x
3 ოქროს წესი დაოჯახებული ქალებისთვის
პეპლები მუცელში, უამრავი ოცნება დაზღაპრული დასაწყისი, რომელიც საქორწინო მარშის შემდეგ ოცნებების სასაფლაოდ იქცევა. ყველაფერი გაცრუებული ოცნებების მთავრდება, უარეს შემთხვევაში კი საქმე განქორწინებამდე მიდის.

სიყვარული ბრძოლის ველს გავს, თქვენ კი ქორწინების შემდეგ ფიქრობთ, რომ ეს ომი მოიგეთ, აი თქვენი მთავარი შეცდომა. არ იფიქროთ, რომ თქვენი მიზანი, მამაკაცის უღელში შებმა იყო, არა, თქვენ გჭირდებათ მუდმივად შეყვარებული დატოვოთ კაცი.

  • ზრუნვა კარგია, მაგრამ მას დედიკა არ სჭირდება. მოიხსენით წინსაფარი, ჯანდაბამდე გაუშვით ყველა საქმე, გადასაწმენდი მტვერი, დაე, ცოტათი მიიწვას სადილი, დასაუთავებელი დაგრჩეთ მისი პერანგი... მთავარია, არასოდეს შეაქციოთ ზურგი საწოლში. იყავით თამამი, გამოიჩინეთ ინიციატივა და ნუ აქცევთ სიყვარულს მოვალეობად, წადით ექსპერიმენტებზე.
  • image2.ქორწინება საკუთარ თავზე უარის თქმას არ ნიშნავს- გათხოვდე, არ გულისხმობს, რომ ამიერიდან შენს ნაცვლად მან უნდა იფიქროს და მიიღოს გადაწყვეტილება. დარჩი საკუთარ თავად, განაგრძე განვითარება, გქონდეს შენი საქმე და ეცადე პატივი სცე საკუთარ თავს, რათა სხვების პატივისცემა დაიმსახურო.

    3.გქონდეს შენი პატარა საიდუმლოებები, დაიცავი პირადი სივრცე და მასაც ნუ დაახრჩობ, მიეცი სუნთქვი საშუალება. საკუთარი თავის ფასი იცოდე და არ დაემსგავსო კომპლექსიან ქალებს, რომლებიც მუდამ ეჭვიანობენ. გახსოვდეს, შენ საუკეთესო ხარ და ის არსად წავა. ნუ დაუსვამ ზედმეტ კითხვებს, მაგრამ მზად იყავი მის მოსასმენად.



    პ.ს. და ბოლოს, უთხრა თანახმა ვარ, არ ნიშნავს, რომ არარ სჭირდება ხშირად გაუმეორო, როგორი ძვირფასია შენთვის.

    „სიყვარული ერთი მიმართულებით სვლა არაა, სიყვარული ერთმანეთისკენ მუდმივი სწრაფვაა.“

    0
    263
    1-ს მოსწონს
    ავტორი:ანა კარენინა
    ანა კარენინა
    263
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0