x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რატომ განსხვავდება ამ ორი ქალბატონის ტვინი და რა საკვებს იღებდნენ ათწლეულების მანძილზე

სურათზე ქვემოთ მოცემულია ორი ჯანმრთელი ქალბატონის მაგნიტო– რეზონანსული ტომოგრაფია, რომლებიც სრულიად განსხვავებულად იკვებებოდნენ. განვიხილოთ ეს განსხვავება მათ შორის:


image


მარცხნივ ვხედავთ 52 წლის ქალბატონის ტვინის ტომოგრაფიას, რომელიც თავისი ცხოვრების უმეტსი ნაწილი ხმელთაშუაზღვისპირული რაციონით იკვებებოდა. ნეირომეცნიერის დიპლომის გარეშე, ერთი შეხედვით შესაძლოა ვერც განსაზღვროთ, რომ მისი ტვინი ბრწყინვალედ გამოიყურება. ამაზე მხოლოდ უნდა ვიოცნებოთ, რომ ჩვენი ტვინი აღნიშნულ ასაკში ამ ფორმაში იყოს. უპირველეს ყოვლისა ქალბატონის ტვინს თავის ქალის დიდი ნაწილი უკავია. პარკუჭები, წარმონაქმნები თავის ტვინის ცენტრში, რომელებიც პეპლებს ჰგავს, პატარა და კომპაქტურია. ჰიპოკამპუსს (ტვინის მეხსიერების ცენტრი) კარგი მომრგვალებული ფორმა აქვს და მჭიდროდ ერგება ქსოვილს, რომელიც გარს ეკვრის მას.


სურათის მარჯვენა მხარეს ნაჩვენებია მეორე ქალბატონის ტვინის ტომოგრაფია, რომლის ასაკი 50 წელია და თითქმის მთელი ცხოვრება დასავლურ დიეტას ანიჭებდა უპირატესობას. ეს ნიშნავს, მის რაციონში სჭარბობდა "ფასთფუდი, " გადამუშავებული ხორცი, რძის პროდუქტები, ტკბილეული და გაზიანი სასმელები. ისრები აღნიშნულ ფოტოზე ატროფიაზე მიუთითებს, რომელიც წარმოადგენს ნეირონული დაზიანების ნიშანს. როდესაც ტვინი ნეირონებს კარგავს, მის ადგილს სითხე იკავებს – მაგნიტო რეზონანსული ტომოგრამის სურათებზე ის შავად არის გამოსახული. როგორც ხედავთ, მარჯვნივ შავი ზონები უფრო მეტია, ვიდრე–მარცხნივ. ასევე პარკუჭები მარჯვნივ უფრო მეტია, რაც მეტყველებს ტვინის შემცირებაზე. თავად ჰიპოკამპუსი სითხით არის გარემოცული (შავი ზონები), ისევე როგორც საფეთქლის წილი – ტვინის სხვა ნაწილი, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მეხსიერების განვითარებასთან. ყოველივე ეს მიუთითებს სიბერის დაჩქარებაზე და მომავალში დემენციის განვითარების მაღალ რისკებზე.



ცხადია, ყველა ადამიანს, რომელიც უპირატესობას ხმელთაშუაზღვისპირეთის კვებას ანიჭებს, იდეალურად ჯანმრთელი ტვინი ვერ ექნება (ამას სხვა ფაქტორებიც განაპირობებს, მაგ. ჯანსაღი ცხოვრების წესი), და არც ყველა იმ ადამიანს, ვინც "ფასთფუდით" იკვებება, ტვინის მდგომარეობა გაუუარესდება. თუმცა, კვლევებით დადასტურდა, რომ ადამიანებს, ვინც ხმელთაშუაზღვისპირეთის რაციონზეა, გაცილებით უფრო ჯანმრთელი ტვინი აქვთ, მათზე ვინც არაჯანსღ საკვებს იღებს; და ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა მათ გენებში არის თუ არა მიდრეკილება დემენციისკენ.


