x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ბრიტნი სპირსის მამა უარს იტყვის მის მეურვეობაზე... მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა დრო მოვა

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა დასავლურმა მედიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 39 წლის ბრიტნი სპირსის მამამ, ჯეიმიმ დატოვა მეურვეობის პოსტი, მას ეს ჯერ არ გაუკეთებია. მისი ადვოკატების განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯემი ნამდვილად მზად არის ამისათვის, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაფერისი დრო იქნება.image

“სინამდვილეში, არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისათვის, თუ რატომ უნდა დატოვოს მისტერ სპირსმა შვილის ქონების დამცველის პოსტი. და სადავოა არის თუ არა მეურვის შეცვლა მის სპირსის ინტერესებში. მისტერ სპირსი მზად არის გავიდეს პენსიაზე, როდესაც შესაფერისი დრო მოვა, მაგრამ მეურვის შეცვლა უნდა იყოს მოწესრიგებული და მოიცავდეს სასამართლოს წინაშე არსებული საკითხების გადაწყვეტას."- ნათქვამია განცხადებაში.image
სასამართლოს დოკუმენტში ჯეიმის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ის დაეხმარა თავის ქალიშვილს იმ დროს, როდესაც ის "კრიზისში იყო და სასოწარკვეთილი ითხოვდა დახმარებას" მას შემდეგ, რაც "ფსიქიკურად და ემოციურად დაზარალდა " და "ფინანსური სირთულეები ჰქონდა". დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ჯეიმი სპირსი აპირებს იმუშაოს სასამართლოსა და მისი ქალიშვილის ახალ ადვოკატთან ერთად, რათა მოამზადოს საქმეები მისი ახალი მეურვისათვის.

image


შეგახსენებთ, რომ ჯეიმი სპირსი 13 წლის წინ მისი ქალიშვილის მეურვე გახდა. ბოლო წლებში ის ხელმძღვანელობდა მის ფინანსებს. ივნისში სასამართლოში გამოსვლისას ბრიტნიმ თქვა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მისი ცხოვრება სრული კოშმარი იყო: იგი იძულებული გახდა კვირაში შვიდი დღე ემუშავა, მისი პირადი და სექსუალური ცხოვრება კონტროლდებოდა ნარკოტიკული საშუალებებით და იძულებით იგზავნებოდა სამკურნალოდ რეაბილიტაციურ ცენტრში. თქვა ისიც, რომ მას არ ჰქონდა ბავშვის გაჩენის უფლება, ისევე როგორც მანქანის ტარების, ან ტანამედროვე სმარტფონის გამოყენების. სულ რამდენიმე დღის წინ მიეცა ცნობილ მომღერალს იმის უფლება, რომ ახალი ipad ეყიდა. სწორედ ამ ყველაფრიუს გამო უჩივის ბრიტნი მამამისს სასამარტლოში და მას ალკოჰოლიზმში და მისივე თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს. ამავე დროს, ჯეიმი სპირსი თავის ადვოკატებს სასამართლო პროცესებისთვის სწორედ ბრიტნის ფულს უხდის, რომლის გადასახადის რაოდენობა მილიონზე მეტია.

0
231
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0