოს ნამსახურევი მინ.4 წელი საკონტრატოზე და ყველა სარეზერვო კურსი მონაწილეობა უნდა ქონდეს მიღებული. პროფესიული ჯარის ვეტერანებს უნდა ქონდეთ ღირსეული პენსია და უნდა შეუნარჩუნდეთ სადაზღვეო პაკეტი მტელი სიცოცხლის მანძილზე,მათი შვილების განათლების ხარჯები გადასახადის გადამხდელებმა უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე. თუ სავალდებულოს დავტოვებთ,მაშინ უნდა მოხდეს სისტემის მთლიანად გარდაქმნა და ყველა წვევანდელს უნდა დაუფინანსო სურვილის შემთხვევაში სწავალ(ბუნებრივია სხვა ყველა სახის დაფინანსება უმაღლეს განათლებაზე უნდა მოიხსნას) და ასევე,საჯარო სამსახურში ვერ უნდა მუშაობდეს პირი,რომელსაც არ ენქბება ნამსახურეობა მინ.6 თვიანი. ამ შემთხვევაში,სახელმწიფო ხო სახელმწიფოს დაემსგავსება,ჯარისკაცი ჯარისკაცს და არც იძულება დაგვჭირდება ვიღაცის ომში წასასვლელად,თუ მასიური გაწვევა გამოცხადდება.
ერთ ამბავს გავიხსენებ,ბაბუის ხნის კაცმა მომიყვა,ვინც ტრაქტორზე მუშაობდა სსრ დროს. მითხრა,რომ დღიური გეგმის შესრულების შემდეგ თუ საწვავი დაგვრჩებოდაო,მაშინ ამ საწვავს ვაქცევდითო. გამიკვირდა რათქმაუნდა და ვკითხე,რატო ღვრიდითქო?! ასე იყო მაშინო და ვერ გავიგე,რა ნიშნავდა ასე იყო მაშინ. გაგრძელა,გეგმას შესრულებულად არ გითვლიდნენო და რაღაც ბარათი ახსენა კიდევ. მეთქი,წაგეყვანა და შეემოწმებინათ,რა იყო გაკეთებულითქო და პასუხი არ გამცა. მსგავსი რამე წამროუდგენელია დღეს. უდიდესი რესუსრსის ქვეყანა იყო სსრკ და ასე უაზროდ იხარჯებოდა ეგ რესურსი. ეს იყო შიშის და მონური მენტალიტეტის ბრალი.
თქვენი სიბეცე ამაშიც ჩანს,ყველა ადამიანის უმთავრესი მოვალეობა არის ოჯახის დაცვა,მერე სოფლის,ქალაქს თუ ქვეყნის. როცა აცნობიერებ რო საზარბაზნე ხორცად გამზადებს ვიღაც და მერე შენს ოჯახს იკიდებს,ხოლო მაინც მიდი ხარ საომრად,ხარ სულელი და სხვა არაფერი. ვინც არ უნდა გამოსცეს განკარგულება არ უნდა წახვიდე,რადგან კიდიხარ სახელმწიფოს,შენი ოჯახი კიდია და შენი შვილები.