x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არსებული ინფორმაციით თანამდებობა დატოვა" - ნახეთ, რა ინფორმაციას ავრცელებს ნიკა გვარამია

image


"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის უვადოდ დანიშნული რექტორის, სერგო ვარდოსანიძის თანამდებობის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნულ ცვლილებას სწორედ საპატრიარქოს რუსული ფრთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირებს: "საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის უვადოდ დანიშნულმა რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზია საპატრიარქოს რუსული ფრთის გადაწყვეტილება და მოთხოვნა რექტორისადმი, სასწავლო მოდულიდან ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის ამოღება. დეტალები მთავარში ცხრაზე" - წერს ნიკა გვარამია. შეგახსენებთ, რომ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დატოვება "მთავარი არხის" ინფორმაციით, ქართული ენისა და ისტორიის კათედრების გაუქმებას მოჰყვა. უნივერსიტეტი მეუფე იაკობის მეთვალყურეობის ქვეშაა. სინოდის წევრი დღეს ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ სერგო ვარდოსანიძეს მხოლოდ შვებულების განცხადებაზე მოუწერა ხელი: "ჯერჯერობით შვებულებაშია, შვებულებას მე მოვაწერე ხელი, გადადგომით ჯერჯერობით გადამგდარი არ არის, შვებულებაშია. ეტყობა უკეთესი საქმე ნახა და იქ წავა, თუ ადასტურებს", - განაცხადა მეუფე იაკობმა "მთავარისთვის" მიცემულ ინტერვიუში.





0
920
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
920