პროფილაქტიკა თუ გინდათ რომ თქვენი კანი ნაადრევად არ დაბერდეს და დაზიანდეს, ეს რჩევები გაითვალისწინეთ 2021, 10 აგვისტო, 10:42 იმ მიზნით რომ კანის ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, მისი მოვლის შესაფერის რუტინას უნდა მიყვეთ. ცუდმა კვებამ შესაძლოა განსაზღვრული ვიტამინების ნაკლებობა გამოიწვიოს, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს კანზე. ასე რომ, დღეს წარმოგიდგენთ ვიტამინების დეფიციტის 9 სიმპტომს:
А ვიტამინი წარმოადგენს ცხიმში ხსნად ვიტამინს, რომელიც პასუხისმგებელია ჯანსაღი კანის, კბილების, ლორწოვანი გარსის, რბილი და ძვლოვანი ქსოვილების ფორმირებასა და შენარჩუნებაზე. რეკომენდირებული დღიური ნორმა: ქალებისთვის –900 მკგრ. მამაკაცებისთვის –700 მკგრ. А ვიტამინის წყარო
2. გამონაყარი კანზე – B2 (რიბოფლავინი) ვიტამინის დეფიციტირიბოფლავინი საკვებიდან ენერგიის წარმოების პროცესში მონაწილეობს და დიდ როლს თამაშობს ჯანმრთელი კანის და მხედველობის შენარჩუნებაში. ამ ვიტამინის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს სიწითლე და ნახეთქები ენასა და პირის კუთხეებში, ამასთან, გამონაყარიც. თქვენ ასევე შესაძლოა გაგივითარდეთ ქუთუთოების ტკივილი, თმის ცვენა და რქოვანას სიწითლე. რეკომენდირებული დღიური ნორმა: 1, 3 მგ – მამაკაცებისთვის და 1, 1 მგ.–ქალებისთვის B2 ვიტამინის წყარო
3. ეგზემა — B3 (ნიაცინი) ვიტამინის დეფიციტი
ნიაცინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს პელაგრა (აქერცლილი, ხორკლიანი კანი), რომელსაც ახასიათებს დერმატიტის (ეგზემა), დიარეისა და დემენციის სიმპტომები. ასეთი მდგომარეობა იწვევს კანის სიწითლეს და ქავილს. გარდა ამისა, შეიძლება გამოიწვიოს ენის შეშუპება. მკურნალობის გარეშე შედეგები შეიძლება ფატალურიც იყოს. რეკომენდირებული დღიური ნორმა: 16 მგ –მამაკაცებისთვის და 14მგ. –ქალებისთვის B3 ვიტამინის წყარო B3 ვიტამინს შეიცავს თევზი, კვერცხი, ხორცი, მთლიანი მარცვლები, სოკო, რძე და შინაური ფრინველი. 4. კანის წყლული — B6 ვიტამინის დეფიციტი
რეკომენდირებული დღიური ნორმა: 1, 3 მგ. 19-50 წლის ზრდასრულებისთვის; 1, 7 მგ – მამაკაცებისთვის 51 წელს ზემოთ და 1, 5 მგ. – 51 წელს გადაცილებული ქალებისთვის. B6 ვიტამინის წყარო
5. დერმატიტი — ვიტამინ B7 დეფიციტი (ბიოტინი)ბიოტინი მონაწილეობს ენერგიის მეტაბოლიზმში, ცხიმების და გლიკოგენის სინთეზში და ამინომჟავების მეტაბოლიზმში. აღნიშნული ვიტამინი ფართოდ გვხვდება საკვებ პროდუქტებში, ამიტომ იშვიათად ხდება მისი დეფიციტი. მიუხედავად ამისა, უმი კვერცხის მიღებამ, რომელიც ცილას შეიცავს და ხელს უშლის ბიოტინის შეთვისება, შესაძლოა გამოიწვიოს მისი ნაკლებობა. B7 ვიტამინის დეფიციტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებაა: ფერმკრთალი და მშრალი კანი, ქერცლიანი დერმატიტი, თმის ცვენა, მადის დაკარგვა, კუნთების ტკივილი, სისუსტე და გულისრევა რეკომენდირებული დღიური ნორმა: 30 მგ. – ზრდასრულებისთვის B7 ვიტამინის წყარო ბიოტინის საუკეთესო წყაროა არაქისი, სოკო, ქათამი და კვერცხის გული. 6. ყვითელი კანი და ვიტილიგო — B12 ვიტამინის დეფიციტი
