x
image
თუთიკო ბერძენა
"უზრდელის" გენიალური განმარტება შალვა ამონაშვილისგან
ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, შალვა ამონაშვილი, უზრდელს გენიალურად განმარტავს:
image
“უზრდელი – როცა ადამიანი გაზრდილია და არა აღზრდილი. როცა ადამიანისათვის არ არსებობს პატივსაცემი პიროვნება, როცა შეუძლია ადამიანს ყველაფრის გაქილიკება… როცა აღუზრდელობა აძლევს უფლებას ყველაზე და ყველაფერზე თქვას ის, რაც უნდა; აკეთოს ის, რაც სურს, რადგან თვითონ იტანჯება არასრულყოფილების კომპლექსით…
უზრდელს შეუძლია გააუბრალოვოს ყველა და ყველაფერი… და, რადგან უზრდელობით სიამაყე გამოწვეულია არასრულყოფილების კომპლექსით, ამიტომ რაც არ უნდა უჩიჩინო უზრდელს, ვერ შეცვლი, ხოლო ლანძღვა რომ დაუწყო, მაშინ ზრდილობა გახდება იშვიათი…”
მართლაც იშვიათი გახდა ზრდილობა, ადამიანებმა დაკარგეს თავშეკავების, თვითკონტროლის უნარი. თვითგადარჩენის ინსტიქტი ამუშავდა იმდენად მძლავრად, რომ კონკურენცია მიმდინარეობს არა პროფესიონალიზმში, საუკეთესო პროდუქტის წარმოაბეასი, არამედ ვინ უკეთ შურაცხყოფს და დააკნინებს სხვებს.

ჩვენ ვართ ანომიური საზოგადოების მოწმე. დევიაცია ტრენდულია. როგორც ერიხ ფრომი ამბობდა, ქვეყანაში ანომია და ხანგრძლივი ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისი, არაჩვეულებრივ ნიადაგს წარმოადგენს სოციალური ხასიათის ავტორიტარული და დესტრუქციული რეპროდუცირებისთვის.
2
746
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
746
  
2022, 8 სექტემბერი, 22:36
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 7 სექტემბერი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2