ცხოვრების პოეზია შეუმჩნევლად ქრება - ნადგურდება ჩვენი საუკეთესო სულიერი მდგომარეობა და ძალიან ხშირად ამ ყველაფერში თვითონვე ვართ დამნაშავე. სიყვარულის ხელოვნება გამოგონილი არ არის. ის ნამდვილად არსებობს. 6 რჩევა დაგეხმარებათ სიცოცხლის ბოლომდე ამ გრძნიბის შენარჩუნებაში:
პირველი რჩევა - თქვენი სამყარო საიდუმლოდ აქციეთ. მამაკაცი მანამდე ინარჩუნებს რომანტიკულ სახეს, სანამ თქვენ არ გაგიცნობთ ბოლომდე.
მეორე რჩევა - ნუ ჩაუძვრებით სულში. ''ყყოვლისმცოდნე ქალი'' კაცს აღიზიანებს. ეს წესი პირიქითაც მოქმედებს, რა თქმა უნდა, იოლი არ არის თავი შეიკავოთ და არ ჰკითხოთ ქმარს, რატომ დაბრუნდა შინ უხალისოდ, მაგრამ მას სურს კი, რომ ყოველთვის გამოკითხვა დაუწყოთ?
მესამე რჩევა - ნაკლები ილაპარაკეთ ყოფით პრობლემებზე. უყვართ არა მეწვრილმანე, არამედ ''არაამქვეყნიური'' ქალები. სიყვარულის უმთავრესი მტერი წვრილმანებზე საუბარია. ფსიქოლოგიური გამოკვლევებით, ფულზე, ნათესავებსა და სხვა პრობლემებზე საუბარი შედეგს არ იძლევა. მაშ, რა საჭიროა ზედმეტი ლაქლაქი, რომელიც სიყვარულს კლავს.
მეოთხე რჩევა - წელიწადში თუნდაც ერთხელ რამდენიმე დღით დაშორდით. შორიდან ყოველთვის უფრო სასურველი ხართ.
მეხუთე რჩევა - მისი განაწყენება ნუ შეგაშიონებთ. მან უნდა იცოდეს, რომ თქვენ მისი საკუთრება არა ხართ.
მეექვსე რჩევა - მიაქციეთ ყურადღება თქვენს გარეგნობას. მამაკაცებს უყვართ ყველაფერი ლამაზი.