"ამას არც მთავრობა იტყვის და არც ოპოზიცია – და ა, ბატონო, ვამბობ…" – რას წერს მიშა მშვილდაძე
2021, 24 აგვისტო, 11:21
პროდიუსერი და ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე ქვყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების მდგომარეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების მნიშვნელოვანი მატების გამო 2 ოქტომბერს დანიშნული თვითმართველობის არჩევნები უნდა გადაიდოს, ვინაიდან მისი აზრით, არსებულ ვითარებაში კამპანიის წარმოება სრულიად წარმოუდგენელია და ასეთი არჩევნები "ბოროტ ფარსს" ემსგავსება: "წინასწარ ბოდიშს გიხდით, თუ ვინმეს არ გესიამოვნებათ, მაგრამ, ჩემი აზრით, არჩევნები უნდა გადაიდოს ორი თვით – პანდემიის ამ ტალღის ჩავლამდე – მთავრობა ამას არ იტყვის და არც ოპოზიცია – სისუსტის გამოვლინებად ჩაეთვლებათ, მათივე აზრით – ჰოდა ვინმემ უნდა თქვას და ა ბატონო, ვამბობ. ამ ვითარებაში კამპანიის ჩატარება შეუძლებელია და არჩევნები ცოტა ბოროტ ფარსს ემსგავსება" - წერს მიშა მშვილდაძე "ფეისბუქის"პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 924 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ დღე - ღამეში კი 60 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.