x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კავკასიური ქორწილი დამთავრდა მკვლელობით პატარძალთან ცეკვის სურვილის გამო(ვიდეო)
image

ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში ქორწილი დასრულდა სტუმრის მკვლელობით პატარძალთან ცეკვის გამო. ამის შესახებ ოთხშაბათს, 25 აგვისტოს იუწყება Telegram- არხი "112".



ცნობილი გახდა, რომ ქორწილში ერთბაშად რამდენიმე მამაკაცმა მოინდომა პატარძალთან ცეკვა. შედეგად, მათ შორის ატყდა ჩხუბი, რა დროსაც მოხდა სროლა. ერთ -ერთი სტუმარი გულმკერდის არეში დაიჭრა. დაზარალებული გარდაიცვალა ჩერქესკის საავადმყოფოში, ისე რომ გონზე არც მოსულა.



გამოცემის ინფორმაციით მკვლელობაში ეჭვმიტანილია 31 წლის ასლან უტაგონოვი და 32 წლის სამველ კირაკოსიანი, სროლის ატეხვის შემდეგ შემდეგ ისინი თეთრი Porsche Cayenne.~-ით მიიმალნენ, სამართალდამცავები დამნაშავეთა აყვანაზე მუშაობს.





შარშან აგვისტოში აგვისტოს ვლადიკავკაზში გაიმართა თავისუფალი სტილით მოჭიდავის, მსოფლიო ჩემპიონის, ზაურბეკ სიდაკოვის ქორწილი, თუმცა ახალგაზრდების ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. სპორტსმენმა უცნობი ნომრიდან, მიიღო ვიდეო, სადაც მისი საცოლეს მსგავსი გოგონა მონაწილეობს. ვიდეოსთან ერთად მიიღო ტექსტური შეტყობილება, სადაც ნათქვამი იყო, რომ იგი, სავარაუდოდ, სექს-ესკორტი იყო. კადრებში ჩანს შავთმიანი ლამაზმანი, რომელიც მხოლოდ საცვლების ამარაა და ვნებიანად ენას უყოფს ადრესატს .


image



როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, როდესაც ზაურბეკს ეს ვიდეო გამოუგზავნეს, იგი მაგიდიდან წამოხტა, პატარძლის ოთახში შევიდა (ოსებს პატარძალი ცალკე ჰყავთ) ... მან თმებში წაავლო გოგონას ხელი, გაიყვანა გარეთ და მიწაზე დააგდო. შემდეგ ჩაიცუცქა, დაიწყო ტირილი და საცოლეს უთხრა : "რატომ მომექეცი ასე?"


გოგონა მოსკოვში გაემგზავრა, ხოლო მამამისი რეანიმაციაში მოხვდა გულზე პრობლემების გამო. საერთო ჯამში, ქორწილში დაახლოებით 500 ადამიანი იყო მიწვეული, რომელიც 8 მილიონი რუბლი დაჯდა.



0
872
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
872
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0