x
image
ნინო მჭედლიძე
რა არის პაჯეტის დაავადება და როგორ ხდება მისი მკურნალობა?

image

პაჯეტის დაავადება არის ძვლის ქრონიკული დაავადება.ნორმაში, ძვალში მიმდინარეობს ძვლის დაშლისა და წარმოქმნის პროცესი, რასაც ძვლის რემოდელირება ეწოდება.პაჯეტის დაავადების გამო კი ეს პროცესი დარღვეულია- თავდაპირველად ხდება ძვლის გაძლიერებული დაშლა, შემდეგ კი წარმოქმნა.გამომდინარე იქიდან, რომ ძვლის წარმოქმნის პროცესი მიმდინარეობს ძალიან სწრაფად, ძვალი არის ზომაში უფრო დიდი და რბილი, შესაბამისად არის დეფორმირებული, უფრო მყიფე და მსხვრევადი.
თუ რა იწვევს პაჯეტის დაავადებას, დღესდღეობით არაა დადგენილი, მის განვითარებაში შეიძლება გარკვეული როლი ჰქონდეს გარემო პირობებს, აღმოჩენილია რამდენიმე სავარაუდო გენიც და ზოგიერთ შემთხვევაში, გადაეცემა მემკვიდრეობით.

ნორმაში ძვლის რეგენერაცია მიმდინარეობს იმავე პრინციპით როგორც კანის რეგენერაცია.ხდება ძველი ძვლის ახლით ჩანაცვლება, ამ პროცესზე პასუხისმგებელია 2 ტიპის უჯრედი:
ოსტეოკლასტები- უჯრედები, რომლებიც განაპირობებენ ძველი ძვლის გაწოვას
ოსტეობლასტები- უჯრედები, რომლებიც წარმოქმნიან ახალ ძვალს
პაჯეტის დაავადების დროს, პრობლემა ვითარდება ოსტეოკლასტებთან მიმართებაში, ისინი იწყებენ ძვლის ჩვეულებრივზე სწრაფ გაწოვას.შემდეგ ოსტეობლასტები ცდილობენ გაწოვილი ძვალი სწრაფად ჩაანაცვლონ ახლით, ვინაიდან ძვლის პროდუცირების პროცესი მიმდინარეობს ჩქარი ტემპით ძვალი არის უფრო დიდი და სუსტი.

დაავადება გავრცელებულია უფროსი ასაკის პირებსა და ჩრდილოეთ ევროპის მაცხოვრებლებში.

პაციენტთა უმეტესობამ, არც კი იცის, რომ პაჯეტის დაავადების მატარებლები არიან, გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობა უსიმპტომოა.დაავადებამ შეიძლება დააზიანოს ერთი ან რამდენიმე ძვალი.დაავადება უფრო ხშირად გვხვდება მენჯის ძვლებში, ხერხემალსა და თავის ქალას ძვლებში.
თუმცა, სიმპტომებიდან შესაძლოა გამოვლინდეს:
ძვლის ტკივილი - ლოკალიზაცია დამოკიდებულია დაზიანებულ ძვლაზე, მაგალითად: პროცესის მენჯის ძვლალზე გავრცელება გამოიწვევს ტკივილს მის საპროექციოდ
თავის ტკივილი და სმენის დაქვეითება- ვითარდება, როდესაც პროცესი ვრცელდება თავის ქალაზე
ნერვის ფესვების კომპრესიით გამოწვეული დაბუჟება და მგრძნობელობის დაქვეითება- ვლინდება პროცესის ხერხემალზე გავრცელების დროს
ართრიტი- განპირობებულია სახსრის ხრტილოვანი ნაწილის დაზიანებით.
ჩვეულებრივ, პაჯეტის დაავადება დროთა განმავლობაში მძიმდება, მაგრამ არ ვრცელდება სხვა ძვლებზე.

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს დაავადებამ?
ართრიტი-განპირობებული დეფორმირებული ძვლის გაზრდილი ზეწოლით
გულის უკმარისობა-პაჯეტის დაავადების მძიმე ფორმის დროს, გულს უწევს ზედმეტი დატვირთვის განვითარება, რათა გადატუმბოს სისხლი დაზიანებული ძვლის მიმართულებით.მდგომარეობას მეტად ართულებს ათეროსკლეროზის არსებობა
თირკმლის კენჭები-ვითარდება დიდი რაოდენობით კალციუმის არსებობით, რომელიც ორგანიზმში ლაგდება ძვლის დაშლის გამო
ნერვული სისტემის პრობლემები- ძვლის ზეწოლის გამო თავის ტვინზე, ხერხემალსა და ნერვებზე
კბილების დაკარგვა- პროცესის სახის ძვლებზე ლოკალიზებისას
მხედველობის დაკარგვა, თუმცა იშვიათია
ოსტეოსარკომა

პაჯეტის დაავადების დიაგნოსტირება ხორციელდება :
ანამნეზის შეკრებითა და ფიზიკური გამოკვლევით
დაზიანებული ძვლების რენტგენოგრაგრაფიით
ALP ტესტის ჩატარებით
ძვლის სკანირებით

გართულებების პრევენციისთვის უმჯობესია დიაგნოსტირება მოხდეს ადრეულ სტადიებზე, რაც შეეხება მკურნალობას არის მედიკამენტური და ქირურგიული.
მედიკამენტებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება ბიფოსფონატები, რომლებიც ხელს უწყობს ძვლის რეგენერაციის პროცესს (რიზედრონატი 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში 2თვის განმავლობაში, ზოლედრონატი, პამიდრონატი- 6 ინფუზია 30მგ ერთხელ კვირაში ან 3 ინფუზია 60მგ კვირის გამოშვეობით) და ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა პარაცეტამოლი და იბუპროფენი.
ქირურგია ტარდება შორს წასული მდგომარეობების დროს, როგორიცაა მოტეხილობები, დეფორმაციები და სახსრის ძლიერი დაზიანება.მოტეხილობების დროს ქირურგიას მნიშვნელობა აქვს ძვლების სწორად შეხორცებისთვის, დეფორმაციები ხშირად იწვევს ზეწოლას ნერვზე, მათი კორექცია აღკვეთს დაბუჟებას, მგრძნობელობის დაქვეითებასა და ამ მიზეზით გამოწვეულ სხვა პრობლემებს, დაზიანებული სახსრების შემთხვევაში კი ხდება მისი ხელოვნურით ჩანაცვლება.
დიეტა და სწორი კვება არ კურნავს პაჯეტის დაავადებას, თუმცა ხელს უწყობს ჩონჩხის სიჯანსაღის შენარჩუნებას და ზედმეტი წონის განვითარებისგან თავის არიდებას, რომელიც თავის მხრივ ამძიმებს სახსრების მდგომარეობას.

პაჯეტის დაავადების ძვლის ფორმის გარდა არსებობს მისი სხვა ტიპებიც: მკერდის, პენისისა და ვულვის.

0
139
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0