x
image
ირინა მ.
აფროდიტე კნიდოსელი-იმდენად რეალისტური სკულპტურა, რომ ერთხელ მასთან სექსითაც კი დაკავდნენ

image



ძველი რომაელები ბერძნებს თავიდანვე გარყვნილებად თვლიდნენ და მტკიცებულებად, მათ მიერ შექმნილი შიშველი სკულპტურები მოჰყავდათ. მაგრამ ჯერ ერთი, რომაელებმა შემდეგ თვითონ გადაიღეს ეს ტრადიცია, მეორე, ბერძნებმა შიშველი სკულპტურების შექმნა საკმაოდ გვიან დაიწყეს-ალექსანდრე მაკედონელის პერიოდში. და პირველივე ქანდაკება იმდენად რეალისტური იყო, რომ ხელოვნების ერთი განსაკუთრებით "ცხელი" თაყვანისმცემელი მასთან სექსით დაკავდა. ეს ქანდაკება ცნობილია კნიდოსელი აფროდიტეს სახელით, ხოლო მოქანდაკეს პოზირებდა ჰეტერა, რომლის სახელი ითარგმნება, როგორც "გომბეშო".



imageკნიდოსელი აფროდიტე. პრაქსიტელესი


სკულპტორ პრაქსიტელესამდე ქალებს შიშვლებს არ გამოსახავდნენ, მამაკაცებს კი საკმაოდ ხშირად, განსაკუთრებით ღმერთებს. ქალები სხვა საქმეა, ელინებში ისინი თითქმის უუფლებონი იყვნენ. თვითონ პრაქსიტელესმა მშვენივრად იცოდა, რომ მის შიშველ შედევრს სკანდალი მოჰყვებოდა.

როცა კუნძულ კოსის მაცხოვრებლებმა მოქანდაკეს აფროდიტეს ქანდაკება დაუკვეთეს, მან ორი ვერსია გააკეთა: ჩაცმული და შიშველი. დამკვეთებმა ჩაცმული ვერსია აირჩიეს. შიშველი ვერსია კი მცირე აზიის ქალაქმა, კნიდოსმა შეიძინა და არ შემცდარა. კნიდოსის მოქალაქეებმა ქანდაკება აფროდიტეს ტაძარში დადგეს ღია ცის ქვეშ, რის შემდეგაც ქალაქს მომლოცველების და უბრალოდ ტურისტების ბრბო მოაწყდა. თუმცა ამ პოპულარობამ აფროდიტეს ავტორი სასამართლომდე მიიყვანა.

პრაქსიტელესის მენატურე გახლდათ მისი საყვარელი, ჯერ კიდევ არაპოპულარული ჰეტერა, სახელად ფრინა (ჰეტერა-განათლებული, გაუთხოვარი ქალია, რომელიც თავისუფალ და დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწეოდა). ფრინა სიტყვა-სიტყვით ნიშნავს "გომბეშოს". იგი საბედისწერო ქალი იყო და ძალიან თავისებური. იმოსებოდა მოკრძალებულად და ადამიანებს მხოლოდ სრულ სიბნელეში ღებულობდა. ასეთმა იდუმალებამ ის ქალაქის მაღალი ფენის წარმომადგენლების ლოგინამდე მიიყვანა, ეს კი არ შეიძლებოდა კარგად დასრულებულიყო.

ორატორმა ეფრიუსმა, შეყვარებულმა და უარყოფილმა, სასამართლო მოითხოვა. იგი ცდილობდა სასამართლო დაერწმუნებინა იმაში, რომ ქალღმერთისთვის მოდელად ჰეტერის აყვანა მკრეხელობა და უღმერთობა იყო, და თითქმის მიაღწია ამას. მაგრამ ფრინა ჰიპერიდის ადვოკატმა (ასევე ყოფილმა საყვარელმა) საქმე ერთი ჟესტით მოიგო. მან ქალს ტანსაცმელი ერთი ხელის მოსმით შემოაცალა და ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ფრინას ჭეშმარიტად ღვთიური სხეული ჰქონდა, იგი იდეალური იყო აფროდიტეს გამოსახვისთვის. ყველა ბრალდება მოიხსნა.



image"ფრინა არეოპაგის წინაშე". ჟან ლეონ ჟერომი


მოგვიანებით ფრინა ზღაპრულად გამდიდრდა, იყო საყოველთაოდ ცნობილი რამდენიმე ქანდაკების მოდელი და ალექსანდრე მაკედონელიც კი გამოიწვია თავისებურად.

