x
image
intermedia.ge
Mediator image
გრუნის გაცვლითი პროგრამები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში
image


გლობალიზაციის პირობებში, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში მიღებული უმაღლესი განათლება დიდ როლს თამაშობს ახალგაზრდის კარიერულ განვითარებაში. ამდენად, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტმა სტუდენტებს შესთავაზოს, არამარტო მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამები, არამედ მისცეს შესაძლებლობა მიიღოს განათლება დასავლეთის უნივერსიტეტებში. ამ ნიშნით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ლიდერია. უნივერსიტეტი, დაარსების დღიდან, მიზნად ისახავს მოამზადოს კვალიფიციური კადრები, როგორც ადგილობრივი, ასეცე გლობალური შრომის ბაზრისთვის. შესაბამისად, გრუნი ხელს უწყობს ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაფართოებას, აქტიურად ეძებს საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს სტუდენტთა მობილობის, გაცვლითი პროგრამებისა თუ კვლევებში ჩართულობის მიმართულებით.


დღესდღობით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი გაცვლით და Erasmus პროგრამებს ახორციელებს მსოფლიოს 30-ზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, გაცვლით პროგრამები აქვს როგორც ამერიკის, ისე ევროპისა და აზიის კონტინენტებზე. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია GRUNI-ს სამივე საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ შემდეგი პროგრამებით: სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, საჯარო მმართველობა და პოლიტიკა, მედიცინა, სტომატოლოგია. პროგრამა გულისხმობს პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლას ერთი ან ორი სემესტრით.


იხილეთ პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებების მცირე ჩამონათვალი:


  • Sciences Po Rennes - საფრანგეთი
  • Université de Nantes - საფრანგეთ
  • Université Catholique de Lille - საფრანგეთი
  • Paris Descarte - საფრანგეთი
  • Jan Kochanowski University - პოლონეთი
  • University of Porto - პორტუგალია
  • Pomeranian University - პოლონეთი
  • Nicolaus Copernicus University - პოლონეთი
  • DHBW Heidenheim- გერმანია
  • University of Würzburg- გერმანია


ინტერმედია გრუნის სტუდენტებს გაესაუბრა, რომლებმაც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში რამდენიმე სემესტრის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში მიიღეს განათლება, მათ საკუთარი თავგადასავალი და მიღბული გამოცდილება გაგვიზიარეს.


გურანდა თედეშვილი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. მან, გრუნის დახმარებით, 2020 წელს მიიღო მონაწილეობა Erasmus+ -ის გაცვლით პროგრამაში, რომელიც გულისხმობდა ერთი სემესტრით პორტუგალიის პარტნიორ უნივერსიტეტში (პორტოს უნივერსიტეტი) სწავლას.


“გრუნიმ მომცა საშუალება მესწავლა ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში და გავცნობოდი განსხვავებული სწავლების მეთოდებს, ვზიარებოდი ევროპულ განათლებას. მოცემული პროგრამა ძალიან საინტერესო იყო და მივიღე მნიშვნელოვანი გამოცდილება კარიერული ზრდის თვალსაზრისით. უნივერსიტეტის საერთაშორისო პრაქტიკა და პროფესორთა მიდგომა საერთაშორისო გაცვლით სტუდენტებთან გვაძლევდა მოტივაციას და გვეხმარებოდა პროფესიულ განვითარებაში. უნივერსიტეტი გამოირჩეოდა კვლევითი ცენტრებით და ლაბორატორიებით, რამაც სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილებაც შეგვძინა. ამასთან ერთად, პროგრამაში მონაწილეობის დროს გავიცანი სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები, მეტი რამ გავიგე მათი კულტურისა და ტრადიციების შესახებ, ასევე, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში და თავის მხრივ, გავაცანი ჩემი ქვეყანაც. ვფიქრობ, მიღებული გამოცდილება სამომავლოდაც დიდ როლს შეასრულებს ჩემს საქმიანობაში და დამეხმარება კარიერულ განვითარებაში.”


