საზოგადოება 10 საუკეთესო თანამედროვე ქართული რომანი 2021, 5 ნოემბერი, 20:39 გურამ დოჩანაშვილი „ბრამადყოფილზე, და...“ ეს ის შემთხვევაა, როცა ავტორის სახელი და გვარი ყველაფერს ამბობს და ვფიქრობ, ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. უბრალოდ უნდა ისიამოვნოთ. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს თანამედროვე კლასიკოსის უკანასკნელი რომანია. თამთა მელაშვილი „შავი, შავი მაყვალი“ თამთა მელაშვილის „შავი, შავი მაყვალი“ ყველამ წაიკითხა და შეიყვარა, ვისაც ლიტერატურა უყვარს. და თუ ვინმე დარჩა, აუცილებლად გირჩევთ, მსუბუქი იუმორით გაჯერებული პრობლემები. ქალი და მისი სურვილები ისეთ სიღრმეებზეა ჩასული, ვფიქრობ, ასე არავის გადმოუცია ქართულ მწერლობაში. ზაირა არსენიშვილი „ვა, სოფელო...“ 21-ე საუკუნეში სხვა რომ არაფერი დაწერილიყო და დაიწეროს, ვფიქრობ, ეს რომანი საკმარისი იქნება. ბრწყინვალე ქართულით დაწერილი, გენიალური წიგნი. აკა მორჩილაძე „ობოლე“ არც თანამედროვე და არც ზოგადი შეფასება არ შეიძლება, აკა მორჩილაძის გარეშე. ძალიან გამიჭირდა კონკრეტული წიგნის გამორჩევა, მაგრამ მაინც „ობოლე“, მერე რა რომ მისი გამოსვლიდან თითქმის 20 წელი გავიდა. თემურ ბაბლუანი „მზე, მთვარე და პურის ყანა“ ფილმი წაგიკითხავთ? თუ არა, ამისი მშვენიერი საშუალება გაქვთ. ბაბლუანს როგორი დაუვაწყარი ამბების გადმოცემა შეუძლია აბა რომელმა არ ვიცით. და ეს მანუშაკას ამბები კიდევ ისეთია, იწყებ კითხვას, აუცილებლად ათენებ ღამეს, სუპერ ამბავია, რომელიც თითქოს ყველამ ვიცით, მაგრამ ასე ჯადოსნურად არავის გადმოუცია. ქეთი გაბინაშვილი „ზღვარი“ ასეთი სიყვარულის ამბები და თან ასეთი მაგრად კიდევ თუ იწერებოდა, არ მეგონა. თუ სიყვარულის აღარ გჯერათ, მაშინ დროა „ზღვარს“ ჩაუჯდეთ. ანა კორძაია-სამადაშვილი „ზინკა ადამიანი“ აბა ზინკა როგორ გამომეტოვებინა, ძალიან მაგარი გოგოს დაწერილი, ძალიან მაგარი ამბავი, ადამიანობაზე, სიკეთეზე, სიყვარულზე. ბექა ქურხული „თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი ყიფჩაღი“ ისევ ომები და ამბები და ისევ უმაღლესი კლასი- ბექა ქურხულის „თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები“ . თუ მაღალი დონის ლიტერატურას კითხულობთ, ეს წიგნიც უნდა იდოს თქვენს თაროზე. კახა სულუაშვილი „ლახტის პრინციპი“ კიდევ ერთი თბილისური ამბავი, თბილი, სიყვარულითა და იუმორით სავსე ისტორია . 125 1-ს მოსწონს
|