x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ვზივარ და ვსკდები ტირილით!" - ნახეთ, რას წერს ირაკლი კაკაბაძე ლევან ვასაძეზე

image


მწერალი ირაკლი კაკაბაძე მოძრაობა "ერის" დამფუძნებლის, ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება. კაკაბაძის თქმით, ის არა მხოლოდ ილოცებს, არამედ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე რაც შეიძლება მეტ ხანს გაგრძელდეს. საკუთარ პოსტში მწერალი იმასაც აღნიშნავს, რომ ის ვასაძეს მისი ადამიანობით აფასებს, და არა მისი პოლიტიკური პრეფერენციებით. ირაკლი კაკაბაძის ემოციურ ფეისბუქპოსტს უცვლელად გთავაზობთ: "ეს არის ჩემი ადამიანური ვალი და ძალიან დიდი ტკივილი. ლევან ვასაძე ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარია. მე მას მისი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით არ ვაფასებ, ისევე როგორც ბევრ ჩემს მეგობარს, ჩემს ნათესავს. მე მას მისი საოცარი ადამიანობით ვაფასებ. რადგან ჩემი თვალით მაქვს ნანახი ბევრი სიკეთე, რომელც ამ ადამიანს გაუკეთებია. პირველი ესეთი უანგარო სიკეთე მე 1989 წლის 9 აპრილს ჩემს თავზე გამოვცადე, როცა გაგიჟებულ გაშმაგებული საბჭოთა ჯარისკაცების ორვეს ერთად გვკლავდნენ, იმისათვის რომ ჩვენ წაქცეული ქართველი გმირი ქალების წამოყენებას ვცდილობდით რუსთაველის გამზირზე. ამ მომენტში მე ვნახე ადამიანობის ნამდვილი მაგალითი, როდესაც 19 წლის ლევანმა თავისი თავი სრულიად დაივიწყა, ჯერ დაცემული გმირი ქალების წამოსაყენებლად და ბევრ მათგანს სიცოცხლეც გადაურჩინა ჩემს თვალწინ. და ბოლოს, მეც დამეხმარა – შორიდან გადამეფარა, როცა ჩემს მოსაკლავად გამოქანებული ნიჩაბი დაინახა. ამის მერე მან ორჯერ სიკვდლისგან იხსნა ჩემ საყვარელი და. და ძალიან ბევრ მეგობარს დაეხმარა. მე ამის დავიწყება არასდროს არ შემიძლია – მე ჩემი ძმა ლევან ვასაძე ადამიანურად ისევე მიყვარს და უფრო მეტადაც, ვიდრე ადრე. ახლა, ამ მართლაც საშნელი განსაცდელის ჟამს მე მინდა მას ვუთხრა რომ მე მთლიანად მის გვერდზე ვარ, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, მუხედავად მათი აღმსარებლობისა, ეროვნებისა თუ ორიენტაციისა. ლევან, შენ მდიდარი ადამიანი ხარ შენი მეგობრობის და სიყვარულის უნარით – და მე დარწმუნებული ვარ რომ შენ არანაირ ძალადობაში არც ჩაერეოდი აქ რომც ყოფილიყავი, იმიტომ რომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი 1989 წლის 9 აპრილს როგორი ნამდვილი თავდადებით ეხმაებოდი შენს ჩაგრულ გმირ ქალებს, რომელთაც საქართველოს თავისუფლება მოუტანეს. მე, როგორც იცი, არ მიყვარს ტყუილი სიტყვების თქმა და მინდა პირდაპირ გითხრა რომ ვზივარ ახლა ჩემს მაგიდასთან და ვსკდები ტირილით. მე შენთვის არამარტო ვილოცებ, ჩემო საყვარელო ძმაო – არამედ ყველაფერს გავაკეთებ რომ შენი სიცოცხლე რაც შეიძლება მეტ ხანს გაგრძელდეს. ჩემთვის შენ მრავალ ნიჭთან ერტად მთავარი ნიჭი შენი სიყვარულის ნიჭია და სხვა ადამიანისთვის თავდადების ნიჭი. სიყვარული კი არის ღმერთი – როგორც ამას ამბობენ" - ვკითხულობთ პოსტში. რამდენიმე დღის წინ მოძრაობა "ერის" ლიდერმა სოციალურ ქსელში ვიდეო - მიმართვა გაავრცელა, სადაც მისი თქმით, მას აელ ტიპის ამილოიდოზი დაუდგინდა, რომელიც მილიონი კაციდან მხოლოდ ორს თუ ემართება.











0
1900
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1900