მას შემდეგ, რაც ალექსანდრემ თებეს კედლები დაანგრია, ფრინამ ადგილობრივ მაცხოვრებლებს შესთავაზა თავისი სახსრებით აღედგინა იგი, მაგრამ იმ პირობით, თუ ქალაქის ჭიშკარზე გააკეთებდნენ წარწერას: "ქალაქი თებე გაანადგურა ალექსანდრემ, აღადგინა ფრინამ." თებეს მოსახლეობამ ჩათვალა, რომ ჰეტერასგან ფულის აღება სასირცხვილო საქციელი იყო და არ მიიღეს მისი წინადადება.

კნიდოსელი აფროდიტეს ბედი პერიპეტიებით იყო სავსე. უნდა ითქვას, რომ ძველი ბერძნები არ ტოვებდნენ სკულპტურებს ისე, როგორი სახითაც მათ ჩვენამდე მოაღწიეს. ქანდაკებებს ისინი გულდასმით ღებავდნენ, ასე, რომ სკულპტურები ბევრად რეალისტური იყო. ბევრს ნამდვილად სჯეროდა, რომ ის ქალღმერთი იყო ან სულაც ნამდვილი, ცოცხალი ადამიანი. ერთ-ერთ მომლოცველს შეუყვარდა კიდეც კნიდოსელი აფროდიტე, ღამით ჩუმად მიიპარა და ქანდაკებასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა (თუ შეიძლება ასე ითქვას). როგორც ლუკიანი წერს: "დილით სასიყვარულო ამბორის კვალი აღმოვაჩინეთ. შემჩნეული ლაქა მარმარილოზე, ქალრმერთის სხეულზე ჩადენილი ძალადობა იყო. თვითონ ყმაწვილი? ხალხის თქმით, მან თავი მოიკლა-ან ხევში გადაიჩეხა, ან ზღვაში დაიხრჩო... ერთი სიტყვით ის უკვალოდ გაქრა".



imageკნიდოსელი აფროდიტე და 'რეკონსტრუირებული" კნიდოსელი აფროდიტე


ასეული წლის შემდეგ, კნიდოსელი აფროდიტე კონსტანტინოპოლში გადაიტანეს, სადაც მან ბიზანტიის აურაცხელი საგანძურის ბედი გაიზიარა-ხანძარმა გაანადგურა. საბედნიეროდ, თავის დროზე მისგან ყველანაირი ზომის და ვარიაციების 50-მდე ასლი აიღეს, ასე რომ დღეს ვიცით, თუ როგორ გამოიყურებოდა იგი.

ფრინა? მან დიდება მოიპოვა არა მხოლოდ მამაკაცებში, რელიგიაშიც. ბერძნების თვალში იგი იმდენად ასოცირდებოდა აფროდიტესთან, რომ ანდობდნენ სადღესასწაულო ცერემონიების დროს ცნობილი მითი განესახიერებინა. იგი გარკვეულ დღეებში, დიდი რაოდენობით შეკრებილი ადამიანების წინაშე, ზღვასთან შიშველი მიდიოდა და ბანაობდა. ითვლებოდა, რომ ამ მომენტში ის ქალღმერთად იქცეოდა და ქალწულობას იბრუნებდა.



image"ფრინა პოსეიდონის დღესასწაულზე ელევსინში". ჰენრიხ სემირადსკი





იხილეთ შემდეგი:





როგორ გადავიტანოთ სიცხე, თუ არ გვაქვს კონდიციონერი (რჩევები და გავრცელებული შეცდომები)

image


18 ფოტო, რომელმაც მსოფლიო გააოცა

image


11 რამ, რომელთა შესახებ ბევრს გაუგია, თუმცა ცოტას თუ უნახავს (+ვიდეო)

image


საინტერესო, თუმცა ზოგიერთი, არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტი ვენეციის შესახებ


image


ცნობილი ხელოვნების ნიმუშების უცნობი ფაქტები, რომლებიც მოგვიანებით იქნა აღმოჩენილი

image


არქიტექტურის ძეგლები, რომლებიც დღეს სამუდამოდ დაკარგულია

image


სხვადასხვა რელიგიების უცნაური ღვთაებები: საპირფარეშოების ღვთაება, ღვთაება რქებით და თხის წვერებით, მაიმუნისთავიანი ღვთაება და სხვ.

image


ძველბერძნული ორაკული-ნეკრომანტიონი, სადაც წინასწარმეტყველებას გარდაცვლილი ნათესავებისგან იღებდნენ

image


სექსის უცნაურობების ისტორიული მაგალითები (ნაწილი I)

image


სექსის უცნაურობების ისტორიული მაგალითები (ნაწილი II)

image







0
1680
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1680
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0