x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვოლსკის ნათლული ვარო… ამიტომ დადის ეს ინვალიდის ეტლით და შენ პორშეთი-მეთქი და გაიძურწა ძუნძგლი!" - რას წერს მეგი გოცირიძე

image


ენმ-ს წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და იმ უსიამოვნო შემთხვევის შესახებ იხსენებს რომლის მონაწილეც შემთხვევით აღმოჩნდა. გიცირიძის თქმით, ის თავად შეესწო თუ როგორ დაუპირისპირდა "ქართული ოცნების" ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკი შვილის ძმაკაცი ვაგზლის ტერიტორიაზე აფხაზეთის ომის მონაწილეს, რომელიც მოქმედი ხელისუფლებისადმი უკმაყოფილებას გამოხატავდა და მათ ვეტერანების მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებდა. ფეისბუქპოსტი, რომელიც მეგი გოცირიძემ პირად გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა თქვენც უცვლელად გთავაზობთ: "ყველაზე მეტად მაცოფებს ფრაზა "შენ იცი მე ვინ ვარ"? და ამ ფრაზის ავტორები ძირითადად ის ადამიანები არიან, რომლებიც თავად არაფერს წარმოადგენენ, თორემ ცნობადობაც შესაბამისად მაღალი ექნებოდათ და ამ ფრაზის წარმოთქმაც არ დასჭირდებოდათ ! ამ ფრაზას წარმთქვამენ ის ადამიანები, რომლებსაც ვინმე ცნობადთან ან ერთი ჭიქა აუწევიათ სადმე ან ხელისუფლებაში ჰყავთ ვინმე და "გრუზინულად ბლატაობენ" ..... დღეს, ვაგზალზე - ჩემს თვალწინ ვოლსკის შვილის ძმაკაცმა არარაობამ დამუნათებით უთხრა აფხაზეთის ომის მონაწილეს, რომელმაც ომში ფეხი დაკარგა და უკმაყოფილებას გამოხატავდა ვეტერანების მიმართ გულგრილი დამოკიდებულების გამო : საუბარში ეჭრება და ეუბნება : "მთავრობაზე რეებს ლაპარაკობ ბიჭო, ის მკვლელი მიშა იყო კარგი? რასაც იმსახურებენ იმასო პასუხობს ვეტერანი. ცოტა ტონს დაუწიე, ნუ მებლატავები და აგიტაციას ნუ ატარებო, ხელები გაუპარჭყა და იქვე დასძინა, მე იცი ვინ ვარო?" ვინ ხარ, რა გაგიკეთებია შე არაფერომეთქი, ვოლსკის ნათლული ვარ და 9 წელი ნაციონალებს ვებრძოდიო, ჰოდა შენ რომ ნაციონალებს ებრძოდი და ეს პატრიოტი კაცი პუტინის არმიას, ამიტომ დადის ეს ინვალიდის ეტლით და შენ პორშეთიმეთქი და გაიძურწა ძუნძგლი ქოცი!" - წერს მეგი გოცირიძე.






0
1130
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1130