x
image
თამილა გურაშვილი
სოსო გოგაშვილმა ზემო მაჩხაანში იოსებ არიმათიელის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო

image

"გილოცავთ მაჩხაანელებო! დღეს მძიმე დღეა საქართველოსთვის და მინდა ცოტა გაგახაროთ????????
+ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს დიმიტრის ლოცვა კურთხევით, დღეს ზემო მაჩხაანში დავიწყეთ იოსებ არიმათიელის სახელობის ტაძრის მშენებლობა. უწმინდეს პატრიარქსაც თავის დროზე მოვახსენეთ ამ იდეის შესახებ და ლოცვა-კურთხევაც მოგვცა ბუნებრივია????????
დღეს გავჭერით საძირკველი და მინდა გაცნობოთ, რომ ეს იქნება იოსებ არიმათიელის სახელობის პირველი ტაძარი, როგორც საქართველოში ასევე ჩემი ინფორმაციით მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეშიც. ღმერთმა შეგვაძლებინოს მალე ბოლომდე მიყვანა ამ საშვილიშვილო საქმის მთელს სოფელს????????
☝????ნებისმიერ ბოროტებაზე, ღვარძლზე, ცილისწამებაზე, ღალატზე და დაუმსახურებელ არაადამიანურ მოპყრობაზე გიპასუხებთ მხოლოდ კეთილი და ღვთის სათნო საქმეების კეთებით. თუ ძალიან ზედმეტები არ მოგივათ;)
ბოროტსა სძლია კეთილმან...
❇️წმიდა იოსებ არიმათიელი
31 (13.08) ივლისი
წმიდა იოსებ არიმათიელი იესო ქრისტეს ფარული მოწაფე იყო. როგორც სინედრიონის წევრს, მას მონაწილეობა არ მიუღია იუდეველთა იმ ბჭობასა და ზრახვაში, რომელიც მაცხოვრისთვის ჯვარცმის სასჯელის გამოტანით დასრულდა. იესო ქრისტეს აღსრულების შემდეგ, „მშვენიერი მზრახველი“ გაბედულად მიეახლა პილატეს და უფლის წმიდა ცხედარი გამოითხოვა. მან მაცხოვრის სხვა ფარულ მოწაფესთან, ნიკოდიმოსთან ერთად „ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი მისი, არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა“, გეთსიმანიის ბაღში წაასვენა და თავისთვის შემზადებულ „ახალსა საფლავსა დადვა“ ღვთისმშობლისა და მენელსაცხებლე დედათა თანდასწრებით" წერს სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი და შემდეგ ვიდეოს აქვეყნებს.
1
155
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
155
  
2021, 8 აგვისტო, 22:35
ჰო, ეგ კარგი მაგრამ იქ ზემოთ სადაც ქრთამი არ ჭრის.................
0 1 1