ვიტამინ დეფიციტური ანემია არის სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობა, რომელსაც იწვევს ვიტამინების ნაკლებობა, ესენია: ფოლიუმის მჟავა, B12 და C ვიტამინი.მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს ორი გზით - ერთ შემთხვევაში საკვებ რაციონში აღინიშნებოდეს ზემოთ ჩამოთვლილთა დეფიციტი, მეორე შემთხვევაში კი ორგანიზმი ვერ უზრუნველყოფდეს მათ შეწოვასა და გადამუშავებას.
ვიტამინ დეფიციტური ანემიისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
დაღლილობა
ქოშინი
თავბრუსხვევა
კანის სიფერმკრთალე ან მოყვითალო შეფერილობა
არითმია
წონის კლება
კიდურების დაბუჟება და კანკალი
კუნთების სისუსტე
არამდგარდი მოძრაობები
გონების ნაწილობრივი დაბინდვა და გულმავიწყობა
ვიტამინების დეფიციტი ვითარდება თანდათანობით, რამდენიმე თვიდან წლამდე.ნიშნები და სიმპტომები თავდაპირველად ნელი მიმდინარეობისაა, თუმცა დეფიციტის გაზრდასთან ერთად სიმპტომებიც მეტად იკვეთება.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვიტამინ დეფიციტური ანემია ვითარდება საკვებ რაციონში ვიტამინების დეფიციტის ან ორგანიზმის მიერ მისი აბსორბციის დარღვევის გამო.ვიტამინები საჭიროა ჯანსაღი სისხლის უჯრედების წარმოსაქმნელად, რომელთაც ჟანგბადი გადააქვთ ფილტვებიდან სხვადასხვა ორგანოებისკენ, შესაბამისად მათი ნაკლებობა წარმოქმნის რიგ პრობლემებს.
ვიტამინდეფიციტური ანემიის მიზეზებია:
1.ფოლიუმის მჟავას დეფიციტი-ასევე ცნობილია, როგორც ვიტამინი B9, რომლითაც მდიდარია ხილი და მწვანე ბოსტნეული.გარდა არარაციონალური კვებისა, ამ ვიტამინის შეთვისების დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს:
წვრილი ნაწლავის დაავადებები - ცელიაკია (გლუტენური დაავადება)
წვრილ ნაწლავზე ქირურგიული მანიპულაცია- მისი დიდი ნაწილის ქირურგიულად მოცილება
დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება
ზოგიერთი მედიკამენტის მიღება- გულყრის საწინააღმდეგო საშუალებები
ფოლიუმის მჟავის მიმართ მოთხოვნილება იზრდება ორსულებსა და მეძუძურ დედებში, ასევე პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლისმიერი პრობლემები და არიან დიალიზზე, შესაბამისად მათ აქვთ უფრო დიდი შანსი განუვითარდეთ ვიტამინდეფიციტური ანემია.
2.ვიტამინ B-12-ის ნაკლებობა-ვიტამინ B-12-ით მდიდარია რძე, კვერცხი, ხორცი.ჩამოთვლილი პროდუქტებით ღარიბი რაციონის ქონა განაპირობებს ამ ვიტამინის დეფიციტსაც.
B12-ის დეფიციტის მთავარი მიზეზი არის კასლის შიდა ფაქტორის ნაკლებობა, თავის მხრივ მისი მიზეზი შეიძლება იყოს იმუნური სისტემის მოქმედება, რა დროსაც ის აზიანებს იმ კონკრეტულ უჯრედებს, რომლებიც გამოიმუშავებენ კასლის ფაქტორს, ამ ტიპის ანემიას ეწოდება პერნიციოზული ანემია.კასლის ფაქტორი არის პროტეინი, რომელიც გამომუშავდება კუჭის უჯრედების მიერ და შემდეგ უერთდება ვიტამინ B12-ს კუჭში, შემდეგ კი მასთან ერთად გადაადგილდება წვრილი ნაწლავისკენ და გადადის სისხლის მიმოქცევის სისტემაში.კასლის ფაქტორის არ არსებობის გამო, ვიტამინი უბრალოდ იკარგება ორგანიზმიდან.
ადამიანები, ენდოკრინულ სისტემასთან დაკავშირებული ავტოიმუნური დაავადებებით, მაგალითად დიაბეტითა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებიბით, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი პერნიციოზული ანემიის განვითარებისკენ.
B12 ვიტამინის დეფიციტის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს:
კუჭზე ან წვრილი ნაწლავზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია
წვრილ ნაწლავში გაზრდილი ბაქტერიული კულტურა
ნაწლავური დაავადებები : კრონის დაავადება, ცელიაკია(გლუტენური დაავადება)
სოლიტერის არსებობა
3.C ვიტამინის დეფიციტი-როგორც ზემოთ არწერილი ვიტამინების, ასევე C ვიტამინის დეფიციტის მიზეზიც შესაძლოა იყოს საკვებ რაციონში მისი სიმწირე, ან ორგანიზმში აბსორბციის დარღვევა.
