რელიგია წმინდა ნინო 2012, 2 სექტემბერი, 19:49 წმინდა ნინო ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელია საქართველოში. იგი წარმოშობით კაბადოკიელი იყო წმინდა გიორგის ნათესავი. ნინომ გაიგო ქრისტეს მიწიერი წამების ამბავი და ისიც, რომ თურმე უფლის კვართი (უკერავი პერანგი) წილისყრით შეხვედრია მცხეთელ ებრაელს, ელიოზს, რომელსაც იგი, დისა და დედის თხოვნით, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში წაუსვენებიათ. ნინო ოცნებობდა ივერიაში ჩამოსვლაზე, რათა ქრისტეს პერანგის მოხვევის ღირსი გამხდარიყო.ღმერთმა ისმინა მხურვალე ლოცვა. მას წმინდა მარიამი გამოეცხადა ძილში და უბრძანა: ''წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში და იქადაგე სახარება''. ღვთისმშობელმა იქვე მდგარი ვაზისაგან გააკეთა ჯვარი, რომელიც ნინომ საკუთარი ნაწნავით შეკრა. მან მიაღწია მცხეთას და იწყო ქადაგება.სამკურნალო ხელოვნებით მოსახლეობის ყურადღება დაიმსახურა. მცხეთაში მისვლიდან მე-6 წელს წმინდა ნინომ გააქრისტიანა ქართლის დედოფალი ნანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და სამეფო ოჯახი. მისი წყალობით მცხეთაში ქრისტიანობის მრავალი მიმდევარი გაჩნდა. წმინდა ნინო თიანეთში ასულა და ბევრი ქართველი გაუქრისთიანებია. უკან დაბრუნებისას ავად გამხდარა და სოფელ ბოდინში (ბოდბე) გარდაიცვალა. იქვე დაუსაფლავებიათ. 6154 20-ს მოსწონს
|