x
image
თამილა გურაშვილი
ზვიად ტომარაძე: "..მილიარდობით შემოსავლის გამო არ აწყობთ ამ საგიჟეთის დამთავრება!.."
image


საქართველოს სწრაფი ტესტების შემოტანა 7$ დოლარამდე, ხოლო PCR -18$ დოლარამდე უჯდება.
2021 წლის მხოლოდ მარტის ბოლოსთვის საქართველოში 30 მილიონი$ დოლარის ტესტი გვქონდა შემოტანილი!
ახლა დღეში საშუალოდ 50 000 ტესტირება ტარდება, აქედან 30 000 სწრაფი ტესტია X 7$=210 000$, ხოლო, 20 000 PCR X 18$= 360 000$
ანუ სახელმწიფოს დღეში ტესტირება 570 000$ უჯდება, ტესტირება რომელიც კ–ვირუსს სეზონური გრიპისგან და ენტეროვირუსისგან ვერ არჩევს, ეს ჩემი სიტყვები არაა, CDC–მ თქვა, აშშ–ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა თქვა.
სახელმწიფოს რა უჯდება ვნახეთ და აქედან ატკატი ვისთან მიდის ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს! ახლა ვნახოთ რა ჯდება ტესტები, კლინიკებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში, სწრაფი ტესტები საშუალოდ 70 ლარი ღირს, ხოლო PCR 120 ლარი. ამით ვინ ხეირობს ეგეც არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი და ვისაც სარგებელი აქვს, გგონიათ იმათ აწყობთ თქვენი ჯანმრთელობა და ვირუსის დამთავრება?
ეს მხოლოდ ტესტები გავარჩიეთ, ახლა ამას დაუმატეთ კლინიკებისთვის სამკურნალოდ გადარიცხული ფული; ვაქცინები; პირბადეები; სადეზინფექციო ხსნარები; ხელთათმანები; სხვადასხვა მედიკამენტები; საკარანტინე–სასტუმროები და მიხვდები, თუნდაც ყველანაირი "შეთქმულების თეორია" და პოლიტიკური დივიდენდები რომ გამორიცხოთ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ მილიარდობით შემოსავლის გამო არ აწყობთ ამ საგიჟეთის დამთავრება!" - წერს ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე
0
219
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0