რჩევები ფეხსაცმელი კომფორტული რომ იყოს... მისი შეძენის 5 წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს 2021, 25 აგვისტო, 8:33 1. ფეხსაცმელი საღამოს საათებში შეიძინეთ ეს რჩევა, შეიძლება, უჩვეულოდ მოგეჩვენოთ... და საერთოდ, დამქანცველი დღის შემდეგ, ვის გაუჩნდება, საღამოს საათებში, მაღაზიებში სისრულის სურვილი? მაგრამ, ფეხსაცმლის ყიდვა, სწორედ რომ საღამოს საათებში არის რეკომენდირებული. ეს იმიტომ, რომ დღის ბოლოს, ფეხი ცოტა შეშუპებულია და შესაბამისად, მისი ზომაც იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხსაცმელი, რომელიც დილით კარგად გქონდათ, საღამოს – მეტისმეტად ვიწრო გექნებათ და ფეხებს გატკენთ. 2. არასტანდარტული სტანდარტები სხვადასხვა ქვეყნებში, ზომის სტანდარტები განსხვავებულია. რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხსაცმლის შეძენა, ზომის მიხედვით, შეუძლებელია. ვიდრე ფეხსაცმელს შეიძენთ, ის აუცილებლად უნდა მოიზომოთ. 3. ორი ტერფიდან ვირჩევთ უფრო დიდს ფეხსაცმელი დიდი ტერფის ზომის მიხედვით უნდა შეიძინოთ. შეიძლება, ეს რეკომენდაცია არასერიოზულად ჟღერს. მაგრამ, ძალიან ბევრ ადამიანს, ერთი ტერფი, მეორეზე დიდი აქვს. 4. შეარჩიეთ ფეხსაცმელი გარკვეული მიზნისთვის როდესაც ფეხსაცმელს ირჩევთ, ზუსტად უნდა იცოდეთ, თუ რისთვის იძენთ მას. მაგალითად, მთელი დღის მანძილზე, რთულია მაღალი, ცალკე ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული. ამიტომ, თუ ფეხსაცმელს მთელი დღის მანძილსე სასიარულოდ ყიდულობთ, აირჩიეთ ტანკეტკა ძირით. ასეთ ფეხსაცმელში, თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ. 5. ფეხი იზრდება ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ფეხი, შეიძლება, როგორც სიგრძეში, ისე სიგანეში გაიზარდოს. ამიტომ, 2 წელიწადში ერთხელ, ფეხი უნდა გაიზომოთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფეხსაცმელს ინტერნეტით ყიდულობთ. P. S. აქვე გთავაზობთ ფეხსაცმლის სახეობათა ჩამონათვალს, რომელიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის. მათ შორის, ყველაზე პოპულარული ფეხსაცმელიც არის, რომელიც, სავარაუდოდ, ყველა გოგონას, თუ ქალბატონის გარდერობში მოიძებნება. გაეცანით თითოეულის დადებიით და უარყოფით მხარეებს და თავად გადაწყვიტეთ, ღირს, თუ არა ჩაცმა?! ესპადრელები პლუსი: მოსახერხებელი და მსუბუქი, კომფორტული თითებთან. მინუსი: ბრტყელი ლანჩი. რჩევა: აირჩიეთ თასმიანი ესპადრელები, სუპინატორით. ასევე ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმლის შიდა ფაქტურას (ზოგიერთ მოდელში, ლანჩი ნაპირებში მყარი საფენით არ არის დაფარული და შეიძლება ფეხი გადაგიხეხოთ). გაგრძელება >> არხის სხვა სიახლეები:1. ყველაზე საინტერესო ფაქტები ჯინსების შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის 337 3-ს მოსწონს
|