ქალი და მამაკაცი ქალი და მამაკაცი. 2012, 10 სექტემბერი, 10:49 მამაკაცები ლაპარაკობენ მხოლოდ მაშინ, როცა დანამდვილებით იციან ან რაღაც გადაწყვეტილება აქვთ მიღებული. სახლში, როგორც წესი, მამაკაცი ნაკლებს ლაპარაკობს, შემოიფარგლება მხოლოდ მოკლე ფრაზებით ან ჟესტიკულაციით. მამაკაცის საუბარი ქალთან შედარებით მოკლე და ლაკონურია, უარყოფითი და მკაცრი ტონი უფრო ჭარბობს, ვიდრე ქალის საუბარში. მამაკაცი ქალს საუბარს ორჯერ მეტად აწყვეთინებს ვიდრე - პირიქით. მამაკაცი ქალის საუბარს გულისყურით 10-15 წამი უსმენს, შემდეგ კი შემოიფარგლება დადებითი პასუხებით. ისე, რომ არც უღრმავდება საუბრის თემას. მამაკაცები ვერ იტანენ ბოდიშის მოხდას, ცდილობენ თავიდან აირიდონ ეს დამამცირებელი პროცედურა. ყოველშემთხვევაში, როცა მამაკაცი ქალთან ბოდიშს იხდის, ცდილობს, მაქსიმალურად შეამციროს სიტყვა ''ბოდიშის'' რაოდენობა. მამაკაცისთვის ბოდიშის მოხდა იგივეა, რაც საკუთარი შეცდომის აღიარება. მამაკაცთა დიდ ნაწილს არ უყვარს მაღაზიებში სიარული, განსაკუთრებით აუტანელია მათთვის სასურსათო მაღაზიაში ვაჭრობა. მამაკაცები ყურადღებას არ აქცევენ წვრილმანებს, ისინი ორიენტირებულები არიან საკითხის მთავარ არსზე.მამაკაცების უმრავლესობა წიგნების ყიდვისას აუცილებლად კითხულობს მის მოკლე ანოტაციას, ქალები კი უმეტესწილად წიგნს შუაში გადაშლიან და 1-2 გვერდს ან ფინალს წაიკითხავენ, შემდეგ ყიდულობენ. სახიფათო სიტუაციებში მამაკაცები მაქსიმალური მახვილგონიერებით გამოირჩევიან, ქალები კი იბნევიან. 613 23-ს მოსწონს
|