საბუნებისმეტყველო ცოცხალი თავები, მოცეკვავე გვამები, ექიმი ფრანკენშტეინის პროტოტიპი... – ყველაზე შეშლილი მეცნიერები და მათი ექსპერიმენტები 2021, 20 აგვისტო, 15:45 ჩვეულებრივ, მეცნიერებს ისე აღიქვამენ, როგორც ადამიანებს, რომლებსაც კაცობრიობისთვის მხოლოდ სიკეთე მოაქვთ. ისინი პროგრესთან და ტექნოლოგიურ წინსვლასთან ასოცირდებიან… მაგრამ, ეს ყოველთვის ასე არ არის! აქ მოგითხრობთ შეშლილ მეცნიერებზე და მათთან დაკავშირებულ, გიჟური ისტორიების შესახებ: იოჰან კონრად დიპელი — ექიმი ფრანკენშტეინის პროტოტიპი იოჰან კონრად დიპელი შეშლილი მეცნიერი იყო, რომელიც 1673 წელს, გერმანიაში, დარმშტადტის მახლობლად, ფრანკენშტეინის სასახლეში* დაიბადა. ითვლება, რომ ის, მერი შელის რომანის – «ფრანკენშტეინის» მთავარი გმირის პროტოტიპი იყო. თუმცა, ამ ვერსიას ყველა არ ეთანხმება. ანატომიაში დიპელის ექსპერიმენტებს შორის, იყო ისეთიც, რომლშიც მეცნიერი, ხელოვნური არსების შექმნის მიზნით, დიდ ქვაბში, ადამიანის სხეულის ნაწილებს ხარშავდა. გარდა ამისა, ის ერთი სხეულიდან – მეორეში, სულის გადაადგილებაზე ატარებდა ცდებს. დიპელი, ექსპერიმენტების პარალელურად, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ლექციებს კითხულობდა ქირომანტიას და ალქიმიაში და ცნობილი სასამართლო პათანატომი იყო. * სასახლე, რომელიც დღეს ფრანკენშტეინის სასახლის სახელით არის ცნობილი, ისტორიულ წყაროებში პირველად 1252 წელს არის ნახსენები. XV-XVI საუკუნეებში ის ფრანკენშტეინების გვარის საკუთრება იყო, ხოლო 1600 წ. წლების მანძილზე მიტოვებულ სასახლეში, საავადმყოფო გაიხსნა. ვლადიმერ დემიხოვი და მისი ორთავიანი ძაღლი 1954 წ. ვლადიმერ დემიხოვმა მსოფლიო შეაზანზარა, როდესაც თავის მიერ შექმნილი მონსტრის დემონსტრირება მოახდინა. მან ეს არსება, მოსკოვის გარეუბანში მდებარე ლაბორატორიაში, ქირურგიული ჩარევის გზით შექმნა. მან ლეკვის თავი, მხრები და წინა თათები, დიდ გერმანულ ნაგაზს, კისერზე გადაუნერგა. ორივე თავი რძეს ერთდროულად სვამდა და შემდეგ, როდესაც ეს რძე ლეკვის გადაჭრილი საყლაპავი მილიდან იღვრებოდა, საცოდავი არსება შიშისგან კანკალებდა. 15 წლის მანძილზე, დემიხოვმა 20 ორთავიანი ძაღლი შექმნა. მაგრამ, დიდი ხანს ვერცერთმა იცოცხლა – ერთი თვე, რეკორდული ვადა იყო. ყველა ცხოველი ქსოვილების შეუთავსებლობის გამო დაიღუპა. იოზეფ მენგელე – «სიკვდილის ანგელოზი» იოზეფ მენგელე — გერმანელი «ექიმი» იყო, რომელიც II მსოფლიო ომის დროს, ექსპერიმენტებს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეებზე ატარებდა. ის პირადად ახდენდა ბანაკში მიყვანილი ტყვეების ახალი ნაკადის «სელექციას» და იქ მუშაობის პერიოდში, გაზის კამერაში 40 000–ზე მეტი ადამიანი გაუშვა. ჯოვანი ალდინი და მისი ელექტრონული ცეკვები 1780 წელს იტალიელმა ანატომიის პროფესორმა ლუიჯი გალვანმა აღმოაჩინა, რომ ელექტრო მუხტი მკვდარ ბაყაყს კიდურების გაქნევას აიძულებს. მაგრამ, რა მოხდება, ფიქრობდა ის, თუ ადამიანის გვამს დენს მიუერთებდნენ? როდესაც ალდინმა მავთულები პირში და ყურში შეურჭო, გვამმა ყბა–სახის კუნთების მოძრაობა დაიწყო და მკვლელის სახეზე ტკივილის საშინელი გრიმასა აღიბეჭდა, ხოლო მარცხენა თვალი გაახილა, თითქოს მას, თავისი მწვალებლის დანახვა უნდოდა. შოუ იმით დასრულდა, რომ ალდანმა ერთი მავთული გვამს ყურში შეურჭო, ხოლო მეორე სწორ ნაწლავში. ამის გამო, მიცვალებული «წამოხტა» და ცეკვა დაიწყო. მეორე დღეს, გაზეთი «London Times» წერდა: «საქმეში ჩაუხედავ მაყურებელს, შეიძლება მოსჩვენებოდა, რომ უბედური ცოტაც და გაცოცხლდებოდა». სერგეი ბრიუხონენკოს ცოცხალი თავები საბჭოთა ფიზიოლოგმა სერგეი ბრიუხონენკომ სისხლის მიმოქცევის ხელოვნური აპარატი შექმნა, რომელსაც «ავტოინჟექტორი» დაარქვა. მეცნიერი მისი საშუალებით, ძაღლის თავს სისხლს აწვდიდა და სხეულისგან დამოუკიდებლად არსებულ თავს სიცოცხლეს უნარჩუნებდა. ენდრიუ იურე – შოტლანდიელი ყასაბი ეს მეცნიერი, ფიზიკას და ეკონომიკაში მიღწევების გამო, ფართოდ არის ცნობილი. მაგრამ, ამის გარდა, ის ერთი საშინელი ექსპერიმენტის ავტორიც არის, რომლის მსვლელობის დროს, მან გვამში ბატარიები ჩააწყო და ისინი დენს მიუერთა. მიცვალებულმა კიდურების ქნევა ისე ენერგიულად დაიწყო, რომ დამსწრე საზოგადოებიდან, ზოგიერთს ეგონა, რომ მიცვალებული გაცოცხლდა. შირო იში – ექიმი «ნამდვილი ბოროტება» იში მიკრობიოლოგი და იაპონიის საიმპერატორო არმიის ლეიტენანტი იყო. იაპონია-ჩინეთის ომის დროს, მან იაპონიის არმიის საიდუმლო პროექტის ფარგლებში, სამხედრო ტყვეებზე ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო. არხის სხვა სიახლეები:1. თემურლენგის წყევლა: რატომ დააბრუნებინა სტალინმა დიდი ემირის თავის ქალა სამარხში 6. მან ირწმუნა საკუთარი თავის და გადარჩა. თქვენ როგორ მოიქცეოდით? 280 4-ს მოსწონს
|