x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მაინც უკმაყოფილოები როგორ ხართ? მარა თქვენ რა ამოგყორავთ, უმადურებო" - ნახეთ, ვის მიმართავს ნიკა გვარამია

image


"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "თბილსერვის ჯგუფის"თანამშრომლების გაფიცვას სოციალურ ქსელში საკმაოდ ცინიკური პოსტით ეხმაურება და კახა კალაძის "ახალ" საარჩევნო სლოგანს აზიარებს: "1500 მილიონ ჩეტირესტა ტისიაჩანი უსვეტესი ნაგვის ურნები ჩამოგითრიეთ მილანებიდან და მაინც უკმაყოფილოები როგორ ხართ? მარა თქვენ რა ამოგყორავთ, უმადურებო, სვეტურ ურნას სვეტური ნაგავი რომ უნდა, ისიც კი არ იცით! დაახორაგეთ მთელ ქალაქში ეს იაფფასიანი აყროლებული ნაგავი! ჩემს გაკრიალებულ ბანერებზეც კი ვეღარ ვჩერდები, ისე ყარს თქვენი ბანძი ნაგავი, მდაბიოებო! #ააყროლედამოიგე კ. კალაძე, ნაგვით სავსე ქალაქი! #ააყროლე - ეს ყოფილა კალაძის საარჩევნო სლოგანი. მგონი, კალაძის ანტივაქსერული კამპანიაა ეს, თან ძაან ეფექტური. ხალხი კორონაზე და ყნოსვის დაკარგვაზე ოცნებობს. ჭკვიანმა ურნებმა ცხვირები დაიჭრეს." - წერს ნიკა გვარამია და ერთ - ერთ უბანში გადაღებულ ფოტოებს აზიარებს.


image


შეგახსენებთ, რომ გუშინ "თბილსერვის ჯგუფის" სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულებით დადგენილი პირობები შეცვალეს და ახლა გაცილებით რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. როგორც "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები აცხადებენ, დასუფთავების მანაქანებს ქალაქში გასვლის საშუალებას მანამ არ მისცემენ, სანამ მათი მოთხოვნა ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება.


0
178
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
178