ჯანმრთელი კვება სასმელი, რომელიც 100 დაავადებას კურნავს 2021, 16 აგვისტო, 16:40 ხალხი დაიღალა ქიმიური პრეპარატების მიღებით, რომლებსაც ხშირად უფრო მეტი უარყოფითი რეაქცია და გვერდითი მოვლენები ახლავს, ვიდრე შვება მოაქვს. არავინ უარყოფს მათ მნიშვნელობას, თუმცა, მათი სარგებლიანობა ხშირად უზარმაზარი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ასეთ შემთხვევაში მიმართავენ საუკუნეების მანძილზე გამოცდილ ხალხურ საშუალებებს, რომლებიც ზიანს ნამდვილად არ აყენებენ ორგანიზმს. ან როგორ შეიძლება ნიორმა ზიანი მიაყენოს? მკვეთრი და არასასიამოვნო სუნის გარდა, რაიმე სახის ნეგატიური შედეგი მისი მოხმარებით, ჯერ არ გამოვლენილა. ნიორი არა მხოლოდ გემრიელი სანელებელია კერძებისთვის, არამედ არაჩვეულებრივი სამკურნალო საშუალებაა! ყველასათვის ცნობილია როგორც ვირუსსაწინააღმდეგო საშუალება, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ ის ეფექტურად ზემოქმედებს ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებზე. აზოტის ოქსიდი, გოგირდწყალბადი – ეს ის სასაწაულმოქმედი ნივთიერებებია, რომელსაც არტერიული წნევის დარეგულირების უნარი შესწევს, ამცირებს ზედმეტად მომატებულ სისხლძარღვოვან ტონუსს. ამასთან, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ანადგურებს ტვინში კიბოს გამომწვევ მიზეზს – გლიობლასტომის უჯრედებს. მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები კლავს კუჭის წყლულის გამომწვევ მიზეზს – ჰელიკობაქტერიას, ანადგურებს ჭიებს, დიფტერიისა და ტუბერკულიოზის ჩხირებს. ამასთან, ეფექტურია ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და ახდენს იმუნიტეტის სტიმულაციას.
მომზადებისა და მიღების წესი: გამჭირვალე ბოთლში ჩაყარეთ 12 კბილი ნიორი, თითოეული 4 ნაწილად დაყოფილი. ჩაასხით 3 ჭიქა წითელი ღვინო. დააფარეთ და დადგით ფანჯრის რაფაზე ორი კვირის მანძილზე. ყოველ დღე შეანჯღრიეთ 2-3-ჯერ. როდესაც ეს დრო გაივლის, გადაწურეთ და ჩაასხით მუქი ფერის ბოთლში. ლიქიორი უნდა მიიღოთ 1 ჩ.კ. დღეში 3-ჯერ ჭამამდე 15 წუთით ადრე ერთი თვის მანძილზე. ნამდვილად საოცარი საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან მარილების გამოდევნასა და შრომისუნარიანობის ამაღლებას. ამას გარდა, წმენდს სისხლს, საგრძნობლად აძლიერებს იმუნიტეტს და ამგრებს სისხლძარღვების კედლებს. განსაკუთრებით სასარგებლოა გულისთვის. არაჩვეულებრივი სასმელია მათთვის, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს – წვავს ცხიმებს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. ასევე დაგაინტერესებთ: რატომ განსხვავდება ამ ორი ქალბატონის ტვინი და რა საკვებს იღებდნენ ათწლეულების მანძილზე რატომ არ უნდა მივირთვათ ახალგამომცხვარი ცხელი პური? ამის ცოდნა მნიშვნელოვანია! რომელი ბუნებრივი ანტიბიოტიკებით უნდა გავიძლიეროთ ჯანმრთელობა და ავიმაღლოთ იმუნიტეტი? მოცვი – კენკრა, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის რა არის ალოეს წყალი? მისი სასარგებლო თვისებები და გამოყენება (+ვიდეო) ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ! 1000 6-ს მოსწონს
|