სხვა თანამედროვე აივნების ფანტასტიური დიზაინი – 55 პრაქტიკული რჩევა 2021, 25 აგვისტო, 9:53 ზოგჯერ ისე ჩანს, რომ შეუძლებელია პატარა აივანი გადააქციოთ მყუდრო, ფუნქციონალურ და კომფორტულ ადგილად. თუმცა, ქვემოთ მოცემული ფოტო-გალერეა წარმოგიდგენთ თანამედროვე პატარა აივნების განსხვავებულ იდეებს, რაც ამტკიცებს, რომ ეს ასე არ არის. გთავაზობთ რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ რისთვის გინდათ ადგილის გამოყენება და შესაბამისად, განსაზღვროთ მისი ფუნქცია და დიზაინი.
დასასვენებელი სივრცებევრ იდეას შორის ყველაზე პოპულარულია აივნის გამოყენება, როგორც განტვირთვის და დასვენების ადგილი სახლში. თუ ამასთან ზღვის, მთების ან ცნობილი არქიტექტურული ნაგებობის ხედიც გაქვთ, მაშინ დილით ფინჯანი ყავის, საღამოს კი, დამღლელი დღის შემდეგ, რაიმე სასმელის მირთმევა, ერთი ორად სასიამოვნო იქნება თქვენს პატარა აივანზე. კომფორტული დასაჯდომი სივრცე და პატარა მაგიდა, – სულ ეს არის, რაც დაგჭირდებათ! 1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
სასადილო სივრცეაივნის გადაქცევა სასადილო ზონად რომანტიული საღამოებისთვის საკმაოდ კარგი აზრია. ამისთვის უნდა შეარჩიოთ კომპაქტური ავეჯი, რაც სივრცის ნაკლებობის პრობლემას მოგიგვარებთ საკუთარი ფუნქციების შეზღუდვის გარეშე. 8.
9.
10.
11.
13.
14. 15. 16. 17. 18.
სამუშაო ზონა – კაბინეტიაივანზე ოფისის მოწყობა რევოლუციურ იდეას ნამდვილად არ წარმოადგენს, რამდენადაც, პირველ ყოვლისა, ეს ადგილი კარგად არის განათებული ბუნებრივად, რაც უმნიშვნელოვანესია სწავლის თუ მუშაობის პროცესში. რაც შეეხება ავეჯს, აივანი აღჭურვილი უნდა იყოს სამუშაო მაგიდით და საოფისე კომფორტული სკამით. შესაძლებელია თაროების, ან შეძლებისდაგვარად, კარადების ჩამოკიდება მაგიდის ზემოთ.
19.
20.
21.
22.
23. არაჩვეულებრივად მყუდრო ადგილი წიგნის წასაკითხადყველაფერი, რაც გჭირდებათ სრულყოფილი წიგნის წასაკითხი სივრცის შესაქმნელად, ეს არის კომფორტული რბილი ავეჯი და კარგი სინათლე. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად მიმზიდველად ჟღერს აივნისთვის. მოაწყეთ ის გემოვნებით შესაფერისი ავეჯით და შექმენით ისეთი მყუდრო და თბილი ატმოსფერო, როგორიც კი შესაძლებელია.
24.
25.
26.
27.
28.
29.
30.
31.
32.
33.
34.
სათავსო სივრცებევრი ადამიანი აივანს იმ ნივთების შესანახად იყენებს, რომელსაც სეზონურად ან იშვიათად ხმარობს, ამაში თავისთავად ცუდი არაფერია, თუ ამ საკითხს რაციონალურად მიუდგებით. შესაფერისი მრავალფუნქციური ავეჯის, კარადების და დეკორატიული ნივთების გამოყენებით ნამდვილად შეძლებთ თქვენი აივანი ელეგანტურ, სუფთა და მიმზიდველ ადგილად აქციოთ.
35.
36.
37.
38.
39.
40.
41.
ბაღი თქვენს აივანზეყველას, ვისაც უყვარს ბუნება, ყვავილები და თავისუფლების, პოზიტივის შეგრძნება, რასაც ჩვენ გვაძლევს, შეუძლია პატარა სამოთხე მოაწყოს საკუთარ აივანზე. ვერტიკალური ბაღები სწორედ რომ შესაფერისად ჟღერს და საშუალებას მოგცემთ მცირე ფართი საუკეთესოდ გამოიყენოთ. 42.
43.
44.
45.
46.
47.
48.
49.
50.
ასევე დაგაინტერესებთ:
416 4-ს მოსწონს
|