x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
“დაგვენძრა შეუმჩნევლად… ეს ,,ბოდვა” 50 წელიწადში ითარგმნება, როგორც ჯოჯოხეთი” - რას წერს ხვიჩა ყალაბეგაშვილი

image


გამომცემლობა "კალმოსანის" დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით არც თუ სახარბიელო პროგნოზს აკეთებს. ყალაბეგაშვილის თქმით, გრელანდიაზე თოვლის ნაცვლად წვიმს, რაც იმას ნიშნავს რომ კლიმატი/გარემო 50-100 წელიწადში ისე შეიცვლება, რომ ადამიანის ამჟამინდელი სხეული ამ ცვლილებებით გააქტიურებულ ვირუსებს ვეღარ გაუძლებს: "მოკლედ, დაგვენძრა შეუმჩნევლად... გრელანდიაზე თოვლის ნაცვლად წვიმს, რაც იმას ნიშნავს რომ კლიმატი/გარემო 50-100 წელიწადში ისე შეიცვლება, რომ ადამიანის ამჟამინდელი სხეული ვერ გაუძლებს ამ ცვლილებებს და ამ ცვლილებებით გააქტიურებულ ვირუსებს... ჩვენი გენეტიკური და მუტაციური პროგრესი, ისე ჩამორჩება ამ აჩქარებულ ცვლილებებს, რომ ძაან გაჭირდება ახალ გარემოსთან ადაპტაცია... გვჩიპავენ კი არა, ბიოლოგთა, ბიოინჟინერთა, კიბერმეცნიერთა ჯგუფები, წესუთ ახლა ხელდაკაპიწებული უნდა უჩხიკინებდნენ, დნმის და რნმს აფდეითების და სქილების ფორმირებას... ღმერთმა მოგვცა, ცივილიზაციის შენახვის და ზედ დაშენების უნარი/ენერგია, რაც ფულზე დახამებულმა სახელმწიფო და რელიგიურმა ლიდერებმა ძალაუფლების ექსკკუზივის ძიებაში გაანიავეს... ჩვენი სხეული 20 საუკუნით მაინც ჩამორჩება მოსალოდნელ ცვლილებებს... თუ მალე არ მოხდა მასკის მსგავსი შერეკილების კოლაბირაცია, ჩვენი სახეობის უპირატესობა, მთელ პლანეტაზე და იქნებ მთელ კოსმოსშიც - მოახდინოს გონის განვითარება, აკუმულირება, ზედ ახლის დაშენება, დადგება საფრთხის წინაშე... საქმე ის არის, რომ ჯერ არ ვიცნობთ არავის, ვინც მოყვება მაინც - როგორ ვერ დაეწეია ადამიანთა მუტაცია, გარემოს ცვლილებებს, დინოზავრებივით და როგორ გადაშენდა ეს სამყაროში უპირატესი სახეობა... ეს “ბოდვა" 50 წელიწადში ითარგმნება, როგორც ჯოჯოხეთი, თუ ასეთებად დავრჩებით, როგირებიც ვართ..." - წერს ხვიჩა ყალაბეგაშვილი.






0
157
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
157