საქართველო "კარგ ოჯახში მოვხვდი, თვენახევარი მძღოლად ვიმუშავებ " - ირაკლი ოქრუაშვილმა ქვეყანა დატოვა 2021, 15 აგვისტო, 21:06 პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ქვეყანა დატოვა და საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა, ხოლო თუ რა ამბავი გადახდა თავს კოვიდ პასპორტთან დაკავშირებით საფრანგეთში მყოფ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ამას უკვე იმ პოსტიდან შეიტყობთ, რომელიც მან სულ ცოტა ხნის წინ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა: "უკვე მესამე რესტორანში შევედი სადაც მხოლოდ მკითხეს "პას სანიტერ" ანუ კოვიდ პასპორტი გაქვს თუ არაო. კი, მაქვსმეთი. სიტყვაზე მენდნენ არა მარტო იმის გამო, რომ დიდი ხანია მიცნობენ, არამედ ამ თემაზე ფრანგები ვერ დაიჯერებენ რომ ვინმემ მოიტყუოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. ორივე აცრა გაკეთებული მაქვს. წასვლის წინ მაგის ცნობებიც გავაკეთე, აპოსტილითაც დავამოწმე, ბარკოდებიც ჩამოვტვირთე. დღეს მორიგ რესტორანში ისევ სიტყვაზე მენდნენ, მაგრამ მე თვითონ დამაინტერესა ჩვენი ცნობების ბარკოდები რას აჩვენებსმეთქი და რესტორნის პატრონს ვუთხარი მოდი დაანათე ეგ აპარატი ვნახოთ ერთი რა გამოჩნდებათქო. პირველ სქრინზე ჩემი ცოლის სურათი ამოაგდო ინიციალებით და ქართული წარწერით "პიროვნება აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს"-ო. ორივე ერთდროულად ავიცერით და ვიფიქრე შემეშალამეთქი, მეორე ბარკოდი შევამოწმებინე და ისევ ჩემი ცოლის სურათი და იგივე ტექსტი ამოაგდო. ჩემს სახელზე გაცემული ცნობის ბარკოდი დავასქრინინე ხელახლა და ისევ ჩემი ცოლის სურათი აჩვენა. სამი მუშკეტერი თქვენ და თქვენი დედამეთქი იმდენად ხმამაღლა შევიგინე ქართულად, რომ რესტორნის ფრანგ მეპატრონეს სიტყვა მუშკეტერი აშკარად მჭახედ მოხვდა და მეკითხება - რა მუშკეტერი, ეგ სიტყვა რაზე ახსენეო. ნახევარი საათი ვუხსნიდი "სამი მუშკეტერის" ჩვენეულ გაგებას. თქვენ ფანტაზიის უნარიც არ გაქვთო, ბოლოს მითხრა. კიდევ კარგი საზღვარზე, ჩემი წარსულიდან გამომდინარე, ინტერპოლის ისეთ ჩანაწერს აგდებს, რომ მესაზღვრეს შუბლზე ოფლმა დაასხა და ვაქცინის ცნობას ყურადღება არ მიაქცია თორემ უკან გამომაბრუნებდა. მოკლედ აცრის ცნობით მე მე აღარ ვარ. მგონი მართლა დამჩიპეს" - წერს ირაკლი ოქრუაშვილი. რამდენიმე დღით ადრე კი, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საზღვარგარეთ წასვლა ასევე საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაანონსა: "ისეთი ცხოვრება მოვიდა, ამ მთავრობის ხელში, რომ ხვალიდან ევროპაში მივდივარ სამუშაოდ. თვენახევარი ვიმუშავებ მძღოლად, მზარეულად, დამლაგებლად, იახტის კაპიტნად, მაშველად და შესაბამისად პოლიტიკა, არჩევნები, უფრო სასაცილო - ვადამდელი არჩევნები, ლარის კურსი, კოვიდსტატისტიკა და ეგეთები აღარ გამაგონოთ. მართალია ანაზღაურება არ მექნება, მაგრამ იმით ვიმშვიდებ თავს რომ კარგ ოჯახში მოვხვდი, ოთხი ოქრუაშვილია და ერთი გორდელაძე. საკუთარი ოჯახი თუ დაგიქირავებს ეგეთ ვაკანსიებზე თორემ სხვას რა ჯანდაბად ვუნდივარ. არ იცრებით და ამ ჩემს ფეხებს." - ვკითხულობთ პოსტში.2462 შეფასება არ არის |