x
image
თუთიკო ბერძენა
ჩვენ პანდემია დავიმსახურეთ!
image


ჩვენ ყველანი ვართ მავნე, არაეფექტური სოციალური სისტემის ნაწილი, რომელიც შექმნილია უმცირესობის საკეთილდღეოდ: ელიტისა და ოლიგარქების. მოსახლეობის უმეტესობა გამოტაყვანებული პირუტყვის მსგავსად ცხოვრობს.

1. ჩვენ არ გვაქვს გაცნობიერებული, რომ ყველანი ერთი დიდი ოჯახის - კაცობრიობის ნაწილი ვართ.
საზოგადოება, ტელევიზია, კომერცია, რეკლამა, მაღაზიები, წიგნები, საგანმანათლებლო დაწესებულებები - ეს ყველაფერი ფაქტიურად გლეჯს ადამიანს სხვა ადამიანებისგან. ჩვენ იძულებულნი ვართ ღრმად გვჯეროდეს ჩვენი უნიკალურობის, ინდივიდუალურობის, რომ ჩვენ განსაკუთრებულები ვართ და გაცილებით მეტს ვიმსახურებთ ვიდრე გარშემომყოფები. ამის წყალობით ადამიანებს უვითარდებათ კულტი "სიცოცხლე საკუთარი თავისთვის", რომელიც შემდგომში გადაიზრდება "საკუთარი თავის და ჩემი ახლობლების სიცოცხლის" კულტად. ეს არის სრულიად არასწორი. ჩვენ ყველანი ერთი დიდი ოჯახი ვართ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, გვიყვარდეს და ვაფასებდეთ მას. ჩვენ არ გვაქვს სურვილი ვიცნობდეთ ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს, არ გვაქვს ნდობა სხვა ადამიანების მიმართ, არ არსებობს მათი რწმენა. ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს სამყაროში, რომელიც შედგება ადამიანთა გარკვეული წრისგან და დანარჩენი კაცობრიობა მხოლოდ ფონია.



2. ჩვენ არ გვაქვს საერთო მიზანი და, შესაბამისად, არ არსებობს სურვილი, რომ სამყარო უკეთესი გახდეს.
ამჟამად გაბატონებული კულტების წყალობით, უმეტესობას გლობალური მიზნები აქვს დავიწროებული და საკუთარი თავისთვის მიძღვნილი. ადამიანებს სურთ ჰქონდეთ დიდი და კომფორტული სახლი, ლამაზი მანქანა, ფინანსური დამოუკიდებლობა. ზოგი ოცნებობს დიდებაზე, პოპულარობაზე, იშვიათად ოჯახზე და ნამდვილ სიყვარულზე, ბევრს სურს მოგზაურობა და სხვადასხვა ადგილოების მონახულება. დიახ, ამ მიზნებიდან ზოგი მშვენიერია, მაგრამ ისინი არაფერიოა კაცობრიობისთვის, თითქმის ყველა ეგოისტურია.
თუ ჩვენ ვიფიქრებდით სხვა ადამიანებზე, თუ გვენდომებოდა გაგვეუმჯობესებინა არა მხოლოდ ჩვენი, არამედ გარშემომყოფების ცხოვრებაც, მაშინ ადამიანის ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად გაიზრდებოდა.



3. სწავლის სურვილი ჩვენში ხელოვნურად ჩაკლულია. გათელილია საკუთარი თავის რეალური განვითარების სურვილი.
ახლანდელი განათლების სისტემაში თითქმის არაფერია კარგი. მოსაწყენი, მშრალი გაკვეთილები, რომელსაც ასწავლიან მასწავლებლები, რომლებიც გულგრილები არიან მოსწავლეების მიმართ. ბევრი დატვირთვა, რუტინა, სტრესი და სხვა უსიამოვნო რამ კლავს ბავშვებში ცოდნისადმი ლტოლვას.
დიდი ხანია არსებობს სისტემა სახელწოდებით: "გაიწაფე ერთი და იგივე ტიპის ამოცანების გადაწყვეტაში გამოცდის ჩაბარების მიზნით". არ იციან როგორ და არ სურთ კარგად ასწავლონ ბავშვებს, ამას თითქმის არავინ ცდილობს. საზოგადოებას მხოლოდ ახლანდელი სკოლების გამართლება შეუძლია. ითვლება, რომ სწავლისას ბავშვები ავითარებენ სოციალურ უნარებს, რაც ასე აუცილებელია ცხოვრებაში.
ბავშვობაში გვეუბნებიან: "კარგად ისწავლე და გექნება ღირსეული სამუშაო, მიიღებ უამრავ ფულს". მაგრამ უმეტესობას ჩვენთვის არასოდეს უთქვამს, რომ სამყარო ჩვენს გარშემო არის საოცარი, ლამაზი და უსასრულოდ საინტერესო.