მსგავსი კვლევების წყალობით სამედიცინო პრაქტიკის პარადიგმა შეიცვალა – დღეს დიეტა ისეთივე მნიშვნელოვნად ითვლება მენტალური ჯანმრთელობისთვის, როგორც ფიზიკურისთვის. მეცნიერებს უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება აქვთ იმის, რომ თუ ისეთ საკვებს მივანიჭებთ უპირატესობას, რომელიც ტვინის ჯანმრთელობას უწყობს ხელს, ამით შევინარჩუნებთ კოგნიტურ შესაძლებლობებს ოპტიმალურ მდგომარეობაში, და ამასთან, თავიდან ავიცილებთ ისეთი სერიოზული დაავადების განვითარებას, როგორიცაა ალცჰეიმერი. ჯანმრთელი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი ხელს უწყობს სერიოზული დაავადებების განვითარების რისკის შემცირებას, რომელიც თავის მხრივ მოქმედებს ტვინზე, მაგალითად, გულის დაავადებები, დიაბეტი და ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა სახის დარღვევები.


მეცნიერება ამტკიცებს, რომ ტვინის ჯანმრთელობა ძლიერ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა საკვებს ვურჩევთ მას. ჩვენი ტვინი – ფაქტობრივად ის არის, რასაც მივირთმევთ. მართალია, გენებს შეუძლია გარკვეულწილად განსაზღვროს დაავადებებისადმი მიდრეკილება, მიუხედავად ამისა, ჩვენ უფრო მეტი რწმენა უნდა გვქონდეს საკუთარი თავის, როდესაც საქმე ჩვენი ტვინისა და ორგანიზმის ჯანმრთელობის კონტროლს ეხება. ტვინზე ზრუნვა ჯანმრთელი კვების მეშვეობით, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და ამასთან, უმნიშვნელოვანესია: ჩვენი სხეულის ყველა ორგანოდან სწორედ რომ ტვინი განიცდის ყველაზე მეტ ზიანს ცუდი კვებისგან. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ კვება – ერთადერთი საშუალებაა ტვინისთვის მიიღოს სასარგებლო ნივთიერებები. ჩვენ ხელთ გაცილებით უფრო მეტი ძალა გვაქვს, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია.



ასევე დაგაინტერესებთ:


7 პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ტვინს. სასწრაფოდ ამოიღეთ რაციონიდან!


რომელი ბუნებრივი ანტიბიოტიკებით უნდა გავიძლიეროთ ჯანმრთელობა და ავიმაღლოთ იმუნიტეტი?



რა დაემართება ჩვენს ტვინს ძილის უკმარისობის გამო


ნეირობიოლოგი მარკ მეტსონი ხსნის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პერიოდული მარხვა


5 საინტერესო ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის


მეცნიერების მტკიცებით ოხრახუშს შეუძლია განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება


ინსულტის პირველი სიმპტომები და ადამიანის გადარჩენის 100% მეთოდი


თუ ამ 9 ელემენტიდან რომელიმეს ნაკლებობას განიცდით, შესაძლოა ფსიქიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ


12 დამღუპველი ჩვევა, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ანადგურებს





1
247
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
247
  
2021, 16 აგვისტო, 12:06
საინტერესოა,მაგრამ ვერ გავიგე,რა შუაშია სწრაფის კვება და ხმელთაშუა ზღვა :) რისი თქმა გინდათ,რომ გარემო პირობები ან ჰაერის დაბინძურების ხარისხი არ ახდენს გავლენას? და მაინც,რატომ დაასკვნეს რო კვების ბრალია და არა ჰაერის,გენის ან ნებისმიერი სხვა ფაქტორის. არანაირი დიეტა არ დამიცავს,არც საკვების გარჩევაზე ვარ ორიენტირებული,არც სწრაფი და არც ნელი კვებაზე ვამბობ უარს,სიგარეტსაც და მეორესაც ხშირად მოვიხმარ,მაგრამ შესაშური მახსოვრობა მაქვს და ერთხელაც არ მქონია ჩავარდნა. არ ყოფილა შემტხვევა რო ჩემს ტვინს ემტყუნა და ეხლა სტატიაში ისეთი წავიკითხე,რომ აშკარად დასავლური დიეტას მივეკუთვნები :) თუ ტვინი კარგად ფუნქციონირებს,რა აზრი აქვს პეპელი გამოისახება თუ კოღო.
0 1 1