x
მეტი
  • 27.09.2022
  • სტატია:122542
  • ვიდეო:355064
  • სურათი:494813
როგორ შეიქმნა "მაკარონი პო-ფლოტსკი" და რა კავშირი აქვს მასთან სტალინს
image

ცოტამ თუ იცის, რომ გასული საუკუნის შუა წლებშიც იმართებოდა შეფ -მზარეულთა მსოფლიო კონკურსები, რომლის მოგებაც ნიშნავდა თქვენი სახელის ჩაწერას მსოფლიო კულინარიული ხელოვნების ისტორიაში. თუმცა ბუნებრივია საბჭოთა შეფ -მზარეულები არ იღებდნენ მონაწილეობას ამ შეჯიბრებებში - სტალინს არ უყვარდა ხალხის საზღვარგარეთ გაშვება.


მაგრამ 1952 წელს, როდესაც რომში ჩატარდა მზარეულთა მსოფლიო კონკურსი, გრან პრი გადაეცა საბჭოთა მზარეულის კერძს, რომელიც თავად არ ჩამოვიდა იტალიაში, ხოლო რეცეპტი კონკურსზე წარადგინა სსრკ ელჩმა იტალიაში.


რატომ გადაწყვიტა სტალინმა, რომ მზარეულს თუ არ გაუშვებდა საზღვარგარეთ, მისი გამოგონილი რეცეპტი გაეგზავნა? საქმე იმაშია, რომ გენერალისიმუსმა ერთხელაც გასინჯა ეს საოცარი მაკარონი და უზომოდ მოეწონა.



კერძის ავტორი იყო მზარეული ბორუხ კანცელენბოგენი. იალტის კულინარიული სკოლის მასწავლებელი.


"მაკარონი პო-ფლოტსკი"იყო მიღწევა კულინარიაში და გლობალური კულინარიული საზოგადოება ვერ შეძლებდა ეს არ დაენახა და არ ეღიარებინა.საქმე მარტო იმას კი არ ეხებოდა- ცილების (ხორცის) და ნახშირწყლების (მაკარონის) კომბინაციას - ეს უკვე ცნობილი იყო მსოფლიო კულინარიაში დ ახალი არაფერი იყო, არამედ როგორ აკეთებდა ამას ბორუხი და რა ტექნოლოგიას იყენებდა.

სხვათა შორის, სტალინმა მაინც დააჯილდოვა ბორუხი. ბელადმა შესთავაზა დიდ შეფმზარეულს აერჩია საცხოვრებლად სსრკ-ს ნებისმიერი ქალაქი.

რაზეც კანცელენბოგენმა უპასუხა:

"იცით ეს, იოსებ ბესარიონის ძევ თუ ბედმა გარგუნათ პროვინციაში დაბადება, უმჯობესია ვიცხოვრო ისევ შორეულ პროვინციაში ზღვის პირას" და მან საცხოვრებლად იალტა აირჩია.


სტალინმა ასევე გაეცა ბრძანება, რომ " მაკარონი პო ფლოტსკის" რეცეპტი შეეტანათ სამზარეულოს წიგნებში, რაც გაკეთდა კიდეც, თუმცა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ - 1955 წელს. მას შემდეგ ვის არ სცადა ბოროხის რეცეპტის გაფუჭება! რაც მან იწინასწარმეტყველა!


-დრო გავა, - ამბობდა იგი გულისტკივილით, - და ჩემი რეცეპტს დააბინძურდებენ და დაამახინჯებენ! ” და ასეც მოხდა. ბორუხს შეძლო მომავლის პროგნოზირება.


ახლა კი ბორუხ კანცელენბოგენის რეცეპტი:



საქონლის ხორცის ფარში - 550 გრამი.

მაკარონი (უმჯობესია გოფრირებული)- 450 გრამი.

ხახვი - 350 გრამი.

ადუღარი წყალი უნდა იყოს წონით 6 -ჯერ მეტი თავად მაკარონზე. ანუ, 450 გრამზე - მინიმუმ 2.5 ლიტრია საჭირო.


ვხარშავთ მაკარონს, რაც ეტიკეტზეა მითითებული(15-20 წუთი)გადავწურავთ წყალს და დაუყოვნებლივ ვამატებთ 50 გრამ კარაქს.

ვჭრით ხახვს და ვწვავთ მცენარეულ ზეთში ცალკე ტაფაში, სანამ არ მიიღებს მოყავისფრო ელფერს და შემდეგ ვამატებთ 50 გრამ კარაქს.

პარალელურად ხორცის ფარშს ვყრით ცალკე ტაფაში, შეწვის დროს გამუდმებით ვურევთ ხის კოვზით და თან ვაკვირდებით როგორ ხდება ხორცი წითელიდან ჯერ ვარდისფერი, შემდეგ კი ნაცრისფერი ... რაც მთავარია ეს ყველაფერი სანელებლების გარეშე! მხოლოდ ბოლოს - მარილი და შავი პილპილი.


და ბოლო აკორდი - ყველაფერს ერთად საფუძვლიანად ავურევთ და კერძიც მზადაა.გემრიელად მიირთვით!


0
387
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0