image


გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის ხანგრძლივი ისტორიით გამორჩეულია გრუნის სამართლის სკოლა, რომელიც სტუდენტებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი განათლების მიღების ყველანაირ პირობას სთავაზობს. სკოლის წარჩინებული სტუდენტია მარიამ ზარქუა, რომელმაც გრუნის პარტნიორ უნივერსიტეტში - Sciences Po Rennes-ში (სიანს პო რენი, საფრანგეთი) წარადგინა პროექტი „ლტოლვილთა პრობლემები საქართველოსა და საფრანგეთში“. პროექტმა საკონკურსო კომისიის მოწონება დაიმსახურა და მარიამს უნივერსიტეტის სასწავლო სტიპენდიის მოპოვებაშიც დაეხმარა.


მარიამი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე გვესაუბრა: „უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში მესწავლა სრული დაფინანსებით, რაც ჩემი ცხოვრების მთავარი გამოცდილება იყო. Sciences Po Rennes-ის უნივერსიტეტში წარმატებით დავასრულე პოლიტიკური ფილოსოფიის ერთი სემესტრი, რამაც ჩემი ცოდნა სულ სხვა მიმართულებით გააღრმავა. ბუნებრივია, ამ გამოცდილების შემდეგ ჩემი მოტივაციაც გაიზარდა და ვაპირებ, საფრანგეთში გავაგრძელო სწავლა. მონდომებისა და შრომისმოყვარეობის შემთხვევაში, ცხადია, ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება“.


სწავლას ორმაგი დიპლომით ასრულებს ნიკა კოდიაშვილი - გრუნის ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის სტუდენტი, რომელმაც როგორც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ასევე საფრანგეთში, გრუნის პარტნიორ კლერმონტ ფერანდის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო განათლება. სანამ ნიკა საერთაშორისო ასპარეზზე შეძლებდა უმაღლესი განათლების მიღებას, მან წარმატებით გაიარა შერჩევის პროცესი, რომელიც შედგებოდა სამოტივაციო წერილის, ინგლისური ენის ტესტირებისა და სხვა სააპელაციო პროცედურებისგან.


“ეს ჩემი უკვე მეორე გაცვლითი პროგრამაა, პირველი სასწავლო გაცვლითი პროგრამა გავიარე პოლონეთში, ქალაქ კილეცეში. პოლონეთის გაცვლითი პროგრამა ხორციელდებოდა ევროკავშირის დაფინანსებით, რაც საშუალებას მაძლევდა არა მარტო პოლონეთის, არამედ ევროპის ქვეყნების მონახულებას და მათი კულტურის გაცნობას. 6 თვის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და მოგონებები ცხოვრების საუკეთესო პერიოდად იქცა, რადგან ისეთი მიზნების მიღწევა შევძელი, რაზეც მანამდე მხოლოდ ვოცნებობდი. შემდეგი უკვე საფრანგეთი, ქალაქ კლერმონტი იყო, სადაც 1 წლის განმავლობაში ვსწავლობდი, თუმცა კოვიდ პანდემიის შეზღუდვების გამო მხოლოდ 1 სემესტრის დასრულება მოვახერხე საფრანგეთში. გაცვლით პროგრამებში მონაწილეობამ, მართლაც, დიდი გამოცდილება შემძინა.“ იხსენებს ნიკა ინტერმედიასთან საუბრისას.


გაცვლით პროგრამები საკუთარი მისიით მრავალმნიშვნელოვანია და უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, რათა სტუდენტებმა ერთმანეთს შეუთავსონ სწავლა, მოგზაურობა და გაამდიდრონ ცოდნა უცხოეთში მიღებული გამოცდილებით. რაც მთავარია, საზღვარგარეთ, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე საგანმანათლებლო სივრცეებში მიღებული გამოცდილება სტუდენტებს საშუალებას აძლევს საქართელოში დაბრნების შემდგომ მათ თავად განახორციელონ არაერთი საინტერესო აქტივობა და ამდენად, ხელი შეუწყონ ქვეყნის განვითარებას სხვადასხვა ასპარეზზე.


R



0
77
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0