
ინგრედიენტები:
კარტოფილი-1 კგ
ღორის ხორცი-500 გრამი
ხახვი-2 ცალი
მაიონეზი-200 გრამი
ყველი-100 გრამი
მარილი, შავი წიწაკა, კამა-გემოვნებით
მომზადება:
ხორცი დავჭრათ თხელ ბრტყელ ნაჭრებად სისქით -1 სმ. ოდნავ დავბეგვოთ, მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი და შავი წიწაკა.

კარტოფილი გავასუფთაოთ და დავჭრათ პატარა მომრგვალო წრეებად, ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად.
ავიღოთ ცეცხლგამძლე მინის ფორმა და მასში მოვათავსოთ პროდუქტები შემდეგი თანმიმდევრობით: ფსკერზე მოვათავსოთ ხახვის მესამედი ნაწილი, მასზე მოვაწყოთ ხორცი, ვეცადოთ ფორმა მთლიანად შეავავსოთ ხორცის ნაჭრებით.

ხორცის ფენაზე მოვათავსოთ დარჩენილი ხახვი და მოვასხათ მაიონეზი. შემდეგ მოვაწყოთ კარტოფილი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, მოვასხათისევ მაიონეზი და მოვათავსოთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 1 საათით.

გამოვიღოთ ჩვენი კერძი, მოვახეხოთ ყველი და ისევ შევდგათ ღუმელში 10 წუთით. მზა ხორცს მოვაყაროთ კამა და სუფრაზე მივიტანოთ ცხელ მდგომარეობაში.
მიირთვით გემრიელად!
