სხვა არანაირად არ მეამაყება, რომ ვარ ქართველი! სიამაყესა და სიყვარულს შორის უფსკრულია! 2021, 9 აგვისტო, 0:33 სახლი. ეს სიტყვა ყველასთვის სხვადასხვა მნიშვნელობისაა. ზოგჯერ დიამეტრალურად განსხვავებულ ინტერპრეტაციებსაც იწვევს. ზოგისთვის ეს შენობაა, რომელშიც ცხოვრობს და აქ "სტენკას" დადგამს, იქ როიალს, (ზოგჯერ რომელზეც ოჯახის ვერცერთი წევრი ვერ უკრავს)... ზოგისთვის ქალაქია, ზოგისთვის - ქვეყანა. შეხედულებების მრავალფეროვნება ნორმაა, კაცობრიობა ასე ცხოვრობდა ოდითგან. ყველაფერში ბალანსია საჭირო, ჰარმონიაც ასე მიიღწევა...
მეც მაქვს სახლი. ერთადერთი სახლი, რომელსაც ვერც ვერასდროს გავყიდი, ვერც გავცვლი, რომლიდანაც ვერსად წავალ, ვერსად გადავალ...
ეს დედამიწაა. იგია ჩემი ციხესიმაგრე ასეულ მილიონ "სახლს" შორის ამ სამყაროში. მას შველა სჭირდება. გამაგრება სჭირდება, სიყვარულით დასუფთავება სჭირდება. სიყვარულით დალაგება სჭირდება. მასზე ხელოვნურად გავლებული საზღვრები მხოლოდ სიძულვილს აღვივებს, მას ეს ხაზები მხოლოდ ანადგურებს. გეოგრაფიული საზღვრები მათ მიერ შეიქმნა და მხოლოდ მათთვისაა, ვისაც მენტალური საზღვრები ჰქონდა და აქვს.....
არანაირად არ მეამაყება, რომ ვარ ქართველი! სიამაყესა და სიყვარულს შორის უფსკრულია! ეს ერთი. და მეორეც - განა რა არის საამაყო?! საქართველოზე ბევრად უკეთესი და უარესი ქვეყნები არ არსებობენ?! უკეთესებთან კომპლექსი მაქვს უარესობის და ამ კომპლექსის გადასაფარად უნდა ვიამაყო? უარესებზე ცოტა უკეთესი ქვეყნის შვილი თუ ვარ, ვერც ესაა დიდად საამაყო.... ჰოდა, კი არ მეამაყება ქართველობა, მიყვარს საქართველო სულ მარტივი მიზეზის გამო: როცა დედამიწას კიდევ ერთ მდგმურ სულდგმულად მოვევლინე, პირველად პლანეტის ამ კუნჭულის ჰაერმა გამიხსნა ფილტვები. თუმცა შეიძლება წარმოშობით ბერძენი ან ესპანელი ვყოფილიყავი. მაინც ზუსტად ასე ძალუმად მეყვარებოდა მოვლინების ადგილი. პრინციპში, რამდენიმე თაობის იქით ჩემი წინაპრები ვინ იყვნენ და საიდან მოვიდნენ, ვიცი? ეგებ იმ ჩამოსახლებული 40 000 ყივჩაღის შთამომავალიც ვარ ...მთავარია, ჩემი წინაპრები დედამიწელები იყვნენ....
დე-და-მი-წე-ლე-ბი!
შეხედულებების მრავალფეროვნება ნორმაა, ყველაფერში ბალანსია საჭირო, ჰარმონიაც ასე მიიღწევა...
111 2-ს არ მოსწონს |
ეს სტატია არის ცუდ ხასიათზე დაწერილი და ნაჩქარევად გამოქევყნებული. აქვს ამ ქვეყანას ის,რითაც შეიძლება ამაყობდეს ადამიანი. ჯერ მარტო ის რად ღირს,საუკუნოვანი ისტორია გვაქვს და სასწაულს უტოლდება ჩვენი გადარჩენის ამბავი. თან გადარჩენასაც ხო თავისი ფასი აქვს და ჩვენ არ დაგვიკარგავს ძირითადი ღირებულებები. თუ სიამაყის განცდის დაკარგვა დღევანდელ სიტუაციას ეხება,ეს შენი სისუსტის ბრალია და არა იმის რო საქართველო ცუდია. საქართველომ 200 წლიანი ოკუპაცია გამოიარა,70 წელი განსაკუთრებული რეპრესიები და არაფერია გასაკვირი რო არეულობაა,დუღილი მიდის. თუ ვინმემ იცით,როგორ ყენდება ღვინო,მაშინ მიხვდებით რასაც ვგულისხმობ. ღვინო ისეთი რამეა რო მუდმივი ყურადღება სჭირდება და დრო სჭირდება დაწმინდავდეს. ღვინის დაწმინდავების პროცესი არის მუდმივი. ასევეა ჩვენი ქვეყანაც,რაღაც კარგად არის და მოვა დამპყრობელი,რომელიც აგვამღვრევს და მერე მიდის დაწმინდავების პროცესი. ეხლა ამ დაწმინდავების პროცესშია ერი და ამიტომ არის ბევრი ცუდი რაღაც. როცა ღვინო აიმღვრევა,ცუდი ნაწილები მაღლა მოდის და სანამ ის დაბლა ჩავა ისევ დრო სჭირდება. შენ დაწმინდავების მერე უნდა ნახო ეს ღვინო და მერე ნახავ სიყვარულსაც და სიამაყესაც.