4. ჩვენ ვიღებთ განათლებას, რომ შევძლოთ ფულის შოვნა.
სკოლის კურსდამთავრებულთა დიდი რაოდენობა ცდილობს მიიღოს განათლება, რაც მათ მომავალში საკმარისი ფულის გამომუშავების საშუალებას მისცემს. მოგწონთ ეს სამუშაო, გინდათ საერთოდ ამ სპეციალობით იმუშაოთ - ეს არის დამატებითი კრიტერიუმი. შედეგად, უნივერსიტეტები ივსება ახალგაზრდების მასით, რომელთაც არ სურთ სწავლა და კარგავენ დროს. ადამიანებს არ სურთ რაიმე სასარგებლო გააკეთონ, მათ სურთ ფულის შოვნა, რათა გადარჩნენ და შემდეგ დაიკმაყოფილონ თავიანთი კულტი.
ყველას, ვისაც ნამდვილად სურს დაეხმაროს ხალხს და უნდათ იმუშაონ საზოგადოების კეთილდღეობისთვის - სისტემა სახეში ულაწინებს განათლების მაღალი ღირებულებით, განათლების დაბალი ხარისხით, დაბალი ანაზრაურებით.


5. ჩვენ ვცხოვრობთ გარედან თავსმოხვეული ღირებულებებითა და რწმენებით. გემოვნება, სურვილები, ინტერესები ჩვენთვის დიდი ხანია ჩამოწერილი და შემოგდებულია. ისინი სულელებად გვაქცევს, ნახირს გვამსგავსებს.
სამომხმარებლო საზოგადოება ჩვენში ავითარებს უგუნურ სურვილს დაემორჩილოს ყველაფერს, რაც ამა თუ იმ გზით გავლენას ახდენს ჩვენს გონებაზე. ისინი ქმნიან ჩვენგან ცინიკოსებს და ეგოისტებს, ქმნიან ქცევის ნორმებს, სამყაროზე შეხედულებებს. ნეგატიური დამოკიდებულება სხვა ადამიანებისადმი, ვულგარულობა, სისასტიკე - ეს ყველაფერი დიდი ხანია ნორმალურია.

აგრესიული საინფორმაციო გარემო ცდილობს გაანადგუროს ჩვენში თავისუფალი და დამოუკიდებელი აზროვნების მცირეოდენი ჩანასახი. უკვე დიდი ხანია, რაც აბსოლუტურად სულელური, უხეში პროპაგანდა ტარდება სხვადასხვა არხებზე. საეთერო დრო შედგება "იუმორისტული" პროგრამებისგან, სერიალებისგან, უსასრულო ანტიმეცნიერული სისულელეებისგან, ინფორმაციული ნაგავისგან. ჩვენში განადგურებულია სამყაროს ადეკვატური აღქმა, ჩვენი ტვინი სავსეა არასაჭირო ინფორმაციით, ჩვენ გვასწავლიან ამ ინფორმაციის მოხმარებას და რაც უფრო ვიხმართ, მეტი გვსურს.
ასეა თუ ისე, ყველა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ თანდათან გვაქცევენ უგუნურ ცხოველებად და რომ უნდა შეწყვეტენ იმ ყველაფრის მოხმარება, რაც გულუხვად არის ჩაყრილი ჭუჭყიან თასში.
ჩვენ უნდა გვსურდეს ყოველდღე უკეთესობისკენ, ახალი ცოდნისკენ სწრაფვა და არ დაველოდოთ სერიალის ახალ ეპიზოდს ან სარკეში საკუთარი თავის გადაღებას.
ჩვენ ვცხოვრობთ რწმენით, რომ ღირსეულ ცხოვრებას იმსახურებენ მხოლოდ ისინი, ვინც წლების განმავლობაში დაუღალავად და დაჟინებით შრომობდა. განა ადამიანს არ აქვს ნაგულისხმევი ღირსეული ცხოვრების უფლება?

6. ჩვენ არ გვინდა არაფრის გაგება. ჩვენ არ გვინდა არაფრის შეცვლა.
კაცობრიობის ისტორიას ჰქონდა ბევრად უფრო რთული წლები, რომელთა შედარებით ჩვენი დღევანდელი ცხოვრება ამ პანდემიის პრობებშიც კი სამოთხეს ჰგავს. ჩვენ ვანადგურებთ საკუთარ თავში გლობალურ სწრაფვას უკეთესობისკენ და კმაყოფილი ვართ მცირედით. ჩვენ უბრალოდ კომფორტულად ვცხოვრობთ ჩვენთვის სპეციალურად შექმნილ პირობებში და აბსოლუტურად არ გვინდა არაფრის შეცვლა. ასე რომ, პანდემია დავიმსახურეთ!

0
123
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0