x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
“დავიღალე თქვენი დაცვით” - ვის მიმართავს თემურ თათარაშვილი

image


მომღერალი, თემურ თათარაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს საჯაროდ მიმართავს და მოუწოდებს ოფიციალურად გაასაჯაროონ იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ვაქცინის ორი დოზის გაკეთების შედეგად გარდაცვალა, რათა მოქალაქეებში ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და მათ შეცდომაში შეყვანას საბოლოოდ, ბოლო მოეღოს:"ის ჯანდაცვა რომელმაც ჩემი პროფესია შეაფასა ტაშფანდურად ისევ ჩემი დასაცავი გახდა. დადეთ ოფიციალური სახელები და გვარები ვინ გარდაიცვალა აცრილი. ხომ ხედავთ რამდენი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება აცრილებზე და ბევრიც იჯერებს. დავიღალე თქვენი დაცვით.პირადად მე და ჩემი ოჯახი ავიცერით, ცოცხალი ვარ და კიდევ დიდხანს ვუმღერებ ჩემს მსმენელს" - წერს თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ, რამაც მათ სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები მიაყენა: "მსგავი შემთხვევა არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო ფაქტი. მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. თუმცა, ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ვინაიდან ეს არის 0.001%, ძირითადში ვაქცინა გვიცავს ლეტალობის შემთხვევებისგან. ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანებები, რომელიც მათი ქრონიკული დაავადებებისგან იყო გამოწვეული და ამ შემთხვევაში, ექიმების ძალისხმევაც უშედეგო აღმოჩნდა", - განაცხადა გუშინ, ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.




0
244
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
244