x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში, ღიად ვამბობ, რომ დიახ-სააკაშვილის გამონათქვამების ვიდეოკოლაჟი
image


დღეს 8 აგვისტოს 13 წელიწადი გავიდა, რუსეთ-საქართველოს 5 დღიანი ომის დაწყებიდან.2008 წლის აგვისტოს იმ ტრაგიკულ მოვლენებს შეეწირა 408 საქართველოს მოქალაქე, აქედან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.დღემდე უცნობია, თუ ომის შედეგად რა მატერიალური ზარალი მიადგა ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც 2010 წლის აპრილის თვეში ისე შეწყვიტა მუშაობა, რომ მისი საქმიანობის შედეგები დღემდე უცნობია საზოგადოებისათვის.


დღესვე აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე, სახელმწიფო დროშები დაეშვება, ასევე დაეშვება სახელმწიფო დროშები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე.ამის გარდა გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები და ფოტოგამოფენები აგვისტოს ომთან დაკავშირებით.


დღესვე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ. მემორიალს გვირგვინებით შეამკობს საქართველოს მთავრობა - პრემიერ-მინისტრის მეთაურობით და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები.



ამ თარიღთან დაკავშირებით საზოგადოებას შევახსენებთ, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის გამონათქვამებს, რომელიც ომის წინ ან ომის შემდგომ პერიოდში არის ჩაწერილი, სადაც ერთგან ექს-პრეზიდენტი პირდაპირ აღიარებს, რომ ცხივალის რეგიონში ომი საქართველომ წამოიწყო, ხოლო მეორეგან რუსეთს ემუქრება, სადაც ასეთ ფრაზას ამბობს:" დაგვბომბავენ და კარგ ჩიტსაც დაიჭერენ და კარგადაც მოხვდებათ ცხვირში."





1
326
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
326
  
2021, 8 აგვისტო, 11:15
ომი 7 აგვისტოს დაიწყო გვიან საღამოს 23:00-23:59 და შესაბამისად ომის დაწყების თარიღი არის 7 აგვისტო. კი,შესახედაობით და აღსაქმელად 08:08:08 ჯობია,მარა ეგ არის სიცრუე.
0 1 1