x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"აუცრელებისთვის უნდა აიკრძალოს მაღაზიაში შესვლაც კი" – რა ინიციატივით გამოდის ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში აუცრელებისთვის მაღაზიაში შესვლის აკრძალვის ინიციტივით გამოდის და წერს, რომ ყველა ანტივაქსერი, რომელიც ამავე დროს მკვლელია ბუნკერში უნდა ჩასხდეს და სამშვიდობოს მხოლოდ პანდემიის გადავლის შემდეგ გამოვიდეს: "აუცრელებისთვის უნდა აიკრძალოს მაღაზიაში შესვლაც კი. ადამიანის უფლებები არა კვატი. ადამიანის უფლებები სხვისი მკვლელობის უფლებას არ გულისხმობს. ყველა ანტივაქსერი არის მკვლელი. ჩასხდნენ ბუნკერებში და რომ გადაივლის მსოფლიო პანდემია მერე გამოვიდნენ" - წერს ნინო ჯანგირაშვილი. ჟურნალისტის აღნიშნულ ფეისბუქსტატუსს სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, იყვნენ ისეთებიც რომლებიც ტელეწამყვანის აზრს სრულიად იზიარებდნენ, თუმცა ნაწილი მას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა და მას ადამიანთა უფლებების დარღვევაშიც კი ადანაშაულებდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 3 344 ახალი და გარდაცვალების 30 შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში სულ 6 084 ადამიანი ემსხვერპლა.

0
179
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
179