x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფეხსაცმელი კომფორტული რომ იყოს... მისი შეძენის 5 წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image


1. ფეხსაცმელი საღამოს საათებში შეიძინეთ


ეს რჩევა, შეიძლება, უჩვეულოდ მოგეჩვენოთ... და საერთოდ, დამქანცველი დღის შემდეგ, ვის გაუჩნდება, საღამოს საათებში, მაღაზიებში სისრულის სურვილი? მაგრამ, ფეხსაცმლის ყიდვა, სწორედ რომ საღამოს საათებში არის რეკომენდირებული. ეს იმიტომ, რომ დღის ბოლოს, ფეხი ცოტა შეშუპებულია და შესაბამისად, მისი ზომაც იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხსაცმელი, რომელიც დილით კარგად გქონდათ, საღამოს – მეტისმეტად ვიწრო გექნებათ და ფეხებს გატკენთ.


2. არასტანდარტული სტანდარტები


სხვადასხვა ქვეყნებში, ზომის სტანდარტები განსხვავებულია. რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხსაცმლის შეძენა, ზომის მიხედვით, შეუძლებელია. ვიდრე ფეხსაცმელს შეიძენთ, ის აუცილებლად უნდა მოიზომოთ.


3. ორი ტერფიდან ვირჩევთ უფრო დიდს


ფეხსაცმელი დიდი ტერფის ზომის მიხედვით უნდა შეიძინოთ. შეიძლება, ეს რეკომენდაცია არასერიოზულად ჟღერს. მაგრამ, ძალიან ბევრ ადამიანს, ერთი ტერფი, მეორეზე დიდი აქვს.



4. შეარჩიეთ ფეხსაცმელი გარკვეული მიზნისთვის


როდესაც ფეხსაცმელს ირჩევთ, ზუსტად უნდა იცოდეთ, თუ რისთვის იძენთ მას. მაგალითად, მთელი დღის მანძილზე, რთულია მაღალი, ცალკე ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული. ამიტომ, თუ ფეხსაცმელს მთელი დღის მანძილსე სასიარულოდ ყიდულობთ, აირჩიეთ ტანკეტკა ძირით. ასეთ ფეხსაცმელში, თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ.


5. ფეხი იზრდება


ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ფეხი, შეიძლება, როგორც სიგრძეში, ისე სიგანეში გაიზარდოს. ამიტომ, 2 წელიწადში ერთხელ, ფეხი უნდა გაიზომოთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფეხსაცმელს ინტერნეტით ყიდულობთ.


P. S. აქვე გთავაზობთ ფეხსაცმლის სახეობათა ჩამონათვალს, რომელიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის. მათ შორის, ყველაზე პოპულარული ფეხსაცმელიც არის, რომელიც, სავარაუდოდ, ყველა გოგონას, თუ ქალბატონის გარდერობში მოიძებნება. გაეცანით თითოეულის დადებიით და უარყოფით მხარეებს და თავად გადაწყვიტეთ, ღირს, თუ არა ჩაცმა?!


ესპადრელები


image

პლუსი:

მოსახერხებელი და მსუბუქი, კომფორტული თითებთან.
კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს (თუ ფეხსაცმელი ნატურალური ნედლეულისგან არის).
ფეხს არ ტკენს.

მინუსი:

ბრტყელი ლანჩი.
ფეხსაცმლის კონსტრუქცია არ არის საიმედო საყრდენი ფეხის ტერფისთვის.
ადვილად სველდება.
მალე ფუჭდება.
ლანჩები სხეულის წონას ვერ უძლებს და იზეკება.

რჩევა: აირჩიეთ თასმიანი ესპადრელები, სუპინატორით. ასევე ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმლის შიდა ფაქტურას (ზოგიერთ მოდელში, ლანჩი ნაპირებში მყარი საფენით არ არის დაფარული და შეიძლება ფეხი გადაგიხეხოთ). გაგრძელება >> imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. ყველაზე საინტერესო ფაქტები ჯინსების შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის
2. «მესამე სქესი» არ არსებობს.... არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების დიაგნოზი უკვე ცნობილია
3. იცით რატომ არ უყვართ ებრაელები?
4. მამამ ქალიშვილის ცრემლებზე მომგებიანი ბიზნესი «ააგორა»
5. ისტორიაში შესული ყველაზე ცნობილი მეძავი ქალები

6. «იმქვეყნად დასვენება» – არ გამოვა! რას აკეთებს სული სიკვდილის შემდეგ და როგორ უნდა დავეხმაროთ მას ორმოცამდე


0
337
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0