x
კოკო შანელი
image

1883 წლის 19 აგვისტოს დაიბადა ქალი, რომელმაც მოდის სამყარო შეცვალა. გაბრიელ ბონეერ შანელი ადრე დაობლდა. დედის გარდაცვალების შემდეგ მამამ შვილის აღზრდა არ ისურვა. მომავალი დიზაინერი ბავშვთა სახლში გაიზარდა, სადაც კერვა ასწავლეს. 20 წლის ასაკში მან ბავშვთა სახლი დატოვა და შეუდგა გზას, რომელმაც მოდის მწვერვალზე აიყვანა. 20 წლის შანელი ქალაქ მულენში დასახლდა, ტრიკოტაჟის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა, საღამოობით კი ერთ-ერთ კაფეში მღეროდა. სწორედ აქედან მოდის კოკოს ფსევდონიმი.

ამავე კაფეში გაიცნო ეთენ ბალზანი, რომელიც ტექსტილის მწარმოებელთა დინასტიის შთამომავალი იყო. მომდევნო 3 წელი ისინი ბალზენის სასახლეში ცხოვრობდნენ, სადაც შანელმა საკუთარი ქუდებისა და ტანსაცმლის შექმნა დაიწყო.

ბალზანის შემდეგ კოკომ ახალგაზრდა ინგლისელი არტურ კაპელი გაიცნო და პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. 1910 წელს პარიზში საკუთარი ქუდების პირველი მაღაზია გახსნა. 1913 წელს მეორე მაღაზია გახსნა. 1919 წელს კი ქალის ტანსაცმლის მოდელების მაღაზია გახსნა, ეს სამოსი იქმნებოდა იმ ნაჭრისგან, რომელსაც იმ დროისათვის მხოოდ მამაკაცების ტანსაცმელზე იყენებდნენ.


შანელი მოდის ისტორიაში შევიდა ქალების გარდირობში კაცის სტილის შემოტანით. მანვე 1917 წელს მოკლედ შეიჭრა თმა, რამაც ქალების მოკლე ვარცხნილობის დაუდო საფუძველი.

1919 წელი ტრაგიკული აღმოჩნდება შანელისათვის, ავტოავარიაში იღუპება არტურ კაპელი. ეს ხდება მიზეზი შანელის დაუვიწყარი „პატარა შავი კაბის“ შექმნის.

1920 წელს შანელი N5 იქმნება, რომელიც დღემდე ერთ-ერთი ყველაზე საყავარელი სურნელია ქალბატონებისათვის.

მეორე მსოფლიო ომის კრიზისი შანელზეც ახდენს გავლენას და 30-იან წლებში წარმოებას აჩერებს, მოდის კორიფე 70 წლის ასაკში ახალი ბუტიკით ბრუნდება.

მეოცე საუკუნის 100 საუკეთესო ადამიანის სიაში შესული კოკო შანელი 1971 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.

მას ეკუთვნის გამონათქვამები:

  • თუ ქალი ლამაზი არ არის, ესე იგი სულელია
  • სუნამო უხილავი, მაგრამ დაუვიწყარი მოდური აქსესუარია. ის ქალის მოახლოებას გვამცნობს და მის შესახებ მოგონებას გვიტოვებს, როდესაც ის მიდის
  • თუ ქალის სილამაზემ გაგაოგნათ, მაგრამ ვერ გაიხსენეთ, რა ეცვა მას, ესე იგი, ის იდეალურად იყო ჩაცმული
  • ვერ ვიგებ, როგორ შეუძლია ქალს სახლიდან გასვლა, პატარა მოწესრიგების გარეშეც კითუნდაც ზრდილობის გულისთვის.“
  • „20 წლამდე ქალს აქვს სახე, რომელიც ბუნებამ უბოძა; ხოლო 50 წლამდე კი სახე, რომელსაც იმსახურებს.”
  • თუ თქვენ დაგატყვევათ რომელიმე ქალის სილამაზემ, მაგრამ ვერ გაიხსენეთ თუ რა ეცვა მას, ესე იგი მას ეცვა იდეალურად“.

0
39
2-ს მოსწონს
ავტორი:ანა კარენინა
ანა კარენინა
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0