ამ ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მადის დაკარგვა, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, დაღლილობა და სუნთქვის გაძნელება. ადამიანებს, რომელთაც B12 ნაკლებობა აქვთ, ხშირად უვითარდებათ პერნიციოზული ანემია – მდგომარეობა, რა დროსაც ორგანიზმს არ აქვს უნარი შთანთქოს B12 საკვებიდან და არ შეუძლია გამოიმუშავოს საკმარისი რაოდენობის ჯანსაღი სისხლის წითელი უჯრედები. რეკომენდირებული დღიური ნორმა: 2, 4 მკგ. – ზრდასრულებისთვის ვიტამინი B12 წყარო
7. ცინგა — С ვიტამინის დეფიციტი
მეცნიერულად დადასტურდა, რომ დიდი რაოდენობით С ვიტამინი იცავს ჩვენს კანს მზის სხივებისგან. მისმა დეფიციტმა, მეორეს მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს კანის აქერცვლა, სიმშრალე და გაუხეშება. ამას გარდა, შესაძლოა განვითარდეს ცინგა (სურავანდი), მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმს არ აქვს უნარი სწორედ მოახდინოს კოლაგენის სინთეზი. იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: სახსრებისა და კუნთების ტკივილი, წითელი წერტილები კანზე, ღრძილების ანთება და სისხლდენა. რეკომენდირებული დღიური ნორმა: 90 მგ – მამაკაცებისთვის და 75 მგ –ქალებისთვის С ვიტამინის წყარო
8. ფსორიაზი — D ვიტამინის დეფიციტიცნობილი ფაქტია, რომ D ვიტამინის დეფიციტმა შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ძვლოვან სისტემაზე და გამოიწვიოს ოსტეოპოროზი. ასევე უნდა მიიღოთ მხედვრლობაში, რომ ამ ვიტამინის დეფიციტი იწვევს ფსორიაზს. რეკომენდირებული დღიური ნორმა: 15 მკგ. – ზრდასრულებისთვის D ვიტამინის წყარო
ზღვის თევზი, ღვიძლი და კვერცხის გული D ვიტამინის საუკეთესო წყაროა. გარდა ამისა, უნდა შეიტანოთ რაციონში მეტი მარცვლეული და რძე. 9. ნაადრევი სიბერე — Е ვიტამინის დეფიციტი
ზოგიერთი ფაქტორი, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება, მოწევა და მზის სხივები ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების განვითარებას. ეს ნიშნავს, რომ ვიტამინ Е პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს მზისგან კანის დაცვის პროცესში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი სიბერე და ნაოჭები. რეკომენდირებული დღიური ნორმა: 15 მგ – ზრდასრულებისთვის Е ვიტამინის წყარო
თუ ზემოთ წარმოდგენილმა რაიმე სახის ცვლილებამ იჩინა თავი თქვენს კანზე, აუცილებლად მიმართეთ ექიმს! ჯანმრთელობას გისურვებთ! ასევე დაგაინტერესებთ: ეს ინგლისელი ქალბატონი ფსორიაზისგან საკუთარი დიეტით განიკურნა თუ პომიდორი გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია! 15 საუკეთესო პროდუქტი არტერიების გასაწმენდად და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის რა დაემართება თქვენი სახის კანს, თუ ამ პროდუქტებს მიირთმევთ მოცვი – კენკრა, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს "59 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ვჭამოთ შაქარის შემცველი პროდუქტები" – ექიმი ნენსი ეფლტონი რატომ უნდა მივიღოთ ვიტამინი B კომპლექსი – დეფიციტის სიმპტომები და სასარგებლო თვისებები ვიტამინი В8 (ინოზიტოლი) – უძილობის, თმის ცვენის და სიგამხდრის დროს 434 6-ს მოსწონს
|