ვიტამინის აბსორბციას ხელს უშლის თამბაქოს მიღება, ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, მაგალითად თირკმლის ქრონიკული დაავადება.
ვიტამინდეფიციტური ანემიის რისკ-ფაქტორებია:
1.საკვებ რაციონში ვიტამინებით ღარიბი საკვების მიღება- ხორცის, რძის პროდუქტის, ხილისა და ბოსტნეულის მცირე რაოდენობით მიღება.ვეგეტარიანელები და ვეგანები, ვინც უარს აცხადებენ ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის მირთმევაზე, არიან რისკ-ჯგუფში.
2.ვიტამინის დეფიციტი შესაძლოა გამოიწვიოს საკვების თერმულად დამუშავების დროის გაუთვალისწინებლობამაც.
3.ორსულობა-ამ დროს განსაკუთებით იზრდება მოთხოვნილება ფოლიუმის მჟავაზე, შესაბამისად მოთხოვნილებასა და მიწოდებას შორის დისბალანსი შეიძლება გახდეს ვიტამინდეფიციტური ანემიის მიზეზი.
4.ისტორიაში ნაწლავური დაავადებების და სხვა მდგომარეობების არსებობა
5.დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება-გავლენას ახდენს ვიტამინების შეწოვაზე
6.ზოგიერთი მედიკამენტის მიღება- კონკრეტული საშუალებები ბლოკავს ვიტამინების შეწოვას, მაგალითად გულყრის საწინააღმდეგო წამლები ხელს უშლის ფოლიუმის მჟვის აბსორბციას, ანტაციდები B-12-ის შეწოვას და ა.შ.
ვიტამინების დეფიციტი ზრდის სხვა გართულებების რისკს:
1.გართულებები ორსულობისას-ფოლიუმმჟავას დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა ან ნაყოფის დეფექტები
2.ნერვული სისტემის დარღვევები-ვიტამინი B12 საჭიროა არა მხოლოდ სისხლის წითელი უჯრედების პროდიცირებისთვის, არამედ ჯანმრთელი ნერვული სისტემისთვის.ვიტამინის დეფიციტი იწვევს ნევროლოგიურ პრობლემებს, ჩხვლეტის შეგრძნებას კიდურებში, ბალანსირების პრობლემას, გონების ნაწილობრივ დაბინდვასა და მეხსიერების გაუარესებას.
3.სურავანდი-C ვიტამინის დეფიციტი იწვევს სურავანდს, ძირითადი სიმპტომი ამ იშვიათი დაავადების დროს არის სისხლდენა ღრძილებიდან და კანქვეშ.
რაც შეეხება პრევენციას, საჭიროა სწორი კვება და ამ ვიტამინებთ მდიდარი საკვების მიღება, მაგალითისთვის - ფოლიუმის მჟავით მდიდარი საკვებია:
მწვანე ფერის ბოსტნეული
თხილეული
მარცვლოვანი პროდუქტები:პასტა, პური, ბრინჯი
ხილი და ხილის წვენი
ვიტამინ B12-ით მდიდარი საკვებია:
კვერცხი
რძე, ყველი, მაწონი
ხორცი და ზღვის პროდუქტები-ხამანწკა
C ვიტამინით მდიდარი საკვებია:
ბროკოლი
ციტრუსები
მარწყვი
მწვანე ბულგარული
პომიდორი
თითოეული ამ ვიტამინისთვის ზრდასრულთა დღიური ნორმა არის:
ვიტამინი B12-2.4მკგ
ფოლიუმის მჟავა-400 მკგ
C ვიტამინი - 75-90 მგ
ორსულები და მეძუძური დედები საჭიროებენ უფრო მეტ რაოდენობას.
პრევენციისთვის, საჭიროა თამბაქოზე უარის თქმა, ის ხელს უშლის ვიტამინების ათვისებას.
ასევე, ალკოჰოლის მიღებისგან თავის არიდება ან მისი შეზღუდვა-დასაშვები რაოდენობა მამაკაცებისთვის 65 წლამდე არის 2 ჭიქა, 65 წელზე ზევით 1 ჭიქა, ასევე 1 ჭიქა არის დასაშვები ქალბატონებისთვის.
დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება სისხლის ანალიზი, სადაც მოწმდება სისხლის უჯრედების და ვიტამინების რაოდენობა.B12-ის დეფიციტისას ტარდება ანტისხეულების და მეთილმალონის მჟავის ტესტი, იმის გასარკვევად თუ რისგან არის გამოწვეული დეფიციტი, კასლის ფაქტორის თუ ვიტამინის დეფიციტისგან.ანტისხეულების არსებობა მიანიშნებს კასლის ფაქტორის არ არსებობასა და შესაბამისად პერნიციოზულ ანემიაზე, ხოლო მეთილმალონის მჟავის აწეული დონე ვიტამინის ნაკლებობაზე.
მკურნალობა მოიცავს კვების რაციონის გამდიდრებას და ორალურად დანმატების მიღებას, B12-ის დეფიციტის შემთხვევაში რეკომენდებულია ვიტამინის მიღება ინექციურად.