x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
საიდუმლო ხრიკები, რომლებსაც რეჟისორები ფილმის გადაღებების დროს იყენებენ

image
კარგი და ღირებული კადრის მიღება ისეთი მარტივი სამუშაოც არაა, როგორც მაყურებელს ჰგონია ფილმის ყურების დროს. რეჟისორები და გადამღები ჯგუფი გარკვეულ ხრიკებს მიმართავენ კარგი სცენების მისაღებად:

1. მუდამ სველი ასფალტი

დაკვირვებიხართ, რომ ფილმებში ან სერიალებში ასფალტი კადრში ხშირადაა სველი? ღამით კი გმირები მანქანით წვიმის დროს დადიან. საქმე იმაშია, რომ პირველ რიგში, სველი ასფალტი უფრო ესთეტიურად ჩანს და მეორეც, კარგად ირეკლება სინატლე და უფრო კონტრასტულია.image

2. ყალბი ბრბო

ხშირ შემთხვევაში რეჟისორები დამატებით იყვანენ ხალხს უბრალოდ კადრში გამოსაჩენად, თუმცა ბიუჯეტისთვის ეს ხრიკი მომგებიანი არცაა. ასე რომ, ისინი უკანა პლანზე უბრალოდ მანეკენებს სვამენ, რომლებიც სწორი კუთხით არიან გადაღებული და მაყურებელსაც ეჭვი არაფერში შეაქვს.image

3. მშრალი რძე ან შაქრის პუდრი კოკაინის ნაცვლად

რა თქმა უნდა ფილმებში ნამდვილ ნარკოტიკს არავინ აჩვენებს, თუმცა კოკაინის ნაცვლად მშრალი რძე, ფქვილი ან შაქრის პუდრი მშვენიერი გამოსავალია.image

4. სისხლის შემცვლელი

სისხლის შემცვლელის ზუსტი რეცეპტი არ არსებობს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში იყენებენ სახამებლის სიროფს საღებავით. შავ-თეთრ ფილმებში კი შოკოლადის სიროფს იყენებდნენ.image

5. რეკვიზიტი ინტიმური სცენებისთვის

იმისათვის, რომ ეროტიული სცენების გადაღებების მომენტი მსახიობებისთვის უხერხული არ იყოს აქაც ხრიკებს მიმართავენ. მაგალითად პარტნიორებს შორის პატარა ბალიშს დებენ, ან სპეციალურ საცვლებს ასმევენ.image

6. ყალბი სიგარეტი

სიგარეტის სცენების დროს ხშირად უიყენებენ ნიკოტინის გარეშე, ბალახებით გახვეულ სიგარეტს, რომელიც არც მავნებელია და ნამდვილი სიგარეტის ეფექტსაც ტოვებს.image

7. მინიატურული სპეცეფექტები

მცირე ბიუჯეტის დროს, რეჟისორები სპეცეფექტების შესაქმნელად გარკვეულ ხრიკებს მიმარტავენ. კერზოდ აფეთქებენ პატარა მინიატურულ ობიექტებს, რომლებსაც კადრში ისე სვამენ, რომ ნამდვილი ჩანს.image

8. “გემრიელი მინა''

“ექშენ-სურათებში" იშვიათია ფანჯრების დამსხვრევა რომ არ გამოიყენონ. მინის ნაცვლად კი შაქრის ფირფიტებს იყენებენ.image







0
421
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0