x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
"ადრე მეცოდებოდით, ეხლა გული მერევა" - ნახეთ, ვის  მიმართავს ინგა გრიგოლია 

image


ჟურნალისტი და გადაცემა " რეაქციის" წამყვანი ინგა გრიგოლია ლელა წურუმიასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და მომღერალს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს: "მიყვარს ეს გოგო, ნამდვილი ვარსკვლავი. კაშკაშა და ბრჭყვიალა. ნიჭიერი, დაუზარელი და საოცარი გულის პატრონი. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. კიდევ ბევრი წელი უნდა იკაშკაშოს და იბრდღვიალოს. აი, თქვენ კი, ვინც სიბოროტემ გადაგრიათ და ლელას დაინფიცირებაზე აჩხავლდით და აჭყლოპინდით. უკვე აღარც მეცოდებით, ადრე მეცოდებოდით, , ეხლა უბრალოდ, გული მერევა სიბოროტეზე. გამოჯანმრთელება ლელას", – წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში და მომღერლის ფოტოს აზიარებს.


image


შეგახსენებთ, რომ ლელა წურწუმიას 2 დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. ის მკურნალობის კურსს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის. მისი მეუღლის, კახა მამულაშვილის თქმით, ლელა თავს კარგად გრძნობს, რისთვისაც ის განსაკუთრებულ მადლობას ლევან რატიანსა და მის მთელ გუნდს უხდის: "ლელა ძალიან კარგადაა. ლევან რატიანს და მის გუნდს ძალიან დიდი მადლობა. დილით ისეთი ნიუსი დამხვდა თავისი ქვეტექსტებით, რომ აზრი არ აქვს პასუხსაც. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ", – ამბობს კახა მამულაშვილი.












0
1001
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1001